ხელისუფლების წაუგებელი თამაში კაზინოს პრინციპით წინასაარჩევნო პერიოდი, თითქოსდა, უჩვეულოდ მაღალი აქტიურობით გამოირჩევა. არჩევნებში მონაწილე სუბიექტები ერთმანეთს ეჯიბრებიან პენსიონერთა გულის მოგებაში, მეტი პენსიის დაპირებით. არც ახალგაზრდებს ივიწყებენ და ნარკოდანაშაულის დეკრიმინალიზაციის პირობას დებენ. სექსუალურ უმცირესობებს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ჰპირდებიან, ხოლო მათ მოწინააღმდეგეებს გარანტიას აძლევენ, რომ კონსტიტუციაში ცვლილებას შეიტანენ და ოჯახად მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ერთობას აღიარებენ. [...]