უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, მხოლოდ დროის ამბავია, თუმცა მართლმადიდებელ სამყაროში არეულობა უკვე გამოიწვია: მოსკოვის საპატრიარქომ ევქარისტული კავშირი გაწყვიტა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან და რუსი სასულიერო პირები პატრიარქ ბართლომეს ლოცვებში აღარ მოიხსენებენ. თავის მხრივ, იერუსალიმის პატრიარქმაც არ მოუწონა გადაწყვეტილება მსოფლიო პატრიარქს და ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია ექნებათ სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს, ოღონდ ფაქტია, რომ საკითხი უნდა [...]