ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ხშირად სპეკულაციისთვის იყენებენ და მცირე რაოდენობით დარჩენილი ვეტერანების ალალ გრძნობებზე თამაშობენ. როგორც წესი, სწორედ 9 მაისისთვის იწყება რუსეთიდან გააქტიურება – რუსი ბაიკერების „ღამის მგლების“ მიერ სხვადასხვა ქვეყნის დალაშქვრა და პრორუსულ განწყობებზე ნადირობა, გეორგიევსკის ლენტების ბუმი, რომლის მიბმასაც 9 მაისთან ცდილობენ… როგორც გეორგიევსკის ლენტების გამოყენების მოსურნეები გვარწმუნებენ, „ზა პაბედუ“-სწორედ ასეთი მედალი გამოუშვა სტალინმა [...]
Archive for the ‘პუბლიკაციები – ინტერვიუები’ Category
„რუსეთი სწორედ ის ქვეყანა იყო, რომელმაც ფაშისტურ გერმანიასთან ხელშეკრულება გააფორმა“
1989 წლის 9 აპრილი და მორაგბეები: გახსენება 29 წლის შემდეგ მამუკა გიორგაძე და გიორგი გეგენავა – ეროვნულ მოძრაობაში მორაგბეთა მონაწილეობის შესახებ
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში არაერთგვაროვანი თარიღია. ესაა უდიდესი ტკივილის დღე, მაგრამ ამავდროულად, 9 აპრილი ჩვენს ცნობიერებაში სიმტკიცის, თავდადების, ერთიანობისა და სიამაყის სიმბოლოდ დამკვიდრდა. დღეს ხშირად მოისმენთ – როგორ გვიყვარდა ერთმანეთი იმ დროს, როგორ ერთად ვიდექით, რა ერთიანნი ვიყავით… იმ ტრაგიკული და გმირული მოვლენების უშუალო და აქტიური მონაწილე მორაგბეთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი იყო და მრავალი [...]
გრიგოლ რობაქიძე – ქართული – რენესანსი
მეოცე საუკუნე საქართველოს ისტორიაში სამნიშვნელო უღელტეხილით დაიწყო: – ისახება ქართული რენესანსი. ამ მოვლენის ”მტკიცება” ჯერჯერობით მეტად საძნელოა: ეხლახან მისი „შეგრძნობა” თუ შეიძლება მხოლოდ. გარნა, ისიც უნდა გვახსოვდეს ამავე დროს, რომ ასეთი მოვლენის ღრმა გრძნობა ხანდახან უფრო გულისხმიერია, ვიდრე მისი მშრალი მტკიცება. მისტიური სიმბოლო ქართული რენესანსის ჩასახვის წიწამურის ველია: ქართველმა მოჰკლა საქართველოს მძლავრი მხედარი, – ხოლო, [...]
გიორგი გვაზავას სიტყვა გაზ. `საქართველო~ 1918 წ. თებერვლის 6 #29
(წარმოთქმული მიტინგზე, რომელიც გაიმართა ქართული კლუბის დარბაზში) გაზ. `საქართველო~ სამშაბათი 1918 წ. თებერვლის 6 #29 მოქალაქენო! ძნელია დღეს ლაპარაკი. ირგვლივ ანარქიაა, ძარცვა-გლეჯა, მხეცური მკვლელობა, და სხვა და სხვა არევ-დარევა. მიუხედავად ამისა არის ერთი ძირიათადი იდეა, რომლის ირგვლივ ტრიალებს და უნდა იტრიალოს ყოველ მოძრაობამ. ეს გახლავთ იდეა ერთა განთავისუფლებისა.
რატომ არ ესწრება საქართველოს პატრიარქი რუსეთში პატრიარქობის აღდგენის ასი წლის იუბილეს და რა საფრთხე გაანეიტრალა მან მეუფე შიოს დასახელებით
ყველასთვის მოულოდნელად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრე დაასახელა, თუმცა ამ სიახლემ კვლავ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და, ჩვეულებისამებრ, ქართული ეკლესიის მაძაგებლები კვლავ ძაგების ხასიათზე მოიყვანა, მოკრიტიკეები კი კრიტიკის გუნებაზე დააყენა; მათ არც მანამდე სატელევიზიო აქტიურობაში შემჩნეული სასულიერო პირები ჩამორჩნენ. ერთი ისაა, რომ დროებით მიწყნარდა მედიური აჟიოტაჟი კოდური სახელწოდებით: „ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის“. პატრიარქის ამ გადაწყვეტილების ქვეტექსტებსა და კონტექსტზე მამუკა გიორგაძეს გავესაუბრეთ. [...]
