ობიექტივი #42 22.01.2011
წამყვანი: ნოდარ ნათაძე.
სტუმრები: მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი.
თემა: _ ბურების ჩამოსახლება.
მომზადებულია რადიოეთერის მიხედვით.
ნოდარ ნათაძე: _ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროგრამის ძირითადი პუნქტის განხორციელება და საქართველოს მოქალაქეების ახლით შეცვლა, პირდაპირ ხელჩართული სახით იწყება. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა 1992 წლის დასაწყისიდან სწორედ აქეთ არის მიმართული. პირდაპირ გამოცხადებულია საქართველოში ბურები უნდა ჩამოასახლონ. დაგეგმილია საქართველოს დემოგრაფიული განადგურება. მე-16 საუკუნისა და მე-17 საუკუნის დასაწყისში საქართველომ ძალიან მძიმე ომები ჩაატარა ირანის ომებში. ირანის მეთაური შახ-აბასი იყო. აღმოსავლეთ კახეთი და შიდა კახეთი აყრილი იყო და ირანში გადასახლებული. კახეთში არაერთი სახალხო აჯანყება მოხდა, რომელმაც სპარსელები გაანადგურა. ამ აჯანყების უშუალო ნაპერწკალი ის იყო, რომ ოკუპანტებმა ბერებს შეურაცყოფა მიაყენეს. მინდა გითხრათ, რომ დღეს აჯანყება არ მოხდება. იმიტომ, რომ ორგვარი წონასწორობა არსებობს, მდგრადი და არამდგრადი. მდგრადი, მდგომარეობას ავტომატიურად ასწორებს. არამდგრადი თუ ცოტა დაირღვა, უფრო და უფრო ძლიერდება. დღეს, ქართველი ერის შინაგანი სიმყარე და ფსიქიკა არამდგრად მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენ უნდა მივმართოთ ქუჩაში მყარ აქციებს. სამი საფუძველი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ვცნოთ. 1. ეს არის სახელმწიფო ღალატში მხილებული ხელისუფლება. 2. ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება 3. დღეს ქართველი ხალხი მძიმე ეკონომიურ პირობებშია.
ბატონო პაატა, რა არის სოფლის მეურნეობისათვის ეს ყოველივე?
პაატა კოღუაშვილი: _ საქართველოში განზრახულია ხელისუფლების მიერ ჩამოსახლებული იქნას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ე.წ “ბურები”-ს 40 000 ოჯახი. დღეისათვის მათი გარკვეული ნაწილი, თბილისშია და აღმოსავლეთ საქართველოში ნიადაგს და დასასახლებელ ტერიტორიებს სწავლობენ. როგორც მათ განაცხადეს, შემდეგ ისინი თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, ჩამოვლენ თუ არა. 40 000 შემთხვევითობა არ არის. ეს იმ ციფრის ანალოგია, როდესაც დავით აღმაშენებელმა საქართველოში ყივჩაყები ჩამოასახლა. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყივჩაყები კარგად არ მოიქცნენ და მათი უდიდესი ნაწილი გაასახლეს. ჩვენ, სამიწადმოქმედო ცივილიზაციის სათავეებთან ვიდექით, სხვა ერებთან ერთად. რაც შეეხებათ ბურებს, მათი აქ დარჩენა ქართველი ერის გადასაწყვეტია და არა მათი. ეს საკითხი დემოკრატიულ ქვეყნებში რეფერენდუმის გზით წყდება. ერს უნდა შეეკითხო სურს თუ არა მათი ჩამოსახლება. აქ არავის აქვს უფლება მიწა შეღავათიან ფასში ან გრძელვადიან ვადებში გაასხვისოს. ეს ჩვენი გადასაწყვეტია. საქართველო არ არის თავშესაფარი, რომ უცხო ტომები ჩვენს მიწაზე დასახლდეს. საქართველოში სოფლის მეურნეობა კატასტროფულ მდგომარეობაშია. ქართველ ერს არ ძალუძს მეურნეობა განავითაროს. ბურები ჩამოვიყვანოთ და პრობლემას გადაგვიჭრიან? უცხოელი აქ მოდის გარკვეული კრედიტით და შეღავათით, ხოლო ქართველი გლეხი ყოველგვარი კრედიტის გარეშეა. მისთვის ასაღები კრედიტი 24-დან 36% მდეა. უცხოელისათვის 7,5%. ქართველ გლეხს თანამედროვე ტექნოლოგიები, მანქანა, იარაღები არ გააჩნია. ქართველი გლეხი სამი დიდი პრობლემის წინაშე დგას. 1) არის არაკონკურენტულ გარემოში. 2) მას არ გააჩნია აგროზოოვეტ-ტექსერვიზის განვითარებული სტრუქტურები 3) არ აქვს კრედიტის ხელმისაწვდომობა. მთავრობაზეა დამოკიდებული. არავითარი პირობა არ არსებობს. დღეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით თუ ვინმეს 2004-წლამდე 4 ჰექტარი მიწა საკუთრებაში ჰქონდა, ის მიწის გადასახადისაგან განთავისუფლებულია. ხელისუფლება ამბობს, რომ მიწების კონსოლიდაციაა საჭირო, მაგრამ თუ ვინმემ 2004 წლის შემდეგ მოახერხა და მიწა იყიდა, ან ნათესავისაგან საჩუქრად მიიღო, ასეთ შემთხვევაში შეღავათით არ სარგებლობს. ჩვენი კომერციული ბანკების გარკვეული ნაწილი სოფლის მეურნეობისათვის, მისი რესურსების 1%-ს გასცემს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამხრეთ აფრიკაში 3 ქართული ოჯახი ცხოვრობს. ჩვენ არ გვჭირდება მათგან რამის სწავლა. რა თქმა უნდა, ჩვენი ტექნოლოგიების სრულყოფა, დახვეწა, განახლება გვინდა. მათი ჩამოსახლება ამისათვის სულაც არ არის საჭირო. საქართველოს სოფლის მეურნეობის უზარმაზარი პოტენციალი აქვს. უპირველესად სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის შექმნაა საჭირო. ბაზა უნდა განვაახლოთ. აგრარულ ინსტიტუტში ჩვენი სამეცნიერო საწარმოო ბაზა XX საუკუნის 20-50-იან წლების დონეზეა. ძალიან მაღალი ჯიშის სათესლე მასალა გვაქვს ხორბალში ქერში, სიმინდში. მასზე მუშაობის განახლებაა საჭირო. ჩვენს ერს, როგორც დედამიწის ერთ ნაწილს თავისი ამოცანა აქვს შესასრულებელი. დაუშვებელია, რომ ქართველი კაცი მიწის მესაკუთრე, მწარმოებელი და პროდუქციის შემქმნელი არ იყოს. ახლახან ძალიან კარგი წიგნი გამოიცა, რომელსაც 4-5 ავტორი ჰყავს. წიგნში, ჩვენი რესურსული პოტენციალია შეფასებული. რამოდენიმე უცხოელმა მეცნიერმა წაიკითხა და მითხრა, თქვენ ასეთი რესურსების მქონე ქვეყანას, როგორ შეიძლება, რაიმე პრობლემები გქონდეთო. მთავრობა სწორედ ვერ საზღვრავს პრიორიტეტებს. საქართველოს მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, ინდუსტრიისა და აგრარული სექტორის განვითარება უნდა იყოს. ეს უნდა გაითავისოს ხელისუფლებამ. დღეს, მეცნიერებასა და ხელისუფლებასთან საქმიანობაში, ახალი ტიპის „საქმოსნები” გამოჩნდნენ. არ ვიცი, მათ ქცევას რა ჰქვია და ვინ არიან. სასიამოვნოა, რომ გაჩნდა რამოდენიმე ჯგუფი, რომლებმაც ამ თემაზე მუშაობა დაიწყეს. ქართველმა ერმა უნდა მოუწოდოს ხელისუფლებას აგრალური მეურნეობის მხარდაჭერისაკენ.
ნოდარ ნათაძე: _ ბატონო მამუკა, საქართველო განსაცდელის წინაშეა. ჩინელები, რომ შემოასახლეს ისინი საშიშნი არ იყვნენ, იმიტომ, რომ მათ პატიმრობა აქვთ მისჯილი და თავის სააჯელს უცხო ქვეყანაში დროის გატარებით იხდიან. ბურების ჩამოსახლება არსებულთაგან ყველაზე სახიფათოა. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ დემოგრაფიული ომის გამოცხადება. ჩვენ დახმარებისათვის სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს უნდა მივმართოთ. თქვენ როგორ გესახებათ ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯები ამ მიმართულებით?
მამუკა გიორგაძე: _ ცხოვრება, მრავალი დღეების მექანიკური ჯამისაგან არ შედგება. ჩვენ ვმოქმედებთ გვძინავს თუ ვმუშაობთ, ეს მუდმივი პროცესია. ამიტომ მოვლენები ცალ-ცალკე არ უნდა განვიხილოთ, მთლიანობაში უნდა შევაერთოთ. ცოტა ხნის წინ მესხეთელი თურქების თემაზე იყო საუბარი. ადრეულ პერიოდში ჩამოსახლებული ხალხი ახსენეთ. . . ოსმა-ლეთიდან გადმოსახლებული სომხები, თავის დროზე ჩამოსახლებული გერმანელები და ა.შ. ამ ჩამოსახლებებს მაქსიმალური ხელისშეწყობა ჰქონდათ. რა დახმარებაც მათ ქონდათ, ის ქარ-თველისათვის, რომ მიეცათ, კარგი იქნებოდა.
ნოდარ ნათაძე: _ რამდენადაც მეტი მიწა ჰქონდათ, იმდენად ნაკლები გადასახადის გადახდა უწევდათ. . .
მამუკა გიორგაძე: _ ეს, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც ჩვენი მტრები ანხორციელებდნენ. ეს პოლიტიკა არ შეწყვეტილა. მიზნად ისახავს საქართველოში, ქართული მოსახლეობის ნაცვლად, არაქართული მოსახლეობით დასახლებას. დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება ამ ბრძოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. არა მარტო პოპულაციის შეცვლა, არამედ საქართველოში ეთნიკური ცხელი წერტილების შექმნა მიმდინარეობს. ამდენი ხნის მანძილზე მტრის მიერ ყველაფერი გეგმაზომიერად ხდება, რათა საქართველომ როგორც ეროვნულმა სახელმწიფომ ფუნქციონირება ვერ შეძლოს. ეს, სხვა არაფერია თუ არა ქართველი ხალხის გენოციდი. საერთო ჯამში, ბრძოლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარეობს, რასაც შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ. საქართველოს დახმარება არის ის, თუ კანონის გარეშე ისეთ სტრუქტურულ ძალას შექმნი, რომელიც ხელს ააღებინებს მტერს ამ განძრახვაზე. ჩვენ უნდა შევქმნათ ასეთი ძალა და რაზმი. კაცობრიობამ ეს მექანიზმები და ფორმები შეიმუშავა. თუ ჩვენს ძარღვებში ქართული სისხლი ჩქეფს, ერთი რეალური ძალა შევქმნათ, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებას შეძლებს. თუ ქართველები ერთ სულად და ერთ ზრახვად შევიკვრებით, მაშინ მოვაგვარებთ ამ პრობლემას. დღეს, ჩვენი ამოცანაა, ისეთ სტრუქტურული ძალის შექმნა, რომელსაც ჩამოყალიბებული პოლიტიკური პლატფორმა და ის ძირითადი ღირებულებები ექნება, რომლის გარეშე სიცოცხლე არ შეგვიძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი გაგრძელდება. დექართველიზაცია და ქართული ცნობიერების მოშლა გველოდება, რასაც საქა-რთველოს დაშლა მოჰყვება და ქართული სახელმწიფო აღარ იქნება.
ნოდარ ნათაძე: _ რომ ვთქვა მსოფლიო საქართველოს წინააღმდეგ არის შექმნილი ეს ას ეარ არის. მაგრამ შეთქმულებას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება მრავალი სხვადასხვა წევრი ჰყავს. ასე, რომ მსოფლიო შეთქმულება არ არის, მაგრამ საერთაშორისო არის. . .
მამუკა გიორგაძე: _ ეს არ არის გასაკვირი. ყველა თავის ინტერესს იცავს.
ნოდარ ნათაძე: _ ეს ინტერესები უსაფუძვლო და ანტიჰუმანურია, ჩვენი მოწინააღმდეგე სუსტია. ქართველი ერი კი ჭკვიანია, ეს უპირატესობა კი უნდა აჩვენო.
პაატა კოღუაშვილი: _ ერის ელიტა მხოლოდ და მხოლოდ ინტელექტუალი უნდა იყოს. ერის წინაშე მდგომი პრობლემების გადაწყვეტა ინტელიგენციას შეუძლია. ნამდვილი პატრიოტები ვფიქრობთ, რომ ხელისშემშლელი არის ამგვარი ოპოზიცია. მთელი პოლიტიკური პარტიების პროგრამას გადავხედე აგრარულ საკითხში. ე. წ. კომერციული სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით. ყველას „კუდის ქიცინი“ აქვს. არსად არ არის ასე მსოფლიოში. ეს დარგი, ჩვენი ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველთა საძირკველია. ქართველმა ხალხმა ასეთი ოპოზიცია უნდა მოიშოროს. „ეროვნული ალიანსი“-ს სახელით ვაცხადებთ, რომ პრობლემის მოგვარება შეგვიძლია, ამის პროგრამა და ინტელექტიც გვაქვს. გავერთიანდეთ ქვეყნის გადასარჩენად. ქართველი გლეხი, ქვეყნის გადარჩენის იმედია, ყველაზე დიდი ძალა და რეზერვია ქვეყნის აღმშენებლობისა. ჩვენ დღეს გენოციდი გვემუქრება. საკითხს მთლიანობაში უნდა შევხედოთ.
მამუკა გიორგაძე: _ დღეს, ოპოზიციის საქმიანობა და მათი თემატიკა განსაზღვრულია. მათ შეუძლიათ საკაშვილის მასაჟისტზე, მის საპილოტო გამოცდილებაზე, ადამიანის უფლებებზე, ზოგადად სექსუალურ თემატიკაზე ისაუბრონ. მათ არა აქვთ უფლება ეროვნულ ტკივილზე ისაუბრონ, რომელიც ყველაზე მეტად ქართველ კაცს სტკივა.
პაატა კოღუაშვილი: _ გაზეთი „საქართველო“ თვეში ერთხელ გამოდის და „სახალხო ფრონტი“-ს ოფისში შეგიძლიათ ნახოთ. ყველაფერი იქ არის ასახული. უახლოეს დღეებში, ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ მომზადებული განცხადება დაიბეჭდება. ეს იქნება არა მარტო მთავრობისადმი, არამედ ბურებისადმი მიძღვნილი.
ნოდარ ნათაძე: _ იდგა და ახლაც დგას საკითხი, ვინ არის საქართველოს პოტენციური მხსნელი. ამის პასუხი საქართველოს სულისა და გონების არისტოკრატიაა, რომელსაც ყველაზე მეტი სული და ყველაზე მეტი გონება აქვს. საქართველოს მხსნელი ის არის, ვინც ხვდება, რომ საქართველოს სიკვდილი ემუქრება და ქვეყნის სიკვდილს, თავისი სიკვდილი ურჩევნია. საქართველო, ამ ადამიანთა შეკავშირებას ელის.