ახალი ხელისუფალი კატასტროფული სისწრაფით ემსგავსება ძველს

gogi
  • 31 მაისი 12:18   news.ge

“სახალხო პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი გოგი ლორთქიფანიძე, ბოლო დროს, პარტიის საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე ძალადობის ფაქტებზე საუბრობს.

მისი განცხადებით, უკანასკნელ დღეებში ქვეყნის მასშტაბით გახშირდა ზეწოლა, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების და მათ შორის „სახალხო პარტიის“ საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე, ძალოვანი სტრუქტურების, ოცნების საპარლამენო დეპუტაციის და აქტივისტების მხრიდან, რათა მათ დაწერონ განცხადება და უარი თქვან არჩევნებში შემდგომ მონაწილეობაზე, რაც ავტომატურად იწვევს ამა თუ იმ საარჩევნო ოლქში პარტიული სიის გაუქმებას.

”სიის გაუქმების შემთხვევაში ეს პარტიები ვეღარ მიიღებენ იმ კონკრეტულ ოლქებში არჩევნებში მონაწილეობას. ეს კი ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები არ ტარდება დემოკრატიულ გარემოში და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მანკიერი პოლიტიკური სისტემა არ შეცვლილა და ახალი ხელისუფალი კატასტროფული სისწრაფით ემსგავსება ძველს, ქვეყნისთვის საზიანო საქმეების კეთებაში.

ჩვენდა სამწუხაროდ, ხელისუფლების ასეთი ქმედებები მიმართულია ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვისკენ და არჩევნების ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ.” – აცხადებს გოგი ლორთქიფანიძე

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress