“მაპს რომ არ გვაძლევენ, ჩვენი ბარალია”

SONY DSC

ზაქარეიშვილი რუსულ ინტერესებს ატარებს
შორენა კოწოწაშვილი   “ახალი თაობა” 04.06.2014
რამდენად სწორი დამოკიდებულება აქვს დღევანდელ რეალობაში კოალიციურ ხელისუფლებას აფხაზეთში განვითარებული მოვლენების მიმართ, როგორ აღიქმება დასავლეთში მარგველაშვილ-ღარიბაშვილის დაპირისპირება, დახმარების მოლოდინის პირობებში მყოფი ღარიბაშვილის მთავრობის მიერ 200 ათასიანი ჯიპების შეძენა და კოლოსალური პრემიები? _ ამ საკითხების ირგვლივ “აზალი თაობა” გთავაზობთ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძეს ესაუბრა.
_ ბატონო მამუკა, რატომ მაინცდამაინც ამ ეტაპზე დაიწყო აფხაზეთში გამოსვლები, რომელიც ალექსანდრე ანქვაბის გადადგომით დასრულდა?
_ ეს პროცესები პერმანენტულად მიმდინარეობს, როგორც აფხაზეთში ცალკე აღებულად, საქართველოში, სომხეთში უკრაინაში. მთავარი მამოძრავებელ ამ პროცესებისა არის რუსეთის სპეცსამსახურები, რომლებიც შეთანხმებული არიან ერთმანეთთან იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეუწყონ ხელი მოსახლეობას, რათა ჩამოყალიბებულ იქნას სახელმწიფოებრივ პოლიტიკური ინფრასტრუქტურა. ამ სპეცსამსახურებს შორის არის მუდმივი ბრძოლა და კონკურენცია იმისთვის, რომ თავიანთვის მოიპოვონ ამ ტერიტორიებზე გავლენები. საქართველოშიც პრაქტიკულად იგივე პროცესი არ მიდის? ასევე რუსეთის სპეცსამსახურების ორგანიზებით და ქართველთა ხელით არ ხდება პერმანენტულად ეს დაპირისპირებები? რუსეთი, თავისი ბუნებით, დესტრუქციული ძალაა, რომლის მთავარი ამოცანაა, არ შეიქმნას ქართული სახელმწიფო იმ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, რომელსაც ჰქვია საქართველო. ამისთვის იყენებენ აფხაზეთს. აფხაზეთში პროცესებიც ისევე მიმდინარეობს. ასევე არც იქ არ უნდა ჩამოყალიბდეს სხელწიფოებრივი აზროვნება. ელემენტარულად, როგორც კი სახელმწიფოებრივი აზროვნება ჩამოყალიბდება, ან პოლიტიკური ინფრასტრუქტურა საქართველოში, ეს ინფრასტრუქტურა და აზროვნება წინააღმდეგობაში მოდის რუსული სახელმწიფოს ინტერესებთან. ერთის მხრივ, აფხაზეთს იყენებენ საქართველოზე ზეწოლის გამო და მეორეს მხრივ, არც იქ არ აძლევენ იმის ჩამოყალიბებას, რომ აფხაზური ეთნოსის პოლიტიკური თვითიდენტიფიკაცია მოხდეს. მათ იციან, ერთადერთი განვითარება ჯანსაღი აფხაზური ნაციონალიზმისა, არის მხოლოდდამხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში. მათ იციან, რომ თუ აფხაზეთში ჯანსაღი პროცესი განვითარდება ეროვნული თვითიდენტიფიკაციის სურვილით, ყოველთვის ეს ადამიანები, უბრალოდ, ლოგიკურად მოიაზრებენ ხვალ თავის თავს საქართველოს შემადგენლობაში იმიტომ, რომ მსოფლიოში სხვა არცერთი ერი არ არის დაინტერსებული აფხაზეთის განვითარებაში ისე, როგორც ქართველი ერი. საჭიროა, სწორედ მუდმივი დაძაბულობა, რომ არც საქართველოში ჩამოყალიბდეს ასეთი ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი და არც აფხაზეთში. Aამიტომაც აუცილებელია დაძაბულობის ინსპირაცია პერმანენტულად ხდებოდეს.
_ ნაციონალების აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იაქტიუროს და მკვეთრი შეფასებები აკეთოს აფხაზეთთან მიმართებაში, ხელისუფლება კი ამბობს, აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ამ ეტაპზე მხოლოდ აკვირდება. ეს საკმარისია?
