ახალი თაობა #14 17.06.13
შორენა კოწოწაშვილი
„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე იმ არასახარბიელო ტენდეციაზე საუბრობს, რომელიც ქართულ-რუსული ურთიერთობებს ამ ეტაპზე ახლავს და რომელიც შეიძლება სამომავლოდ იმ კონდიციამდე მივიდეს, რომ ქართველმა ხალხმა დასავლეთს „რუსული ჩექმის“ ქვეშ ყოფნა ამჯობინოს.ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ გამიზნულად ხდება დასავლეთის ყოველგვარი სიბინძურის და ლგბტ პირების დამცველად წარმოჩენა. ხოლო რუსეთთან მიმართებაში დუმილი და რევერანსები ივანიშვილის მთავრობის საგარეო პოლიტიკის კურსს კითხვის ნიშნებს მატებს.
მამუკა გიორგაძე ეჭვობს, რომ ხელისუფლებაში მოსული “ქართული ოცნება” ბავშვურ კინკლაობაშია ნაცმოძრაობასთან და მხოლოდ განცხადებების დონეზე აბუქებს თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც უკვე ორივე მხარემ აღიარა, რომ საქართველოში დაიდო.აღსანიშნავია, რომ მამუკა გიორგაძემ და გია ჭანტურიას ოჯახმა მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს და სამართლიანობის აღდენის პროცესში გია ჭანტურიას მკვლელობის გამოძიება მოითხოვეს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვა ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე ხდება. თუმცა ამ ეტაპზე, როგორც ჩანს პროკურატურამ ახალ გარემოებად არ ჩათვალა უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის მიერ პრესით გაკეთებული განცხადება, რომ გია ჭანტურიას მკვლელობის შესახებ მან იცოდა.
_ ძალიან საინტერესოა თვითონ ტერმინი ახალი გარემოება, რომელიც ამ შემთხვევაში გამოყენებულ იქნა სრულიად უაზროდ და უსაგნოდ პროკურატურის მხრიდან იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გამოძიება, რომელიც ჩატარდა, თავის დროზე მიჩნეულია ლეგიტიმურად!? მიჩნეულია, რომ ნორმალურად წარიმართა და ყველა შეკითხვას პასუხი გაეცა? თუ ყველა კითხვას პასუხი გაეცა, მაშინ ჩვენ გვაინტერესებს, რა იყო მკვლელობის მიზანი. შესაბამისად, რატომ არ იყვნენ დაკითხულნი ის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება უშუალო შეხება ჰქონდათ ამ საქმესთან, მათ შორის სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე. როდესაც მაშინდელი უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე აცხადებს, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია თავდასხმის შესახებ და ეს ინფორმაცია მიაწოდა გია ჭანტურიას, ეს არ არის საინტერესო ფაქტი გამოძიებისათვის? მე, როგორც პარტიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, საერთოდ არ ვყოფილვარ დაკითხული. არ იყო საინტერესო დაზარალებული მხარის პოზიცია და ის ვერსიები, როლებიც შეიძლებოდა მაშინ გამოთქმულიყო? უბრალოდ, დღეს ხდება ჩემთვის გაუგებარი, მაგრამ, როგორც ჩანს, დღევანდელი პროკურატურისათვის მისაღები შევარდნაძე-სააკაშვილის რეჟიმის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია. როგორც ჩანს, დღევანდელ პროკურატურას აქვს სურვილი, თავი აირიდოს იმ უხერხულობისაგან, რომელიც შეიძლება შეექმნას მას, ან შევარდნაძესთან და შევარდნაძის რეჟიმის წარმომადგენლებთან, ან კიდევ რუსეთის სპეცსამსახურებთან. იმიტომ, რომ ეს ორი სუბიექტი იყო ყოველთვის გამოკვეთილი ამ საქმეში. ხოლო გამოძიება ამ მიმართულებით არ წასულა. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ დღევანდელი პროკურატურა მაინც შეძლებდა სიმართლის დადგენას, იმიტომ, რომ თუ ჩვენ მაინც არ დავადგინეთ, რა იყო მკვლელობის მოტივი და მიზანი, რომელმაც შეცვალა საქართველოს უახლესი პოლიტიკური ისტორია, ჩვენ ვერ დავადგენთ, რა უნდა მტერს საქართველოსაგან, აქედან გამომდინარე, ხვალ და ზეგ მნიშვნელოვან შეცდომებს დავუშვებთ. ეს არის ჩვენი მიზანი, შესაბამისად, პროკურატურის დღევანდელი ქმედება ჩვენთვის გაუგებარია. ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ დადგინდეს სიმართლე, როცა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ძირითადი შენაკადი ასეთი ფორმით იქნა შეჩერებული, _ განაცხადა მამუკა გიორგაძემ. მისი თქმით, იგორ გიორგაძე ჭანტურიას მკვლელობის საქმის გამოძიებაში არ მონაწილეობდა. პირიქით, მას შევარდნაძემ მკვლელობიდან ორ კვირაში რიგგარეშე სამხედრო ჩინი მიანიჭა.
“ის ფაქტი, რომ ამხელა ტერაქტი მოხდა და ორ კვირაში უშიშროების მინისტრი იქნა დაჯილდოებული, ნათლად მეტყველებს იმ პოლიტიკურ მნიშვნელობაზე, რასაც შევარდნაძე ანიჭებდა ამ კუთხით ჩვენი და იგორ გიორგაძის დაპირისპირების გამოყენებას”. _ აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ქართული კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურას უფლება აქვს, პრესით გაკეთებულ განცხადებაზე საქმე აღძრას, გიორგაძე კი აცხადებს, რომ მან იცოდა ჭანტურიაზე თავდასხმის შესახებ და მზად არის, ეს ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდოს. მამუკა გიორგაძის თქმით, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ ეს ინფორმაცია მიიღოს და საქმე აღძრას.
ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სახალხო პარტია გააგრძელებს პოლიტიკურ ქმედებებს და იმის გამორკვევას, რატომ აფარებს პროკურატურა ხელს რუსეთის სპეცსამსახურებს. ეს თემა, მამუკა გიორგაძის თქმით, პოლიტიკურ საკითხში გადავიდა და სახალხო პარტია პოლიტიკურ ზომებს მიიღებს, რათა ხელისუფლებამ აჩვენოს თავისი თავი. ჭანტურიას თანამებრძოლის თქმით, თუ ახალ ხელისუფლებას უნდა ქართული საქმე აკეთოს, სწორედ ასეთი საქმეების გამოძიებით უნდა გამოიჩინოს თავი.
მამუკა გიორგაძე უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ეროვნული მოძრაობის არც ერთი ლიდერის ლიკვიდაციის, მკვლელობის საქმე არ არის გამოძიებული სათანადოდ. სასამართლოც კი არ გამართულა ბევრ მათგანზე. სახალხო პარტიის ლიდერი ფიქრობს, რომ გამოძიება გამოაშკარავებს, ხომ არ იყო შემდგომი პოლიტიკური პროცესების ამგვარად განვითარებისათვის მათი ლიკვიდაცია საჭირო.
_ ხელისუფლებამ უპირველეს ყოვლისა უნდა დაამტკიცოს, რომ ისინი არ არიან მოსარგებლე იმ ტრაგედიებისა, რაც საქართველოში დატრიალდა, _ აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.
_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით აისაფის მისიასთან დაკავშირებით ბოლო გამოკვლევებს და რასი იტყოდით თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეოებზე
_ სამწუხაროთ ჩვენ მივეჩვიეთ მოვლენების ზედაპირულ ანალიზს, მივეჩვუეთ ნიუსების დაპირისპირბას და არ ვმსჯელობთ სიღრმისეულად პროცესებზე. ავღანეთში ქართული ჯარის მონაწილეობა – ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმ პროცესისა, რასაც საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცში ინტეგრაცია ჰქვია. Eეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი – ამას მინდა ხაზი გავუსვა. როდესაც ჩვენი ბიჭები იქ იხოცებიან, რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი გზის რეალიზების დროს გაღებული მსხვერპლი. მაგრამ ამის გარდა ჩვენ კიდე სხვა ქმედებები გვმართებს. მხოლოდ ავღანეთში მონაწილეობით ჩვენ ვერ გავხდებით დასავლეთის ნაწილი, ამის პარალელურად აუცილებელია საქართველოში რეალურად დავიწყოთ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. საჯარო სივრცე უნდა იქნას გახსნილი და საერთაშორისო სტანდარტამდე მიყვანილი. ხელისუფლებაში უნდა იყოს კონკურენტუნარიანი ძალები წარმდგენილი, რომ რეალური თვითმართველობა და კანონის უზენაესობა დამკვიდრდეს და ა.შ. მათ შორის, რა თქმა უნდა, პრინციპული პოზიცია უნდა დავიკავოთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. თუ ეს სხვა ქმედებები არ იქნა განხორციელებული მარტო ავღანეთში ქართული ჯარის მონაწილეობა ჩვენ გზას არ გაგვიხსნის ნატოსკენ და დასავლურ სივრცეში ინტეგრაციისკენ. Aმას საერთაშორისო ორგანიზაციები ღიად გვეუბნებიან. ერთი მხრივ ჩვენ ვმონაწილეობთ სამშვიდობო ოპერაციებში, მეორე მხრივ, რუსეთთან ასეთ დათმობებს აქვს ადგილი.
_ ამ დათმობებში რას გულისხმობთ ?
_ იმას, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ვერ ბედავს, ოდნავ მაინც პროტესტი განაცხადოს საქართველოში საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით. თუ გვინდა, რომ ამ ბიჭების ავღანეთში ყოფნა გამოვიყენოთ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისათვის, მოვუწოდებ ხელისუფლებას, ფუჭად ნუ დაღვრით ჩვენი ბიჭების სისხლს. გამოვიყენოთ ეს სისხლის დაღვრა, რომ ევროინტეგრაციის საკითხი იქნას გადაწყვეტილი.
_ უშიშროების საბჭოს სხდომებს და მასზე პრემიერის არმისვლას უმცირესობის მხრიდან ხმამაღალი განცხადებები მოჰყვა. რეალურად რა აჩვენა ამ საბჭომ?
_ უშიშროების საბჭოს მოწვევა მართალაც ბავშურ კინკლაობაში გადავიდა. რა აჩვენა და რა გამოკვეთა უშიშროების საბჭომ – ერთადერთი რამ განახორციელა ამით ქართულმა სახელმწიფომ შეატყობინა რუსეთს: თუ ცუდად მოქცევას გააგრძელებთ, მე ვეტყვი დასავლეთს და დასავლეთი გაგისწორდება შენ. საქართველოს ხეკლისუფლები ქმედება რა იყო?! პრაქტიკულად არაფერი. თუ მხოლოდ დასავლეთზე ვართ მიბმული და დასავლეთი არის ერთადერთი ჩვენი დამცველი, მაშინ რა საჭიროა აბაშიძე-კარასინის შეხვედრები ცალკე ფორმატად? ისედაც შეგვიძლია ჩვენ ვეტეოს ეგიდით განვახორციელოდ რუსეთში ქართული პროდუქციის შეტანა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ საქართველოს ინტერესები დავიცვათ. რა შეეძლო გაეკეთებინა უშიშროების საბჭოს? შეგვეძლო დაგვეწესებინა მუდმივი მონიტორინგი საოკუპაციო ზოლზე. შესაძლოა აქ გამოყენებულ იქნეს სათვალთვალო კამერები, რომლებიც ყოველ გზაჯვარედინზეა თბილისში გამოყენებული. ამით ჩვენ ფაქტობრივი მასალით უზრუნველყოფთ საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც ხდება მათი გატაცება. ელემენტარულად შესაძლებელია, საერთაშორისო თანამეგობრობას ვთხოვოთ და მუდმივი პატრულირება გავაკეთოთ ამ ტერიტორიაზე. მესამე – საოკუპაციო ზოლის ტერიტორიაზე მაქხიმალურად იყოს დაცული როგორც ფიზიკური, ასევე სოციალური უფლებები იქ მყოფი ადამიანებისა. მეოთხე, მკაცრად მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ ჩვენი დამოკიდებულება. როგორ გგონიათ, რუსეთის მიმართ ის რევერანსები, რომლებიც საქართველოს მხრიდან არის, არ შეასუსტებს ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერას? ჩვენ თვითონ არაფერს ვაკეთებთ, ხელს არ ვანძრევთ და დასავლეთს ვთხოვთ, მან დაგვცვას ჩვენ. ამავე დროს ჩვენ ჩვენი კორპორაციული თუ კლკანური ინტერესების გამო იოლად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო საკითხებთან დაკავშირებით. დასავლეთიც გვეტყვის: თუ გინდათ რუსეთან, კი ბატონო, იყავით მასთან. ბოლო ტენდენციაც ასეთია დასავლეთი აღქმულია ავღანეთში დაღვრილ ქართველი ბიჭების სისხლთან; ზეწოლაში საქართველოს მიმართ ლგბტ პირების უფლებების დაცვაზე; როგორც ყველა უხამსობის შემომტანი საქართველოში. ალბათ, აწყობთ, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი აზრი იცვლება იქითკენ, რომ ისევ რუსის ჩექმის ქვეშ ყოფნა გვირჩევნია, ვიდრე ამ გარყვნილებაში ცხოვრება. აი, ეს შეგნებულად კეთდება ხელისუფლების მხრიდან, თუ შეუგნებლად, ეს ქართველმა საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს. ამ ყველაფერს ანალიზი სჭირდება, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ ჩვენ.
_ რაზე მიანიშნებთ, რომ რუსეთის ინტერესი ხვალ შეიძლება უფრო მეტად გატარდეს ქართულ სახელმწიფოში?
_ იმაზე მივანიშნებ, რომ ხვალ შეიძლება კვლავ დადგეს 25 თებერვალი, ოღონდ ეს იქნება სხვა ფორმა სხვა ატრიბუტიკით. აშკარაა, რომ საკმაოდ საშიში ტენდენციაა ისევე, როგორც თურქეთთან მიმართებაში. თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში პრაქტიკულად ქართული მხარე გამოიყურება ისე, რომ არანაირ კონტრღონისძიებებს არ ახორციელებს საქართველოს ინტერესების დასაცავად. ჩვენ ქვეყანაში ყველა თავის ინტერესებს იცავს, ერთადერთი საქარტველოა, რომელიც პრაქტიტულად არაფერს აკეთებს თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად. ამ სივრცეს ავსებს შიდასახელმწიფოებრივ ძალებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებებით. ქმედებით კი პრაქტიკულად არაფერი არ ხორციელდება, არანაირი ნაბიჯი არ იდგმება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და პოლიტიკური ინტერესების დასაცავად.