9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში არაერთგვაროვანი თარიღია. ესაა უდიდესი ტკივილის დღე, მაგრამ ამავდროულად, 9 აპრილი ჩვენს ცნობიერებაში სიმტკიცის, თავდადების, ერთიანობისა და სიამაყის სიმბოლოდ დამკვიდრდა. დღეს ხშირად მოისმენთ – როგორ გვიყვარდა ერთმანეთი იმ დროს, როგორ ერთად ვიდექით, რა ერთიანნი ვიყავით… იმ ტრაგიკული და გმირული მოვლენების უშუალო და აქტიური მონაწილე მორაგბეთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი იყო და მრავალი [...]