რუსეთს უნდა, საქართველო და უკრაინა თავისი გავლენის ქვეშ იყოლიოს

mamuka

მამუკა გიორგაძე:  ”ახალი თაობა” 26.01.2014

შორენა კოწოწაშვილი
რა გარიგებაა რუსეთსა და საქართველოს შორის, დღესაც რუსულ ინტერესებს ემსახურება თუ არა სააკაშვილი და რატომ არ აწყობთ კეზერაშვილის საქართველოში გასამართლება?_ ამ საკითხების ირგვლივ გთავაობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. რამდენად იქონიებს ეს პროცესი საქართველოზე გავლენას? რეალური საფრთხეა, რომ მსგავსი მოვლენები საქართველოშიც განმეორდეს?
_ პოსტსაბჭოთა სივრცე პოლიტიკურად დაკავშირებულია ერთმანეთთან. ასე იყო საბჭოთა პერიოდის დროსაც,Eმაშინაც ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები, დისიდენტები ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ. იყო ასეთი სტრუქტურა `დაპყრობილ ერთა გაერთიანება~, სადაც ჩვენ ცნობილ ბალტიელ თუ უკრაინელ დისიდენტებთან ერთად პერიოდულად განვიხილავდით მიმდინარე პროცესებს, რადგან ეს საკითხები ერთმანეთთან იყო გადაბმული. იგივე ევროინტეგრაციის საკითხები გადაბმულია ერთმანეთთან. შეგვიძლია გამოცდილლებაც გავიზიაროთ და გარკვეულწილად ჩვენი პერსპექტივაც განვსაზღვროთ. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას თავის სპეციფიკა აქვს. ამ სპეციფიკის გათვალისწინებით უკრაინაში ამჯამად ის პროცესი მიმდინარეობს, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ხდება. ამ ტერიტორიაზე _ რუსული იმპერიის შენარჩუნების საკითხი ამჯამადაც ძალიან აქტუალურია. რუსეთი ცდილობს მაქსიმალური გავლენა დაიტოვოს იმ სივრცეზე, რომელსაც საბჭოთა იმპერიის დროს აკონტოლებდა. მან დაკარგა გავლენის სფეროები ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, აზიაშიც კი, აღმოსავლეთ ევროპაზე აღარაფერს ვლაპარაკობ, ბალტიის მიმართულებით და, შესაბამისად, ეს პროცესი მიმდინარეობს ამჟამად უკრაინისა და საქართველოს მიმართაც. ბუნებრივია, რუსეთი მტკივნეულად განიცდის ამ პროცესს, თუმცა კარგად იცის, რომ ის გავლენა და ძლიერება, რომელიც ჰქონდა 40-50-ინ წლებში, აღარ აქვს და მაქსიმალურად ებღაუჭება თავის იმპერიულ ცნობიერებას ორი მიზეზის გამო: პირველი _ ეს სჭირდება რუსეთის ხელისუფლებას შიდა მოხმარებისთვის. რუსეთს სხვა არაფერი აერთიანებს, გარდა იმპერიული სულისკვეთება. ეს ერთი სჭირდება შიდა მოხმარებისთვის და, ბუნებრივია, ამ საქმეში რადგანაც მთელ მსოფლიოში უკვე ხელი აქვს მოკვეთილი. პრაქტიკულად ვერსად ვეღარ ერევა, ახლა დამთავრდება სირიის თემა და უკვე მორჩა, მსოფლიოს არცერთ წერტილში რუსეთს გავლენა აღარ რჩება, რომ პროცესებში ჩაერიოს. იმპერიული სულისკვეთების დასამტკიცევლად მას უკრაინა და საქართველო სჭირდება. რუსეთმა უნდა გამოკვეთოს ის მომენტი, თითქოს ის მსოფლიო ძალებს ებრძვის და მაქსიმალურად, ცდილობს იმისდა მიხედვით, რა ტაქტიკა დასჭირდება, ეს პროცესები წარმოაჩინოს შესაბამისად, ისევ როგორც სააკაშვილის შემთხვევაში. მას სჭირდებოდა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ნაბიჯების გადადგმა და პროექტი საკაშვილი, ვითომ პროდასავლული პროექტი, იქნა განხორციელბული რუსეთის მიერ. მივიღეთ ის შედეგი, რაც რუსეთს ყველაზე მეტად აწყობდა. უკრაინაშიც მსგავსი პროცესები მიმდინარეობს. ბუნებრივ სვლას ქართველი და უკრაინელი ხალხი დასავლეთისკენ გააგრძელებენ, არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ ევროპული ცნობიერების მატარებლები ვართ, არამედ იმიტომაც უნდა ხალხს ევროპისკენ, რომ იქ ხალხი უკეთ ცხოვრობს. რუსეთიდანაც მიისწრაფვიან ევროპისკნ. რუსთს ამ პროცესის შეჩერება უნდა.
