პრემიერი საზოგადოებას აშანტაჟებს

გიორგაძე: პრემიერი საზოგადოებას აშანტაჟებს
06 სექტემბერი 2013. 14:25 news.ge

“სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ მოქმედი ხელისუფლება უფრო მეტად უნდა იყოს ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტბზე. მისი თქმით, პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ევრაზიულ გაერთიანებას სწავლობს და მასში გაერთიანებას არ გამორიცხავს, მის მოუმზადებლობაზე მეტყველებს.


“სანამ ხელისუფლებაში მოვალთ, პოზიცია მანამდე უნდა გვქონდეს, თუ რატომ უნდა წავიდეს საქართველო ევროკავშირისკენ ან რატომ არ გვინდა ევრაზიულ გაერთიანებაში ყოფნა. თუ ჩამოყალიბებული აზრი არ გაქვს, ქვეყანას სწორი მიმართულებით ვერ წაიყვან. პოლიტიკური ელიტა მოუმზადებელი და უპასუხისმგებლოა”, – განაცხადა გიორგაძემ “პრესკლუბში მე-17 სართულზე” გამართულ პრესკონფერენციაზე.
იგი მიიჩნევს, რომ პრემიერის მიერ საზოგადოების მოწოდებას, უალტერნატივოდ აირჩიოს კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, შანტაჟია.
“საზოგადოების შანტაჟი ხდება, როცა პრემიერი აცხადებს, რომ თუ მის კანდიდატს არ დავუჭერთ მხარს, იგი ყველა იმ ვალდებულებას იხსნის, რაც პირველ ოქტომბერს აიღო. ჩვენ არ გვქონია პირობა, უალტერნატივოდ მიგვეღო მისი კანდიდატი”, – ამბობს გიორგაძე.
იგი ხელისუფლებას მოუწოდებს, გვერდზე გადადოს ემოციები და დაუსვას საკუთარ თავს საკითხი, რომ პრობლემაბ მთავრობაშია და არა საზოგადოებაში.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress