17 მარტი 2014 18:06 NEWS.GE
„სახალხო პარტიის“ ლიდერი ზაზა მგალობლიშვილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჩვენ საქართველოს მოქალაქენის” საქართველოს მოქალაქეების, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისადმი მიმართვას ეხმაურება, სადაც ორგანიზაციის წევრები მოუწოდებენ ქართულ საზოგადოებას, მოახერხონ თვითორგანიზაცია და გაერთიანდნენ იმ პრინციპების და ამოცანების ირგვლივ, რომელთაც ისინი სამოქალაქო თანხმობის საფუძვლად მიიჩნევენ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
„ჩვენ სრულად ვეთანხმებით საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ჩვენ საქართველოს მოქალაქენის” აღნიშნულ განცხადებს და სახალხო პარტიის სახელით ვაცხადებთ, რომ მზად ვართ გვერდზე გადავდოთ ყოველგვარი პარტიული ინტერესი და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესებში. ამასთანავე მივცეთ საშუალება საზოგადოებრივად და სოციალურად აქტიურ მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში“, – განაცხადა მგალობლიშვილმა.