გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნიკორწმინდელი მიტროპოლიტის მეუფე ელისეს (ჯოხაძე) გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდსა და ნიკორწმინდის ეპარქიის სამღვდელო და სამონაზვნო დასს. ღმერთმა აცხონოს მიტროპოლიტ ელისეს უკვდავი სული.