_ დასავლეთთან პოლიტიკური ვაჭრობისთვისაც სჭირდება რუსეთს უკრაინა და საქართველო?
_ რუსეთს უნდა საქართველო და უკრაინა თავისი გავლენის ქვეშ იყოლიოს და ევაჭროს დასავლეთს. შემდეგ თუ გაუჭირდება გაყიდოს კიდევაც, როგორც თავის დროზე სერბეთი გაყიდა. ჯერ სერბეთი დასავლეთს დაუპირისპირა, მილოშევიჩის რეჟიმის სახით უარი ათქმევინა თანამშრომლობაზე, მერე გაყიდა. უკრაინამ უნდა თქვას, ან იქეთ, ან აქეთ. ევროპამ, დასავლეთმა უკვე სხვა დანარჩენი ტერიტორიები აითვისა, მათი შემადგენელი ნაწილია იგივე ბულგარეთი, რუმინთი, ნატოს ბაზების რუმინეთში განლაგება უკვე 2015-ში დამთავრდება. ახლა დადგა უკრაინის და საქართველოს საკითხის დრო. შესაბამისად, რუსეთმა შექმნა ამ ბუნებრივი განვითარების პრობლემა და მივიღეთ ის, რაც დღეს არის კიევში მიმდინარე აქციის სახით. ეს ყოველივე ჩვენ გასააზრებელი გვაქვს იმიტომ, რომ როცა დადგება საქართველოს საკითხი, ალბათ წელიწადნახევარში, ჩვენც უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ რუსთის მხრიდან მორიგ აგრესიულ ქმედებებს ნეიტრალიზება გავუკთოთ. თუ შესაბამისად არ მოვიქცევით, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს გაცნობიერებული, რომ ეს ბუნებრივი პროცესია. ძალიან მარტივად უყურებს და საკუთარ კეთილდღეობას აბამს რუსეთთან ურთიერთობას იმის გამო, რომ ხელისუფლებაში ყოფნის მთავარ გარანტორად რუსეთი მიაჩნია. ეს ხელისუფლებაც წინა ხელისუფლების მსგავსად, არ არის კონკურენტუნარიანი. ღიად ვთქვათ, საქართველოს პარლამენტში, თუნდაც მთავრობაში, რომელი მათგანი მოხვდა თავისი სახელით და გვარით, შრომის, ნიჭის და გაკეთებული საქმეების მიხდვით? არცერთი. ყველანი მოხვდნენ ივანიშვილის ნებით და ამას ყველა აღიარებს. აქედან გამომდნარეა, რომ ისინი არაკონკურენტუნატიანები არიან. ასეთ ხელისუფლეებას მხარს ყოველთვის დაუჭერს ინსტიტუციონალურად, ფსიქოლოგიურად, მენტალურად რუსეთი იმიტომ, მისი ხელისუფლებაც სწორედ ამ ფორმით არის მოსული. დასავლეთმა რაღაც დოზით შეიძლება ითანამშრომლოს ამ ტიპის ხელისუფლებებთან. დასავლეთში, სადაც არჩევითობა და ლეგიტიმაცია მაღალი ხარისხისა, არ შეუძლიათ ითანამშრომლონ ისეთ ხელისუფლებებთან, უჭირთ ყოველ შემთხვევაში, რომლებიც ხალხს ნდობით არ მოსულან ხელისუფლებაში. ეს დეპუტატები ივანიშვილის ნდობით არიან მოსულები. სწორედ ამიტომაც რუსეთი გარანტორია ამ ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნის. ისევე როგორც 10 წლის