საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურმა მთლიანად გააშიშვლა “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებების ურთიერთშეთანხმებული ხასიათი (სხვა პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიის ნებსითი თუ უნებლიე თანამონაწილეობით), რომლის დაფარვას ორივე მხარე დიდი მონდომებით ცდილობდა. ტანდემმა მოახერხა საერთაშორსო თანამეგობრობისა და საქართველოს მოსახლეობის ჩათრევა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მეტად საშიშ ტრაგიკომიკურ ფარსში, რომელსაც, რატომღაც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დაერქვა.
Archive for November 7th, 2016
ბოროტთა ენერგიულობა თუ კეთილთა უნიათობა?
November 7th, 2016 shalva chkhaidze
საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. გარეგნულად ყველაფერი წესრიგშია – ერთი შეხედვით დაძაბული საარჩევნო კამპანია და ხმის მიცემა, გარკვეული ნაკლოვანებებით, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის (ანუ ჯურღმულიდან ახლად გამოსულებისთვის) მეტ-ნაკლებად მისაღებად იქნა მიჩნეული. პარლამენტში გასულები კმაყოფილი არიან (ერთი გამოხატავს, მეორე – არა, მეტი მეკუთვნოდაო). პოლიტიკური სპექტრის კვალიფიციურად სახელდებული ჯგუფების ლიდერთა ნაწილი ჩხუბის შემდეგ გულზე მუშტების ბრაგუნით ცდილობს [...]