გვესაუბრება სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე:
_ იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ, რა მოხდა 7 მაისს ტელეკომპანია “კავკასიაში”, უნდა გავიაზროთ, როგორ ებრძოდნენ მართლმადიდებლობას საქართველოში. საბჭოთა კავშირის შექმნის პირველ წლებში მორწმუნეებს პირდაპირ ხვრეტდნენ! შემდეგ მრევლს, მართალია, კედელთან არავინ აყენებდა, მაგრამ თუ ღიად მორწმუნე იყავი, ვერც უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებდი, ვერც სამსახურეობრივ კარიერას მოიწყობდი, უცხოეთში გამგზავრებაზე რომ არაფერი ითქვას!
სააკაშვილის ხელისუფლება რომ ბოლშევიკურია, იქიდანაც დასტურდება, როგორ ებრძვის ის მართლმადიდებლობასა და მართლმადიდებლებს! რადგან ამ რეჟიმს გადაწყვეტილი აქვს, გაანადგუროს ქართული სახელმწიფოებრიობა, მის საფუძველთა საფუძველს _ მართლმადიდებლურ მრწამს მიადგა!
სააკაშვილმა და მისმა უცხოელმა პატრონებმა კარგად იციან, რომ მართლმადიდებლური ეკლესია დიოკლეტიანემ და ლენინმა ვერ გაანადგურეს. ამდენად, პირადად ეკლესიის მესვეურების დევნა სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს. სამაგიეროდ, შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებლური ეკლესია და მისი მრევლი მაქსიმალურად უნდა ჩამოშორდეს საზოგადოებრივ ცხოვრებას! Aანუ რეჟიმმა ალყაში მოაქცია ქართული მართლმადიდებელი ეკლესია!
_ იქნებ, დააკონკრეტოთ?
_ ეს რეჟიმი მრევლს უფლებას აძლევს, ეკლესიაში იაროს, ილოცოს, მაგრამ როგორც კი მრევლი გამოსცდება ეკლესიისთვის შემორტყმულ გალავანს და მართლმადიდებლური მორალის საზოგადოებრივ ცხოვრებაში გატარებას დააპირებს, ის მმართველი ძალის დაუძინებელი მტერი ხდება!
დააკვირდით: შექმნილია ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც იცავენ რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების უფლებებს, მაგრამ როგორც კი შეიქმნა მართლმადიმებელთა უფლებების დამცველი “სახალხო-მართმადიდებლური მოძრაობა”, ის მაშინვე “ფაშისტურ ორგანიზაციად” მონათლეს და შესაბამისი პროვოკაციაც მოუწყვეს!
დიახ, ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტი იყო ამ ხელისუფლებისა და მისი თანამოაზრეების მიერ მოწყობილი პროვოკაცია, რომლის მიზანი მართლმადიდებლობის დამცველთა დისკრედიტაცია და განეიტრალება გახლდათ!
სააკაშვილის ხელისუფლებასა და მის უცხოელ პატრონებს პანიკურად ეშინიათ ქრისტიანული მორალით გაერთიანებული ადამიანებისა!
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის იბრძოლებს და შეეწინააღმდეგება ყველა იმ უმსგავსოებასა და უზნეობას, რასაც ეს რეჟიმი და მისი გრანტმოსილი დამქაშები ქადაგებენ!
საკაშვილი ხელისუფლებამ ვერ აიტანა, რომ “სახალხო-მართმადიდებლური მოძრაობაში” გაერთიანდნენ ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკური წარსული, გემოვნება თუ პოლიტიკური ხედვა აქვთ, მაგრამ რომლებიც შეთანხმდნენ უმთავრესში _ მართმადიდებლური რწმენის დაცვაში!
ამ რეჟიმმა ვერ აიტანა, რომ ამ მოძრაობაში ჩაებნენ ახალგაზრდები, რომლებმაც საკუთარი დედისადმი სექსუალური ფანტაზიების აღძვრას მამა_პაპათა რწმენის დაცვა არჩიეს!