განმავლობაში სააკაშვილს რუსულ საქმეს აკეთებინებდა. ამ ხელისუფლებამაც გარანტირენული გახადა ნაცმოძრაობის დარჩენა არამარტო ციხის გარეთ, არამედ პოლიტიკურ სივრცეშიც კი იმიტომ, რომ ეს ყოველივე რუსეთმა უზრუნველყო. ამ ხელისუფლებას რუსეთთან თანამშრომლობა აწყობს. მათ რომ ჰქონდეთ შინაგანი სხვა თვისებები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ სახელმწიფოს ხელმძღვანელობდნენ, მაშინ ისინი ნორმალურ საარჩევნო გარემოს დანერგავდნენ საქართველოში და იმ ფორმით არ მოვიდოდნენ, რა ფორმითაც მოვიდნენ. თავის გამართლება იმით, რომ ტირანული იყო თუ არა სააკაშვილის ხელისუფლება, ეს არასერიოზულია. სააკაშვილის ტირანია სწორედ იმ ადამიანებმა შექმნეს, რომლის უმეტესი ნაწილი დღეს `ოცნებაშია~. აქედან გამომდინარეა, რომ რუსეთს არ აღიზიანებენ არა სახელმწიფოებრივი ინტერესების გამო, არამედ საკუთარი სახელისუფლებო ინტერესების გამო.
_ დღევანდელი ხელისუფლებისთვის მეორე პლანზე გადადის სახელმწიფოს ინტერესები?
_ რა თქმა უნდა. ამ განცხადებებით სახელმწიფოს ინტერესებს კი არ იცავენ, არამედ იცავენ პირად ინტერესებს, რომ იყვნენ ხელისუფლებაში.
_ საპარლამენტო ოპოზიციაში მძიმედ აფასებენ კოალიციის ლიდერების დუმილს საზღვრის 11 კმ-ით გადმოწვაზე სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების საბაბით.
_ დღეს ნაცმოძრაობას რუსეთისგან სწორედ ეს როლი აქვს მინიჭებული. თორემ თავის დროზე, როდესაც იგივე ლარსში გადმოიწია საზღვრი, როდესაც საქართველოს რუსეთის თვითმფრინავები ბომბავდნენ, როდესაც ე.წ. სამშვიდობო ძალები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არბევდნენ საქართველოს მოსახლეობას, მაშინ ნაცმოძრაობა პერფომანსებს აკეთებდა სხვა რომ არაფერი შეეძლო. მაშინ სააკაშვილი და სხვები თვალებს უჟუჟუნებდნენ რუსეთის ხელისუფლებას. დღეს ნაციონალებს ეს ფუნქცია აქვთ რუსეთისგან მიმიჭებული და წარმატებით ახორციელებენ იმიტომ, რომ მათ ის ადგილი დაიკავონ, რაც ჭეშმარიტმა ეროვნულმა პროდასავლურმა რეალურმა ოპოზიციამ უნდა დაიკავოს. ნაცმოძრაობას დღეს სიტყვით ის ადგილი უკავია, რაც ჭეშმატირმა ეროვნულმა დემოკრატიულმა ძალებმა უნდა დაიკავოს, იგივე `სახალხო პარტიამ~. მაგრამ ნაციონალები სიტყვით ამას ამბობენ, საქმით კი ისინი ზუსტად რუსულ ქმედებებს ახორციელებენ.
_ რატომ მკვეთრად არ რეაგირებს ღარიბაშვილის მთავრობა აფხაზეთში საზღვრის გადმოწევაზე, ამას ხომ საზოგადოება ხედავს და უკმაყოფილება იზრდება?
_ სწორედ ამაზე მინდა ყურადღება გავამახვილი. ნახეთ, როგორი მომენტია: ნაცმოძრაობა გამოდიოდა და შეურაცხყოფას აყენებდა რუსეთის ხელისუფლებას, რაც არცერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული და ამით გამოხატავდა თავის აგრესიულ შემტევ ბუნებას, მაგრამ რეალურად, თუნდაც აგვისტოს ომის დაწყებამდე 1 საათით ადრეც კი, არ გააუქმა ე.წ. სამშვიდობოების სტატუსი, რითაც რუსეთს დაუტოვა სამართლებრივი უფლება, რომ საპასუხო ზომები განეხორციელებინა სააკაშვილის მიცემული კანონიერი უფლების 2008 წლის აგვისტოს ომში. დღევანდელი ხელისუფლებაც რუსეთისთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს ღებულობს. ყველანაირად ცდილობს რუსეთი გაათეთროს და თვალი დახუჭოს იქ საოკუპაციო ზოლის გადმოწევაზე და ამას გამყოფი ხაზი დაარქვას; თვალი დახუჭოს რუსული სამხედრო თვითმფრინავების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოფრენაზე და ა.შ. ანუ `ქართული ოცნება~ ცდილობს რუსეთს ასიამოვნოს და აფხაზეთში რკინიგზის გახსნაზე ისაუბროს, სოჭის ოლიმპიადაზე ისაუბროს. უნდა, როგორმე `გააპრავოს~, ჩამობანოს ოკუპანტს სისხლიანი სახე. ეს საქართველოსთვის დამღუპველი იქნება. შესაბამისად, არც ამ ხელისუფლებას გამოადგება იმიტომ, რომ როცა რუსეთს დაჭირდა, მილოშევიჩი გაწირა და ჰააგის ტრიბუნალს ჩააბარა. მეორეს მხრივ, დღეს რუსეთს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ადამიანთა ბუნებრივ პროტესტს. კიევში ადამიანები არა მარტო პოლიტიკური ორიენტაციის გამო არიან გამოსული გარეთ, არამედ იმიტომ, რომ ნორმალური ცხოვრება უნდათ. ამის სასუალებას კი ტირანული რეჟიმები არ იძლევა. თუნდაც თვითმმართველობის კანონი, რომელსაც ახლა საქართველოში იღებენ და ის საარჩევნო პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არ იძლევ ნორმალური ცხოვრების საშუალებას. ეს არის კვლავ ერთპარტიული მონოპოლიზმის დამკვიდრების, განვითარების საშუალება. ამ შემთხვევაში 2003 წლის ხელისუფლების შემადგენლობა ორ ნაწილად გაიყო ნაცმოძრაობად და `ოცნებად~ და ცდილობენ ახლა კიდევ ერთხელ გააბრიყვონ ქართველი ხალხი. უბრალოდ, ერთპარტული რომ არ დაერქვას ამ შემადგენლობას ერთი განწყობის ორი ჯგუფია დაშვებული საქართველოს ხელისულებაში. ეს ნათელია და ყველა დაინახავს, ვისაც ამის დანახვა უნდა. არავინ ძალით არაფერს ახვევს. რა გზაც უნდა უკრაინელ ხალხს, იმ გზას აირჩევს.
_ მოდით, შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც ვისაუბროთ. რა პოლიტიკური რეალობის წინაშე ვდგავართ ადგილობრივ არჩევნებამდე 4 თვით ადრე? ექსპერტების შეფასებით, ინსტიტუტები არ მუშაობს და მთავრობა სუსტია.
_ დღეს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები არ ფლობენ ლეგიტიმაციის ისეთ ხარისხს, რომ ქართველი ხალხი მათ გაყვეს. ამ ადამიანებისთვის ქართველ ხალხს მანდატი არ მიუცია. ამ მანდატის დელეგირება ივანიშვილმა გააკეთა. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის უფსკრული წარმოიქმნა. იმიტომ, რომ პარლამენტი არ არის ხალხის ნდობით აღჭურვილი, ხოლო მთავრობა და ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს ჩვენ მანდატი მათ მივეცით. აი, აქ არის პრობლემა. ერთის მხრივ, ეს უდიდესი პოლიტიკური პრობლემაა, მეორეს მხრივ, ფსიქოლოგიური პრობლემაც არის. სწორედ ამიტომაც, რადგან ფართო მასების მხარდაჭერით არ მოსულან ხელისუფლებაში, უნდათ ვიწრო კლანური ინტერესები განახორციელონ.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress