2010 წ.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება
_ ეჭვმიტანილია და, ფაქტობრივად, მხილებულია იმაში, რომ იგი მართულია უცხო ძალების, სახელდობრ, რუსეთის მიერ, რის გამოც მისი პოლიტიკა უპირისპირდება საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს,
_ არალეგიტიმურია, სახელდობრ, ძალაუფლებას ფლობს მხოლოდ ტოტალურად გაყალბებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, და
_ რადგანაც, ძალადობით მოსულმა მმართველობამ ქართველ ერს, საქართველოს მოსახლეობას წაართვა უმთავრესი მოქალაქეობრივი უფლება: ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, როგორიც მას სურს, როგორი ხელისუფლებაც მის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შეესაბამება.
მიგვაჩნია, რომ საქართველო არ არის და ვერ იქნება პასუხისმგებელი დღევანდელი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებებისათვის.
ჩვენ, ვაღიარებთ რა, სიტყვითა და საქმით, სამოქალაქო მშვიდობისა და საზოგადოებრივი წესრიგის აუცილებლობას, ამავე დროს არ ვცნობთ მას დე იურე, ანუ არ ვცნობთ მის უფლებამოსილებას, რომ განსაზღვრავდეს საქართველოს დღევანდელსა და მომავალ ბედს, განკარგავდეს მის ეროვნულ სიმდიდრეს, მის სათავდაცვოდ, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად სტრატეგიულ ობიექტებს, წყვეტდეს ომისა და მშვიდობის საკითხებს, დებდეს ისეთ შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს (მით უმეტეს, კაპიტულაციური მომენტების შემცველს), რომელთაც პრინციპულად შუქცევადი ან ძნელად შესაქცევი შედეგები მოჰყვებათ.
გვინდა იცოდნენ საქართველოსთან დიპლომატიყური ურთიერთობის მქონე სახელმწიფოებმა, აგრეთვე საქართველოსთან და მასში არსებულ იურდიულსა და ფიზიკურ პირებთან საქმიანი ურთიერთობის მქონე იურდიულმა და ფიზიკურმა პირებმა, რომ საქართველოს დღევანდელი არალეგიტიმური და ორგული ხელისუფლების მიერ განხორციელებული იურდიული აქტები ტერიტორიის თაობაზე, მის რომელსამე წერტილში ცენტრალური ხელისუფლების უფლებამისილებების თაობაზე და საკუთრების (პირველ ყოვლისა _ უძრავი ქონების) თაობაზე ექვემდებარება გაბათილებას მომავალი ლეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან იმ შემთხვევებში, თუ ეს აქტები ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რისი ფაქტიც ყველა ცალკეულ შემთხვევებში ექვემდებარება დადგენას სასამართლოს მიერ.