_ თუმცა, სამართალდამცავების მიერ ტელეკომპანია “კავკასიაში” დაპატიმრებულ პირებს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა ბრალდებათ.
_ კი მაგრამ, ვინ შეზღუდა ჟურნალისტური საქმიანობა და გამოხატვის თავისუფლება! “კავკასიის” მესვეურები უკვე თავად აცხადებენ, რომ სტუდიაში მყოფი ადამიანები უსამართლოდ არიან დაპატიმრებულები!
ვინ შეზღუდა სიტყვის თავისუფლება? იმ ახალგაზრდამ, რომელიც სამოყვარულო ტელეკამერით იღებდა მომხდარს და რომელიც ნინო ჯანგირაშვილის პირადი მითითებით დააპატიმრეს?
ჩვენ უნდა გავარკვიოთ: რა არის თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვა და რას ნიშნავს ადამიანის რწმენის შეურაცხყოფა!
როდესაც შენ ჩემს დედას, ჩემს ეკლესიას, ჩემს რწმენას და ჩემს ფასეულობებს შეურაცხყოფ, მოძალადე შენ ხარ!
Pპარადოქსული ვითარებაა: საქართველოში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მართმადიდებელია, ჩვენ მართმადიდებლობისთვის გვდევნიან! ჩვენს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შედის “ხსნის არმია” – უცხოეთიდან დაფინანსებული ანტიმართლმადიდებლური ორგანიზაცია, შედის ვატიკანი, შედიან ათასი ჯურის მწვალებლები, მაგრამ მართმადიდებელ ეკლესიას ფეხი ამოუკვეთეს! ეს ხომ სახელმწიფო პოლიტიკაა?! ეს არის ქართველთა ცნობიერებიდან მართმადიდებლური მრწამსისა და ფასეულობების ამოშანთვის პოლიტიკა!
-ტელეკომპანია “კავკასიას” რატომ უნდა მიეღო მონაწილეობა ამ პროვოკაციაში, ის ხომ ოპოზიციურ მედიასაშუალებად ითვლება?
- “კავკასია” არ არის ოპოზიციური ტელევიზია ! ეს არხი ეწევა, ოპოზიციური აზრით მანიპულირებას, თანაც – ხელისუფლების დაკვეთით! ვინც ფიქრობს რომ ” კავკასია” ოპოზოციური ტელევიზიაა მარტივ ტესტს ვთავაზობ: ჩაუტარონ მონიტორინგი კავკასიის ეთერს და დაითვალონ რამდენი გადაცემა მიეძღვნა ეროვნულ, მართმადიდებლურ საკითხებს! დაითვალონ რამდენი სტუმარი გამოდის ამ არხზე, რომელიც იცავს ეროვნულობასა და მართმადიდებლურ რწმენას! თუ ამ საკითს შევისწავლით აღმოვაჩენთ რომ ამ ჩვენს ოპოზიციურად მონათლულ ტელევიზიაში არც ეროვნულ საკითხებს აშუქებენ და სტუმრადაც, აბსოლიტური უმრავლესობით ის ადამიანები ჰყავთ, რომლებიც რბილად რომ ითქვას ანტიმართმადიდებლურ და ანტიქართულ “სიბრძნეებს” აფრქვევენ! გარდა ამისა ისიც ცნობილია, რომ ნინო ჯანგირაშვილმა და ალეკო ელისაშვილმა ხელი მოაწერეს თეა თუთბერიძის მიერ შედგენილ წერილს, რომელიც მისი უწმინდესობის, კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ იყო მიმართული! ამდენად, ნათელია, რომ ეს ტელევიზია “თავისუფლების ინსტიტუტის” მხარდამხარ იბრძვის! იმ ავბედით ღამეს “კავკასია” მიუკერძოებელი მხარე კი არ გახლდათ არამედ საკუთარ ანტიქრისტიანულ და ანტიქართულ პოზიციებს იცავდა! როდესაც ჟურნალისტი ხელს აწერს პატრიარქის შეურაწმყოფელ წერილს, მართმადიდებლობის ყველა დამცველი მისი პირადი მტერია! Aაკი მოექცნენ კიდეც, როგორც პირად მტრებს! უბრალოდ, რადგან პროფესიონალიზმი არ ჰყოფნით ადვილად გაიშიფრნენ!
როდესაც ტელევიზიას სოროსის ფონდი აფინანსებს, მისგან კარგს არფერს უნდა ველოდოთ! ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს! ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს სოროსის ფონდი ხელისუფლებას დააფინანსებს, ოპოზოციას თუ ოპოზიციურად მონათლულ მედიასაშუალებას?!
სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა როგორც მართული ოპოზიცია, ასევე მართული ოპოზოციური მედიასაშუალებები! ეს კეთდება ერთადერთი მიზნით: ამ რეჟიმს ძალიან არ უნდა, რომ მის ძალაუფლებას დაუპირისპირდეს რეალური, ქართული ოპოზიცია და რეალური ჟურნალისტიკა! Aამიტომაცაა, რომ ასეთი მოსყიდული ოპოზოციისა თუ მედიას ფონზე, სააკაშვილის რეჟიმი კვლავ ინარჩუნებს ძალაუფლებას!
_ თქვენი აზრით, სააკაშვილმა “კავკასიაში” მოწყობილი პროვოკაციით მიაღწია საწადელს და მოახდინა მართმადიდებლური საზოგადოებრივი აქტიურობის დისკრედიტაცია?
_ ეს არის სააკაშვილის “პიროსის გამარჯვება” !
ერთ-ერთი დაკავებულის დედამ სასამართლოზე პირდაპირ განაცხადა, მე ვამაყობ იმით რომ ჩემი შვილი მართმადიდებლობის გამო იდევნებაო!
დიახ, სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ადამიანების მართმადიდებლობის გამო იდევნებიაან და მე მინდა, მივულოცო მიხეილ სააკაშვილს: მან უკვე მართმადიდებლობის დამცველი პტიმრებიც გაიჩინა! ეს ხალხი კლასიკური სინდისის პატიმრები არიან – ისინი თავიანთი რწმენის გამო იდევნებიან!
სააკაშვილს უნდა ეშინოდეს, რადგან რწმენის გამო ადამიანების დაპატიმრებით ხალხს კი არ დააშინებს, არამედ პირიქით _ შეაკავშირებს და გააძლიერებს! აკი, მართლმადებლობა დღემდე სწორედ რწმენის გამო დევნილთა თავგანწირვამ მოიყვანა!
სააკაშვილს ეშინია მორწმუნე მოქალაქისა! მისთვის ცალკე – მორწმუნე და ცალკე – მოქალაქე საშიში არ არის, მაგრამ როდესაც მის რეჟიმს მართმადიდებლური რწმენით გამსწვალული, მყარი ზნეობრივი პრინციპების მქონე მოქალაქე დაუპირისპირდება, “ნაცმოძრაობისა” და მისი სატელიტების საქმე დამთავრებულა!
”კავკასიის” მესვეურებსა და მათ ფარისეველ გულშემატკივრებს კი სინანულისკენ მოვუწოდებ: ჯერ ერთი, იმიტომ რომ ამ ტელევიზიაში მომხდარის გამო ერთ-ერთი დაპატიმრებულის მამას პოლიციის დაწესებულებასთან გაუსკდა გული, მეორეც, იმიტომ რომ მათი პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობით ციხეში სხედან აბსოლიტურად უდანაშაულო ადამიანები! მე ძნელად წარმომიდგენია, ამხელა ცოდვით როგორ იცხოვრებენ ამ ქვეყანაში!
ესაუბრა
გიორგი გიგაური
ვულოცავ სააკაშვილს: მან მართლმადიდებლობისათვის დევნილი პატიმრები გაიჩინა!
March 2nd, 2014 shalva chkhaidze