უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებამ აფხაზებსაც ფრთები შეასხა. ამ მიზნით აფხაზური დაპირისპირებული ბანაკები ახალი ათონის მონასტერში შეხვდნენ ერთმანეთს და ე.წ. აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიის მისაღწევად ბრძოლა დაისახეს მიზნად. საუბარია „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიაზე“, რომელსაც დოროთეი დბარი ხელმძღვანელობს და „სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიაზე“, ბესარიონ აპლიას მეთაურობით. მათ ერთობლივი კომისიის ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს, რამაც ავტოკეფალიის მისაღწევად უნდა იმუშაოს. აღსანიშნავია, რომ აფხაზები ავტოკეფალიის, ან [...]