ერდოღანი თავსაბურავების აკრძალვის გამო საყვედურობს ევროპას, მაგრამ თავიდან მისი ოჯახის წევრებს თავსაბურავი არ ეხურათ
„ზომიერი ისლამის“ ცნება დასავლეთს ეკუთვნის. ამ ტერმინის გამოყენების მიზანი ისლამის შესუსტებაა. სინამდვილეში, არ არსებობს ზომიერი და არაზომიერი ისლამი. ისლამი მხოლოდ ერთია“, -აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიდა ევროკავშირში მუსლიმანი ქალების „დისკრიმინაციას“ აკრიტიკებს. ერდოღანის თქმით, ევროკავშირში კრძალავენ თავსაბურავის ტარებას, რითაც ხელს უშლიან მუსლიმანი ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას. ამდენად, მუსლიმანი ქალების სახლში დატუსაღების მცდელობა ვირუსივით ვრცელდება.
ბერლინის კედლის დაცემა-შევარდნაძის გარეშე
თბილისში ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმას უკმაყოფილების გარეშე არ ჩაუვლია. ედუარდ შევარდნაძის ოჯახმა გერმანიის ელჩს მიმართა და ორი გერმანიის გაერთიანების საქმეში შევარდნაძის წვლილი შეახსენა.
ვინ შეუკვეთა სერიალი სახელწოდებით „ციანიდის საქმე“ და რა ანტიქართული გეგმის განხორციელებას უშლის ხელს საქართველოს ძლიერი მართლმადიდებელი ეკლესია
ეგრეთ წოდებული „ციანიდის საქმისადმი“ მედიის ინტერესი არ ნელდება და თუმცა სასამართლო პროცესი თითქოს დახურულია, ინფორმაცია მაინც გამოდის და უფრო გააფთრდა კიდეც დაპირისპირება საქართველოს ეკლესიისადმი, იმდენადაც კი, რომ ერთ-ერთი პარტია, თვით ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიისასაც კი, მთავარ მიზნად ეკლესიის სახელმწიფოსგან ჩამოშორებას ასახელებს (რადგან, მათი მტკიცებით, თურმე, სწორედ ეს აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას). ამის პარალელურად, კვლავ აქტუალურია [...]
რატომ შეიცვლება კონსტიტუციაში ჩანაწერი „სახელმწიფო უზრუნველყოფს,“ ჩანაწერით „სახელმწიფო იზრუნებს“ და რატომ იცილებს საკონსტიტუციო ცვლილებებით სახელმწიფო პასუხისმგებლობებს საკუთარი მოქალაქეების წინაშე
საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო ყველაზე დიდი ვნებათაღელვა მიწის ყიდვა-გაყიდვის საკითხმა გამოიწვია. კერძოდ, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა კონსტიტუციით უნდა აიკრძალოს, მთავრობას კი საპირისპირო აზრი ჰქონდა, ის ნებისმიერმა მსურველმა უნდა შეიძინოსო (შემდეგ დასძინეს, განსაკუთრებულ შემთხვევებშიო).
დავიცვათ საქართველოს მიწა გაუცხოებისაგან – რა წერია მიართვაში პარლამენტის თავჯდომარის მიმართ?!
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს ბატონო ირაკლი, ორი თვის წინ ჩვენ ღიად მოგმართეთ შეკითხვით `რატომ უნდა გაიყიდოს სა-ქართველოს მიწა უცხოელებზე?~. შეკითხვასთან ერთად გაახელით განმარტება, თუ რატომაა დღეისათვის საქართველოს მიწის უცხოელებზე გაყიდვა საქართველოსა და ქართველი ერისათვის სასიკვდილო. სახელდობრ: 1. საქართველოში მსოფლიოს ღია ბაზარზე კონკურენტუნარიანი მოქალაქე არ არსებობს. მიწის გაყიდვა უცხოელებზე, ანუ მისი გატანა თავისუფალ ბაზარზე ბუნებრივად გამოიწვევს [...]