_ არცერთი პოზიცია არ არის სწორი. საქართველო დაკვირვების პოზიციაში არ შეიძლება არსებობდეს. ეს იგივეა, რომ სუფთა ადამიანურ ფაქტორში რომ გადმოვიტანოთ, შენი ძმა იღუპებოდეს და შენ დაკვირვების პოზით დაკმაყოფილდე; ეს იგივეა, რომ შენი ერთ-ერთი ნაწილი უბედურდებოდეს და შენ აცხადებდე, მე დამკვირვებელი ვარ. ეს ნათლად ასახავს თვითონ დამოკიდებულებას `ოცნების~ პოლიტიკური ლიდერებისა საქართველოსადმი, როგორც მთლიანისადმი, ასევე მისი ერთ-ერთი ნაწილისადმი – აფხაზეთისადმი. ასე რომ, გასაკვირი არაფერია. როდესაც ამ მიმართულებას საქართველოს მთავრობაში კურირებს პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ღიად და ცალსახად რუსული ინტერესების გამტარებელია ამ მიმართულებით და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გააუცხოოს ერთმანეთთან ქართული და სახელმწიფო აფხაზეთის ხალხის სახელმწიფობრივი ინტერესები და უნდა, რომ გადაიტანოს ეს სიბრტყე ადამიანური ურთიერთობის სიბრტყეში და ამით გადაფაროს თავისი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, ასეთი ადამიანის ქმედებები ბუნებრუვია, ქვეყნისთვის საზიანო იქნება, ისევე როგორც ნაცმოძრაობის, რომელიც ითხოვს აქტიურობას, მაგრამ, რაში გამოიხატება ეს აქტიურობა?ეს ის აქტიურობაა 1998 წელს გალის მოვლნების დროს ერთ ჩატარებულ მარულას რომ შესწირეს ათიათასბით ქართველი?! ეს ის აქტიურობაა, როდესაც ფაქტობრივად, რაღაც გარკვეული პროცესები, რომელიც ბუნებრივად მიმდინარეობდა _ დაახლოების, ნაცმოძრაობის უაზრო, ვითომცდა პატრიოტული აქტიურობის შედეგად რომ საერთოდ შეჩერდა და შეწყდა. თუ ეს ის აქტიურობაა, რაც ნაცმოძრაობამ კოდორში გააკეთა, როდესაც ჩააბარა ფაქტობრივად, კოდორის ხეობა სეპარატისტებს. გახსოვთ, ეს ყველაფერი რა ლამაზად ჟღერდა _ ზემო აფხაზეთი. ნაცმოძრაობაც, ისევე როგორც ზაქარეიშვილი, ეს არის რუსული სახელმწიფოს სამსახურში მდგომი, სხვადასხვა რიტორიკით, სხვადასხვა დროშით, მაგრამ ორივენი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ერთიან ქართულ სივრცეში აფხაზეთი არ მოიაზრებოდეს. ძირითად სუბიექტად მათ გამოყავთ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება და გვიკიჟინებენ და გვიმტკიცებენ, თითქოსდა აფხაზეთის ტერიტორია არის აფხაზური ეთნოსის კუთვნილი ტერიტორია. არა, ბატონებო, ეს არის ქართველების კუთვნილი ტერიტორია. ქართველბს და აფხაზებს ეს ერთი სამშობლო აქვთ. შესაბამისად, როდესაც საუბარია აფხაზეთზე, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ აფხაზეთის ქართული მოსახლეობის წარმომადგენელთა მიმართ გამოხატული პოზიციით უნდა ვიმსჯელოთ, რა უნდათ ამ ადამიანებს. ჩვენ კი დღეს ვხედავთ იმას, რომ ფაქტობრივად, აფხაზეთის ქართველთა ინტერესების დამცველი სტრუქტურა პრაქტიკულად უმოქმედოა. ჩვენ ვხედავთ, რომ პატრიქრქის მცდელობები, თუნდაც რომ არ დაგვავიწყდეს აფხაზეთი; თუნდაც ბოლო მცდელობა, როდესაც სიმონ კანანელის ხსენებს დღეზე `აფხაზეთობა~ გამოაცხადა და, შესაბამისად, სურდა, რომ ეს ფართო მასშტაბით აღნიშნულიყო, არც `ოცნების~ და არც ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა ამაში მონაწილეობა არ მიიღეს. ეს არის სწორედ ის, რომ ერთნაირები არიან აფხაზეთთან მიმართებაში `ოცნების~ და ნაცმოძრაობის წარმომადგენლები.
_ ასოცირების ხელშეკრულებასთან მიახლოვება ახალ პრობლემებს გაუჩენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში?
_ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების და ევროკავშირთნ ურთიერთობის პროცესი პირდაპირ არის დაკავშირებული ქართულ სახელმწიფოებრიობასთან. უკავირდება იმ კუთხით, რომ რამდენად მზად ვართ ჩვნ, ქართული მხარე და რამდენად გვაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ეს ხელშეკრულება ჩვენ გვანიჭებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, ხელშეკრულება არაფერს ნიშნავს, თუ ცხოვრებაში არ გატარდა ის პუნქტები, რომელიც ამ ხელშეკრულებით ჩვენ ვალდბულება ავიღეთ. ეს ვალდებულებები იმიტომ კი არ არის, რომ ევროკავშირმა ჩათვალები მოგვცეს, არამედ იმიტომ უნდა ავიღოთ, რომ ეს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სჭირდება. ქართულ სახელმწიფოს კი ეს არ აქვს გაცნობიერებული. მთელი მსოფლიოს თვალში პატარა ბავშვებივით და არასერიოზულად გამოვიყურებით. ჩვენ იმაზე კი არ ვდავობთ, რა პერსპექტივას გვიხსნის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. იმაზე კი არ ვმსჯელობთ, რომ პირველ ეტაპზე, რა საფრთხეების ქვეშ შეიძლება აღმოვჩნდეთ ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან, ან სად გვაქვს სუსტი წერტილი, რომელიც უნდა მუშაობით გავამყაროთ, ან სად არის ის თეთრი ლაქა, რომელიც უნდა ამოვქოლოთ. ამაზე კი არ ვმსჯელობთ, არამედ იმაზე, ხელშეკრულებას ხელს ვინ მოაწერს. ამას რომ ხედავს მთელი მსოფლიო, ბუნებრივია, მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, არის შესაბამისი და გრძნობენ იმას, რომ ამ ქვეყანას სერიოზული პატრონი არ ჰყავს. შემდეგ ვიტყვით, რატომ არ გვაძლევენ მაპს. რატომ უფრო მეტ ქმედით დახმარებას არ გვიწევენ. იმიტომ, რომ არ ვიმსხურებთ, სეროიზულ ნაბიჯებს არ ვდგამთ. სოლიდურები არ ვართ და შესაბამისად, ისინიც ზრდილობის გამო გვეპყრობიან ასე, არ უნდათ, რომ გვაწყენინონ. ჩვენ ვაძლევთ მათ ამის საბაბს.
_ ანგელა მერკელმა ცალსახად განაცხადა, რომ უელსის სამიტზე საქართველოსთვის მაპი ჯერ არ განიხილება.
_ როდესაც თავდაცვის მინისტრი ერთს ამბობს, პრეზიდენტი მეორეს და პრემირი მესამეს, ბუნებრივია, მაპს ვინ მოგვცემს. ერთიანი მოაზრება არ არის ქართული სახელმწიფოებრიობის. ის ხალხი პასუხისმგებლობის მატარებელია თავისი ხალხის წინაშე, ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. საბჭოთა ფსიქოლოგიით ვუყურებთ ჩვენ ამ მოვლენებს და არა დავუშვათ, სახელმწიფოებრივი. რატომ გვიკვირს, მაპს რატომ არ გვაძლევენ? ბატონები, ის, რაც მოხდა პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის, ეს იმდენად სერიოზული ამბავია, რომ ამას ნორმალურ ქვეყანაში მთავრობის დაშლა უნდა მოჰყლოდა _ თუ ასეთი განსხვავებული აზრებია ამ მთავრობაში, რა უნდათ ერთად და თუ ერთად არიან, მაშინ მხოლოდ პირადი კეთილდღეობის გამო არან მთავრობაში წარმოდგენილები. ასეთ ადამიანებთან კი ევროპას თანამშრომლობა უჭირს. ჩვენ თვითონ ვაჩვენებთ მსოფლიოს, პრესიდენტს უნდა, რომ შეინარჩუნოს თავისი სახე და მოძებნა ასეთი ჟესტი _ მე ვაძლევ ერთჯერადად უფლებას, პრემიერმა მოაწეროს ხელი, პრემიერი კი პასუხობს, ვის რათ უნდა შენი უფლება, ისედაც მეკუთვნის… ამას რომ დაინახავენ მსოფლიოს ცივილიზებული წრეების წარმომადგენლები, არ გვეტყვიან, წადი შვილო, ქუჩაში დადექი და იქ `აკაჩავეთ~ ერთმანეთი. აი, ეს არის პრობლემა. ვიძახით, სამიათასწლოვანი ცივილიზაციის ერი ვართ, დღეს ეს რაში გამოიხატება?! რაში გამოიხატება ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, როცა პარლამენტში ასე ერთპიროვნულად იღებ გადაწყვეტილებას. როგორ შემოგხედავენ, როცა 100 000 ქართველი ქუჩაში დგას და ანტიდისკრიმინაციულ კანონს აპროტესტებს და შენ პარლამენტში პრაქტიკულად “პოზიცია_ოპოზიცია” ერთიანი ფრონტით იღებ გადაწყვეტიელბას და ერთი კაცი არ აღმოჩნდება იმ 100 000 კაცის ინტერესების დამცველი. ე.ი. ხელისუფლება არ არის შესაბამისი საზოგადოებრივი განწყობისა. ეს ხომ ჩანს. ამას ყველა ხედავს და შესაბამისად, ის ადამიანები ეჭვის თვალით უყურებენ ამ ხელისუფლებას იმიტომ, რომ ეს ასი ათასი კაცი როდის იხუვლებს და როდის გადაუვლის ამ მთავრობას კაცმა არ იცის. ამიტომაც არის, რომ ასეთი პროცესები მიმდინარეობს. ამიტომ არის, რომ მთელი მსოფლიო, დაწყებული ობამათი და დამთავრებული ანგელა მერკელით, როგორც ძიძები, ისე მოძღვრავენ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ როფორმე სწორად მოქცევა ასწავლონ. პოლიტიკურად დანა-ჩანგლის მხარება ასწავლონ. აი, ეს არის, რასაც ისინი აკეთებენ. ეს არის შეურაცხმყოფლი, რომ ქართველ ხალხში არის უდიდესი ინტელექტი, უდიდესი პოლიტიკური ცოდნა და ჩვენ ვგიწევს ამ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების გამო აღიარება იმისა, რომ ქართული სახელმწიფო არის არშემდგარი სახელმწიფო. შენ არ აღიარებ? მთელი მსოფლიო მაინც ასე გიყურებს. როდესაც მოლდოვას შენზე წინ აყენებენ, როდესაც ამ კუთხით მხოლოდ შეშფოთებით და აღშფოთებით შემოიფარგლებიან, ჩვენ ხომ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ რატომ? იმიტომ, რომ პარტნიორად არ ეიმედები. მაგრამ ვერც მიგატოვებს. მხოლოდ ამის გამოა, რომ შეშფოთება აღშფოთების გარდა, სხვა ტერმინოლოგია არ არის. სხვა რა უნდა უთხრან, რაში მიეხმარონ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც მხოლოდ იმაზე მუშაობს, გადმორიცხული ფული სახლში როგორ წაიღოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმ ქვეყნის შვილებს, როგორ უნდა დაეხმარონ, რომლის ჩინოვნიკებიც 200 ათასიან მანქანებს ყიდულობენ ბიუჯეტის ხარჯზე. როგორ უნდა დაეხმარონ იმ ქვეყნანას, როცა მისი ჩინოვნიკები ასე მოქმედებენ. ან რა გულით უნდა დაეხმარონ, 200 მილიონს მარტო ჩინოვნკები პრემიებად იღებენ. გაგიგიათ, საფრანგეთში ან გერმანიაში ჩინოვნიკი პრემიად ყოველთვიურად იღებდეს ხელფასზე დიდი ოდენობით? თუ ზენორმირებული სამუშაო შეასრულეს, გვითხრან, რა გააკეთეს. Aმას მსოფლიო უყურებს და გაოცებული არიან. ეს არის შეუმდგარი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი. ეს არის არასტაბილური ქვეყნებისთვის დამახასითებელი და შეუმდგარ და არასტაბილურ ქვეყანას მაპს არავინ მისცემს.

 

 

 

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress