“სახალხო პარტია” ხელისუფლებას სახელმწიფო დონის ღონისძიებების აღნიშვნასთან დაკავშირებით აკრიტიკებს

gerbebi_Page_6

interpressnews.ge            15:03 29-05-2014

დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება სახელმწიფო დონის ღონისძიებების აღნიშვნასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების სავალალო პრაქტიკის გაგრძელებაა, – ასე ეხმაურება “სახალხო პარტია” 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ღონისძიებებს. 
“საერთოდ არ იგრძნობა, რომ ტერიტორიებოკუპირებული ქვეყანა ვართ. სახელმწიფო სიმბოლოებისა და ეროვნული ღირებულებებისადმი პოზიციის გამოხატვა საკმაოდ ზერელე და ზედაპირულია, ხოლო სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი თარიღებისა და ამ თარიღების დადგომისთვის მებრძოლი, ქვეყნის წინაშე ღვაწლმოსილი ადამიანების მიმართ ხელისუფლების ცალკეული უმაღლესი თანამდებობების პირთა ქმედება არა სახელმწიფოებრივად, არამედ მხოლოდ პირადი და პარტიული ინტერესებით არის ნაკარნახევი. ყოველივე ამის ნათელი დადასტურებაა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძებებზე პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ მიღებებზე მიწვეული ადამიანების შემადგენლობა, სადაც ჩვენთვის ფრიად საპატივცემულო ადამიანებთან ერთად მიწვეულნი იყვნენ ის პირები, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, არათუ შეხება არა აქვთ 26 მაისთან, არამედ გაშმაგებით ებრძოდნენ და ახლაც ებრძვიან 26 მაისის ღირებულებებს და შემჩნეულნი არიან საქართველოს ეკლესიისადმი უარყოფით დამოკიდებულებაში. ყოველივე ამის ფონზე კი მივიწყებულნი არიან ის ღირსეული ქართველები ვისი ბრძოლით, შრომით, რწმენით და უდიდესი თავდადების წყალობით დღეს ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია, მათ შორის ჩამოვთვლიდით ისეთ ღირსეულ ადამიანებს, როგორებიც არიან: ნოდარ ნათაძე, თამარ ჩხეიძე, მარიამ ბაღდავაძე, ტარიელ ღვინიაშვილი, ავთანდილ იმნაძე, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლეიშვილი, მამუკა გიორგაძე და სხვები, რომლებიც ამ დღის დადგომისთვის თავს სწირავდნენ და საპატიმროებში იტანჯებოდნენ. არაფერს ვამბობთ ამ ბრძოლაში დაღუპულთა უკვდავყოფაზე. ეს ქმედება ნათლად გამოხატავს ხელისუფლების შინაგან დამოკიდებულებას საქართველოს დამოუკიდებლობისადმი და დამოუკიდებლობის დამცველთა მიმართ”, – ნათქვამია “სახალხო პარტიის” განცხადებაში.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress