მიმდინარე ღალატის ანატომია – 2010

gerbebi_Page_6

“რეზონანსი” 08.03.2010

როგორც ზ. ნოღაიდელის, ნ. ბურჯანაძისა და ზ. ძიძიგურის ტელეგამოსვლებიდან ჩანს, რუსეთის ქართველი აგენტურის `რევოლუციური~ ნაწილის დღევანდელი პროპაგანდა კონცენტრირებულია სამ დებულებაზე:
პირველი: `ჩვენ ძლიერები ვართ~ (იხ. ნოღაიდელის განცხადება `ყველას ხელებს დაგამტვრევთ~. ეს სიცრუეა: მას შემდეგ, რაც `ზაკვო~ საქართველოდან წავიდა, არც გრუ-ს, არც რუსეთის რომელსამე სხვა აგენტურას აღარ აქვს რეალური ძალა, თუ რუსეთის რეგულარული ნაწილები არ მიეხმარნენ).
მეორე: `ჩვენ კვალიფიცირებულნი ვართ~ (იხ. ბურჯანაძის განცხადება: `დიდ პოლიტიკაში უზარმაზარი გამოცდილება მაქვს~. ესეც სიცრუეა: ბურჯანაძის `გამოცდილება~ მაღალ თანამდებობაზე ყოფნისას საქართველოს სახელმწიფოს არცერთი საგარეო-პოლიტიკური ან სხვა რამ სახის წარმატება, მით უმეტეს – გამარჯვება არ ჰქონია. ბურჯანაძისა და მისი ამფსონების _`მოქკავშირელებისა~ და `ნაციონალების~_ გამოცდილება მხოლოდ კაპიტულაციებისა და საქართველოსათვის დივერსიული ეფექტის მქონე კანონმდებლობის გამოცდილებაა).
მესამე: `ჩვენ მრავალრიცხოვანნი ვართ~ (იხ. ძიძიგურის განცხადება `დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორების მომხრეა~. იგულისხმება: `გამოსწორებისა უპირობოდ, ანუ იმ დროს, როცა რუსეთს აღიარებული აქვს საქართველოს ნაწილთა `დამოუკიდებლობა~ და ოკუპირებული აქვს საქართველოს მიწა-წყალი~. ესეც სიცრუეა: ძიძიგურის მიერ გაცხადებული პოზიციის მომხრეა საქართველოს მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტი, ამასთან, ეს მისი ყველაზე დაბალი განათლებისა და მარგინალობისკენ მიდრეკილი მოსახლეობაა, ან ყოფილი კომუნისტური ფუნქციონირებისა და მათს სისტემაში შემავალი ე.წ. `მაყუთჩიკები~ არიან).
გარდა ამისა, ცხადდება (ი. ლასანია), რომ `ჯერ კიდევ გასარკვევია~ რუსეთთან უპირობო, ანუ კაპიტულანტური, მოლაპარაკებების მიზანშეწონილობის საკითხი. ამ განცხადების პროპაგანდული მიზანია ილუზიის შექმნა, თითქოს ქართულ საზოგადოებაში ეს ზემოხსენებული საკითხი სერიოზული მსჯელობის საგანი იყოს.
ამ პიარკამპანიას, მით უმეტეს, ქართველი `პოლიტიკოსების~ მასთან დაკავშირებულ დარბაზობებს პუტინთან მორალური თვალსაზრისით ცალსახა შეფასება აქვს, როგორც ერის შეგნებული და მიზანმიმართული, წინასწარ განზრახული ღალატი. გარდა ამისა, ჩვენ გვინდა, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ამ ქმედებას აქვს ცალსახა იურიდიული კვცალიფიკაციაც, როგორც სახელმწიფო ღალატისა. მხედველობაში გვაქვს, კერძოდ, შემდეგი.
სახელმწიფო ღალატის შესახებ ყველა ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის სათანადო მუხლის დისპოზიციაში ანუ იმ ქმედებათა ჩამონათვალში, რომლებიც კვბალიფიცირდება, როგორც სახელმწიფო ღალატი, მათ შორის ქართულ სისხლის სამართლის კოდექსშიც (კოდექსებშიც) შედის მოწინააღმდეგის შეგნებული და მიზანმიმართული დახმარება ომის პირობებში ან მშვიდობის პირობებში, რომელიც შესაძლებელია შეიცვალოს ახლო ან შორეულ მომავალში ომის მდგომარეობით. `ომი~ ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით მოიცავს სახელმწიფოთა ურთიერთბრთბრძოლას ცივი