შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 01.07.13 – –
სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დედაქალაქ
ის მერიის 23 თანამშრომლის დაპატიმრება_გაშვებაში საბოტაჟის ნიშნებს ხედავს და ხელისუფლებას მოუწოდებს ამ საქმის სერიოზული გამოძიებისკენ მოუწოდებს.გიორგაძე უკმაყოფილებას აფიქსირებს სამართლიანობის აღდგენის პროცესისადმი და მიაჩნია, რომ შეგნებულად შეიძლება ხდებოდეს სააკაშვილის მაღალჩინოსნების საქმეების პროცედურული სამართალდაღვევებით ,,შეკერვა”. რაში იხდიან ნაციონალები ფულს და რას სახის გარიგება იკვეთება მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებას შორის, ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან_ ბატონო მამუკა, რა შეფასებას მისცემდით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობა პოლიტიკურ ტერორად აფიქსირებს და გაუმარლებლად მიაჩნია სამართლებრივი დევნის მსგავსი ფორმები იგივე რასმუსენის ვიზიტის ფარგლებში… _ რასმუსენის ვიზიტმა და მასთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა რეალურად ქართული პოლიტიკური ცხოვრების რაობა დაგვანახა. პირველი: საქართველოს ხელისუფლების, გინდა ძველის, გინდა ახალის, დამოკიდებულება ნატოში გაწევრიანების საკითხისადმი ვერ გასცდა აისაფის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობსი თემას, არადა, ნატო ამდენი ხნის განმავლობაში, მით უმეტეს ბოლო ვიზიტის დროს რასმუსენის პირით პირდაპირ და ცასალხად
გვიცხადებდა და განაცხადა დღესაც, რომ ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა _ ეს არ არის ბილეთი ნატოში. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამისთვის საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მადლობელია. ეს არის ძალიან კარგი საქართველოსთვის, მაგრამ მტავარი არის ის რეფორმები, რომელიც ქართულმა მხარემ უნდა განახორციელოს._ ანუ სააკაშვილმა თავის დროზე აისაფის პროგრამასთან მიმართებაში არასწორი გათვლა გააკეთა?_ სამწუხაროდ, სწორედ ესაა, რომ არც სააკაშვილი და არც დღევანდელი ხელისუფლება არ საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რა რეფორმებზეა საუბარი, რას ითხოვს ნატო ჩვენგან, ჩვენ ყველაფერზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ჩვენი ბიჭების მონაწილეობაზე აისაფის პროგრამაში, ჩვენი კონტინგენტის რაოდენობაზე, პრაქტიკულად, ყველაფერზე ვსაუბრობთ, გარდა იმისა, თუ რას ითხოვს ნატო ჩვენგან. იქნებ ერთხელ მაინც გავმართოთ დიალოგი ამ თემასთან დაკავშირებით და ღიად და ცასახად გამოიკვეთოს ის საკითხები, რასაც ნატო ჩვენგან ითხოვს, ნატოში ჩვენი მიღების სანაცვლოდ. დავფიქრდეთ, იქნებ ეს ის თემებია, რომელიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. დარწმუნებული ვარ ეს სწორედ ის თემებია, რომეოლიც საქართველომ ისედაც უნდა განახორციელოს, თუ მას აქვს სურვილი იარსებოს, როგორც ცივილიზებულმა სახელმწიფომ. ეს არის ელემენტარული დემოკრატიული მოთხოვნები. ეს არის ის თემები, რომელიც საქართველომ თვითონვე, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა უზრუნველყოს: რეალური თვითმმართველობის დამკვიდრება, კანონის უზენაესობა, კონკურენტული და ჯანსაღი გარემო, განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ. ამას ითხოვს ნატო ჩვენგან. პრაქტიკულად ითხოვს იმას, რაც საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებში შედის. ხელისუფლება ამას საზოგადოებას უმალავას, ან იგნორირებას აკეთებს და მთავარი აქცენტი გადააქვს ავღანეთში ჩვენს მონაწილეობაზე, თითქოს რადგან ჩვენ ავღანეთის ოპერაციაში ვმონაწილეობთ, ეს არის ერთადერთი და უპირობო გარანტი იმისა, რომ მიგვიღებენ ნატოში. ამის გამო არ მიგვიღებენ. ხელისუფლებას აქვს სურვილი იმისა, რომ დისკუსია არ დაიწყოს ჩვენთან ზემოაღნიშნულ მნიშვნელოვან საკითხებზე. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არც სააკაშვილის და არც დღევანდელ ხელისუფლებას რატომღაც არ უნდა, რომ საქართველოში დანერგოს._ რატომ არ უნდა უნდოდეთ ამ საკითხებზე მსჯელობა?_ იმიტომ, რომ კონკურენტულ გარემოში მათ რეალურად გაუჭირდებათ ხელისუფლებაში. _ რატომ ფიქრობთ, რომ არც მოქმედის ხელისუფლების ინტერესებში არ შედის?_ სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლების 9 თვიან პერიოდში არ ყოფილი დისკუსია. ფაქტობრივად, თუნდაც ამ ორდღიანი ვიზიტის დროს საქართველოს მხრიდან არ დასმულა საკითხი, რაში უნდა დაგვეხმაროს ნატო ან როგორ უნდა დაგვეხმაროს ნატო ამ პრობლემების მოგვარების გზაზე. გარკვეულწილად, მოვალეობის მოხდის მიზნით იქნა ღონისძიება ღონისძიებისთვის ჩატარებული და ამას ხელს უწყობდა ის ფონი, რომელიც განვითარდა ამ ე.წ. მასობრივ სანახაობითი დაჭერების ფონზე, რაც, პრაქტიკულად, სხვა არაფერია, თუ არა ღიად, დიპლომატიური ენით ცალსახა უარყოფითი დამოკიდებულება იმ საკითხების მიმართ, რომელ საკითხებსაც აყენებს ნატოს ხელმძღვანელობა საქართველოსთან მიმართებაში. პრაქტიკულად, ნატოს ხელმძღვანელობა ჩვენგან იმას ითხოვს, რაც ქართულმა სახელმწიფომ ისედაც უნდა გააკეთოს _ დამნაშავე უნდა დაიჭიროს, მაგრამ მოხსნას ყოველგვარი ეჭვი პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. ხელისუფლება კი, პირიქით, დამნაშავეს არ იჭერს და აძლიერებს ეჭვებს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. სხვას რას უნდა მივაწოროთ 23 ადამიანის მოწმედ დაბარება ხელბორკილების დადებით და მსგავსი სპექტაკლით, რაც განხორციელდა და შემდეგ ამ ხალხის გამოშვება, საღამოს მერე ისევ დაჭერა?! ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ხელისუფლება ამას სპეციალურად აკეთებს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ თვითონ თქვას ჩვენზე უარი და საქართველოს ხელისუფლებამ მერე თავი გაიმართლოს, რომ იცი რა, ჩვენ ყოველთვის გვინდოდა ნატოში ყოფნა, მაგრამ არ მიგვიღო. აი, ასეთი შთაბეჭდილება იქმნება მსაგავსი დემარშებით. ჩვენ გვახსოვს, ნატოს კომიტეტის ვიზიტის წინ კალანდაძის დაპატიმრება. კალანდაძე დღესაც გარეთ არის, არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს. რა აუცილებლობა იყო მაშინ კალანდაძის დაპატიმრება? დღეს კლალანდაძე ქალაქში ჩვეულებრივ მოძრაობს, არანაირი პრობლემა არ არის. მაგრამ მაშინ ამ დაკავებამ ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, ისევე, როგორც მერიის ამ 23 თანამშრომლის დაჭერამ. თუ არ იყო გათვალისწინებული ამდენი ადამიანის დაჭერა და მხოლოდ 4 ადამიანი იყო ეჭვქვეშ, შე კაი დედმამიშვილო, დანარჩენ 19-ს რატომ აკავებ მოწმედ ამ ფორმით?! ხომ იცი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ამაზე ძალიან უარყოფითი რეაქცია ექნება. ეს ყოველივე აღძრავს პოლიტიკურ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ, ერთის მხრივ, მსოფლიო თანამეგობრობას აჩვენოს, რომ აქ მიმდინარეობს, ოპოზიციური ძალის დევნა, მეორეს მხრივ, ხელშეწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ ნაცმოძრაობა არის ერთადერთი ოპოზიცია ქვეყანაში. აქ რომ იყოს საუბარი იმაზე, რომ ნაცმოძრაობა ერთ-ერთი რიგითი ოპოზიციაა და ხელისუფლება აჩვენებდეს დანარჩენი პოლიტიკური პარტიების საქმინობას, ხელს უწყობდეს ამ პარტიებს, მაშინ ამას დასავლეთი გაიგებდა, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტიიდან ნაცმოძრაობის, ერთერთის მიმართ არის ეჭვები, რაც ბუნებრივი და ლოგიკური იქნებოდა. მაგრამ როცა კოალიცია ერთადერთად წარადგენს ნაცმოძრაობას და ამ ერთადერთის მიმართ ხდება მსგავსი მასობრივ-სანახაობითი ქმედებები, ბუნებრივია, ეს დასავლეთში ეჭვს აღძრავს, მეორეს მხრივ, ეს არის პირდაპირი ხელშეწყობა ნაცმოძრაობის. გარკვეული დევნა ადამიანებს ერთმანეთთან უფრო მეტად აკავშირებს. გარკვეუწილად ეს ქმედებები საზოგადოებაში ხაზს უსვამს ნაცმოძრაობის ერთადერთობას და ა.შ. _ ანუ თქვენ ნაციონალების მაღალჩინოსნების დაპატიმრება პოლიტიკური დევნის რანგში არ განიხილავთ._ რა თქმა უნდა, არა. რეპრესიები არ ხორციელდება. იქმნება რეპრესიების ილუზია. _ ამას პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები ვერ აცნობიერებენ? `საქართველოს გზის~ ლიდერი ფიქრობს, რომ ის, რაც თბილისის მერიის თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით ვიხილეთ, ძველი ხელისუფლების კადრების მხრიდან განხორციელებული საბოტაჟი იყო. იზიარებთ ამ მოსაზრებას?_ პირველი: თუ ეს საბოტაჟი იყო, ხელისუფლებამ მიიღოს გადამჭრელი ზომები, მაგრამ პირიქით მოხდა. ხელისუფლებამ გაამართლა ეს ქმედება; მეორე _ პრაქტიკულად ეს აჩვენებს, რომ შეგნებული მოქმედებაა იმის საჩვენებლად, რომ საქართველოში არაჯანსაღი ვითარება განვითარდეს. თუ ამას ნაცმოძრაობის დაფინანსების გაზრდას და იმ სხვა პრივილეგიებს მივუმატებთ, რომელიც ნაცმოძრაობას აქვს დღეს, ნათლად გამოჩნდება, რომ პოლიტიკურად გაკოტრებული ნაცმოძრაობა აწყობს ხელისუფლებას ოპოზიციაში; და მესამე _ არ გამოირიცხება გარკვეული ფინანსური დაინტერესებაც. გარკვეულწილად ხელოვნურად ხდება საქმის ჩაფუშვა. იმიტომ, რომ ასეთი პროცედურული დარღვევებით გაგზავნილი საქმე სასამართლოში, ბუნებრივია, ჩაიფუშება. შესაბამისად, დამნაშავეები პასუხისმგებლობას აიცილებენ. ამაში კი შეიძლება ეს ხალხი ფულსაც კი იხდიდეს. როდესაც ასეთი სერიოზული ეჭვები ჩნდება იმ ორგანოების მიმართ, რომელიც წესით მოწოდებული უნდა იყვნენ დამნაშავეთა დასასჯელად, რა თქმა უნდა, გვაქვს საფუძველი ყველანაირ ვერსიის შესახებ ვიმსჯელოთ. ეს ყველაფერი ეჭვებს აღძრავს, რომ შეგნებული მოქმედებაა იმისათვის, რომ საქართველოში არაჯანსაღი ვითარება განვითარდეს. თუ ამას მივამატებთ ნაცმოძრაობის დაფინანსების გაზრდას, იმ სხვა პრივილეგიებს, რომელიც საპარლამენტო უმცირესობას აქვს დღეს ქვეყანაში, ნათლად მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ პოლიტიკურად გაკოტრებული ნაცმოძრაობა `ქართულ ოცნებას~ აწყობს ოპოზიციაში.