იარაღით, ცეცხლით, მანევრით და დაზვერვით. დღეს, ანუ განვითარების პროცესების უკვე მომხდარი და მზარდი გლობალიზაციის პირობებში, ომის შემადგენელ ქმედებებში შედის საპროპაგანდო ომიც, ვინაიდან მსოფლიოს საზოგადოებრივ აზრს ომის შედეგისთვის დიდი და ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ქართულ-რუსული დღევანდელი ომის შემთხვევაში, კერძოდ, მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს აზრი განსაზღვრავს დემოკრატიული დასავლეთის მიერ საქართველოს საერთაშორისო-სამართლებრივი უფლებების ცალსახა მხარდაჭერას, ეს უკანასკნელი კი დღეს, რეალურად, საქართველოსთვის დაცვის ერთადერთი მექანიზმია რუსეთის განახლებული აგრესიის წინააღმდეგ.
სახელმწიფო ღალატის აშკარა ელემენტია `თანამშრომლობის~ გამოცხადებაც ისეთი სახელმწიფოს მეთაურთან, რომელმაც საქართველოს ტერიტორია ხელყო (და აგრძელებს ამ ხელყოფას) და ისეთ პარტიასთან, რომელიც უმრავლესობაა ხსენებული ხელყოფის განმახორციელებელ საკანონმდებლო ორგანოში (ამ შემთხვევაში დუმაში). იურიდიულად კვალიფიცირებადია ისიც, რომ ხსენებულ მოლაპარაკებათა `პარტნიორი~ (პუტინი) ოფიციალურად აცხადებს თავის უზურპატორულ უფლებას, რომ საქართველო `დასაჯოს~, და თავის განზრახვას, რომ შეიარაღებული ძალით მოახდინოს საქართველოს ხელისუფლების (რაგინდარა არადემოკრატიულის) შეცვლა.
თქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს სრული იურიდიული საშუალება აქვს ზემოხსენებული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისათვის სათანადო რეაგირების მიცემისა ოფიციალურად. ის გარემოება, რომ ეს რეაგირება აქამდე არ მომხდარა, ან იმას მოწმობს, რომ არსებულ ხელისუფლებას იურიდიული აზროვნების დეფიციტი სჭირს, ან იმას, რომ იგიც რუსეთის სამსახურში დგას, ან ორივეს ერთად.
ანალოგიურად ირჯებიან ლეიბორისტები და `ხალხის პარტია~ (კ. დავითაშვილი).
რუსეთისა და მისი ქართველი აგენტურის დღევანდელი ტაქტიკა თვალში საცემად ჰგავს 1920 წლისას, რომელიც 1921 წლის თებერვალში საქართველოში მე-11 არმიის შემოსვლით დამთავრდა. 1920 წლის 7-20 მაისის ხელშეკრულების ფარული მუხლების თანახმად საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინა თავის ქვეყანაში რუსეთის არსებული აგენტურის თითქმის მთელი შემადგენლობის ლეგალიზაცია ,,რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის (ბოლშევიკების) (,,РСДРП(б)”) ჩათვლით.
საჭიროდ ვრაცხთ, საზოგადოების ყურადღება მივაქციოთ იმ გარემოებასაც, რომ ეროვნული და სახელმწიფო ღალატის ჩამდენ ან ჩადენის მსურველ ,,პოლიტიკოსთა” ის სრულებით არატიპიური სიმრავლე, რასაც დღეს საქართველოში ვხედავთ, არ მეტყველებს ერის მორალურ დეგრადაციას. მისი პირდაპირი მიზეზია მხოლოდ ის, რომ დღემდე საქართველოში კომუნისტურ-აგენტურული რუსული მართვა უწყვეტად გრძელდება, ანუ სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, საეკრანო პოლიტიკის ჩათვლით, კომუნისტური-იმპერიული ძალაუფლების მექანიკური გაგრძელებაა.

საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსის სახელით:
ზ. ბარბაქაძე, მ. გიორგაძე, პ. კოღუაშვილი, ნ. ნათაძე, თ. ჩხეიძე
3 მარტი, 2010

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress