“რა საქართველოს გადასახდელია ამათი ქმრების, შვილებისა, და საყვარლების ხარჯების გასტუმრება”
შორენა კოწოწაშვილი
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ ნაციონალები `ქართულმა ოცნებამ’’, გაათამამა იმით, რომ მან პოლიტიკაში დატოვა მონოპოლიზებული გარემო. რადგან არის ორსუბიექტიანი მონოპოლიზებული გარემო. ე.ი. ნაციონალებზე ხელის მოკიდება ეს არის ოპზიციაზე ხელის მოკიდება. გიორგაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში ნაციონალებს აუცილებლად გამოუჩნდება დამცველები დასავლეთში.
რატომ დაუპირისპირდა მარიკა ვერულაშვილი ვანო მერაბიშვილს, რა შეცდომას უშვებს `ქართული ოცნება~ და რამდენად მისაღებია გია ხუხაშვილის და დათო უსუფაშვილის პოზიცია სააკაშვილის უმცირესობასთან მიმართებაში? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით ნაციონალების 19 აპრილის აქციას და ახალი ხელისუფლების ექვსი თვის თავზე მერაბიშვილის თაოსნობით ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყების დაანონსებას?
_ რაც რუსთაველის განზირზე მოხდა, ეს არის პირდაპირი შედეგი ხელისუფლების საქმიანობისა. ეს არის პირდაპირი შედეგი იმ არათანმიმდევრული პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებს დღევანდელი ხელისუფლება. ხელისუფლება პოლიტიკური სივრცეში შესაძლებლობას მხოლოდდამხოლოდ ნაციონალური მოძრაობისთვის ტოვებს, რომ მან ახალი ენერგიით მოძრაობა დაიწყოს. ამ ყოველივეზე პასუხისმგებელია ხელისუფლების პოლიტიკა, რომელსაც სურს, რომ ისე შეცვალოს ტელევიზორში გამოსაჩენი ელიტის სახეები, რომ მონოპოლისტური გარემო არ შეიცვალოს ქვეყანაში. ასეთი პოლიტიკის შედეგად, ბუნებრივია, ნაცმოძრაობას უჩნდება შანსი იმისა, რომ განახორციელოს მსგავსი აქციები.
_ აქცია გასაგებია, ვანო მერაბიშვილს აქვს მორალური უფლება ეროვნულ მოძრაობაზე ილაპარაკოს და მის ლიდერად წარმოჩინდეს?
_ ჩვენ ვსაუბრობთ მორალურ უფლებაზე, აქვს თუ არა მერაბიშვილს ეს ულება, მაგრამ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რამ მისცა ეს უფლება მათ. ქართველ ხალხს ნაცმოძრაობისთვის ეს უფლება არ მიუცია. ქართველ ხალხს არ მიუცია ხმა ნაციონალური მოძრაობისთვის და ამ მოძრაობას ხალხი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა. ეს უფლება მას მისცა ხელისუფლების მოქმედებებმა. Pპრაქტიკულად, როგორც კი ხელისუფლებამ აღიარა ერთადერთ პოლიტიკურ ძალად ნაცმოძრაობა, ავტომალურად ნაცმოძრაობა სარგებლობს ამ შემთხვევით და ცდილობს განიცადოს რებრედინგი და ეროვნული მოძრაობის დროშით გამოვიდეს პოლიტიკურ სივრცეში. Eეროვნული ღირებულებები, პროდასავლური კურსი, მსგავსი ცნებებისათვის დატოვა ოცნებამ ადგილი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და, აი, ამ ადგილის დაკავებისთვის ყველანაირად უწყობს ხელს ნაცმოძრაობას. ხელისუფლება ძირითადად გადასულია იმაზე, რომ ნაცმოძრაობის შიგნით არსებული ჯგუფების გადმობირება მოახერხოს თავის მხარეზე და არა ის, რომ ჯანსაღი პოლიტიკური ვითარება დაინეგროს საქართველოში და მიეცეს შესაძლებლობა რეალურად პოლიტიკურ ჯგუფებს თავისი რეალური სახე აჩვენონ. დღეს, როდესაც ფაქტობრივად, ოცნებამ თავისი რუსული ნაბიჯებით, ეროვნული ღირებულებების დაცვის არგამოკვეთით, და სხვა ქმედებებით, ეს სივრცე დატოვა, სადაც ბლოკირებას უკეთებს ჯანსაღ ეროვნულ ძალებს და პირდაპირ აძლევს საშუალებას ნაცმოძრაობას, რომ ამ სივრცეში შევიდეს. აი, ეს ჩანს დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში. თქვენ ამბობთ, აქვს თუ არა ვანო მერაბიშვილს მორალური უფლება _ მე მაინტერესებს, როდესაც პალამენტის თავმჯდომარე აკეთებს განცხადებას, რომ ქართული დემოკრატიის გამარჯვება იქნება ნაცმოძრაობის ჯანსაღი ნაწილის გადარჩენა, გულისხმობს თუ არა ის, მათ შორის ვანო მერაბიშვილსაც. თუ მერაბიშვილს არ გულისხმობს, მაშ, ვის გულისხმობს _ გიგა ბოკერიას, ახალაიას, უგულავას?! ვის გულისხმობს უსუფაშვილი ნაცმოძრაობის ჯანსაღ ნაწილში? ვის აძლევს მორალურ უფლებას, რომ იწოდებოდეს დემოკრატიის შემადგენელ ჯანსაღ ნაწილად. აი, ეს ყველაფერი განმარტებული არ არის. განმარტებული არ არის იგივე, როდესაც გია ხუხაშვილი ლამის ინდულგენციებს არიგებს, ვინ არის რეჟიმის მსხვერპლი და ვინ არა. აი, ეს პოლიტიკა ტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ დავუშვათ, ნაცმოძრაობამ განახლებული სახით გააგრძელოს ფუნქციონირება. შემდეგ, რატომღაც `ქართულ ოცნებას~ უნდა, რომ ჩვენ ხალხმა შევასრულოთ მაყეფარი ძაღლის ფუნქცია, რომ ნაცმოძრაობის ეს ჯგუფები მივდენოთ მონადირესთან. ეს მონადირე ოცნება იქნება და შემდეგ, შერჩევით, რომელიც მოეწონება ოცნებას, იმას მოინადირებს? რატომ აყენებს ხელისუფლება ამ შეურაცხყოფას ქართველ ხალხს. პირადად ჩემთვის უფრო მეტად შეურაცხმყოფელია ოცნების დამოკიდებულება. ე.ი. ჩვენ ყველა უნდა გამოვიდეთ და ვამტკიცოთ, რომ ნაცმოძრაობა არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია; რომ ვანო მერაბიშვილს, უგულავას, ბოკერიას, სააკაშვილს არ აქვთ მორალური უფლება რუსთაველზე გაიარონ. ამ დროს, სადღაც იჯდება გია ხუხაშვილი და უსუფაშვილი, და გადაწყვეტენ, რომელია აი, ამ მიდევნილებს შორის, მორალურად განადგურებულებს შორის ჯანსაღი და რომელთა გადარჩენა ხვალ ქართული დემოკრატიის გადარჩენად გასაღდება. ამასთან გვაქვს დღეს საქმე, რომ შევასრულოთ შავი სამუშაო, რომ შემდეგ თეთრი ხელებით ჭკუას დაგვარიგებენ ოცნების ის უფუნქციო წარმომადგენლები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი რეიტინგით შეყარა პარლამენტში?! ეს ხომ იგივეა, რასაც სააკაშვილი აკეთებდა მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენლებთან მიმართებაში; რომ ჩვენ უნდა აღვშფოთებულიყავით შევარდნაძის მოქკავშირით და ნაცმოძრაობისთვის მიგვეცა ფუფუნების საშუალება, რომ შეერჩია ყოფილი მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენლები, ვინ გაეგდო საქართველოდან, ვინ დაეჭირა ციხეში, ვისთვის წაერთმია ფული და ვინ ყოფილიყო ხელშეუხებელი. ეს პოლიტიკა საქართველოში უნდა დამთავრდეს. ამ შემთხვევაში ამაზე პასუხისმგებლობა სწორედ დღევანდელ ხელისუფლებას ეკისრება. ის უფრო მეტად აყენებს შეურაცხყოფას ქართული საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს, ვიდრე ნაცმოძრაობის გამოსვლა თუნდაც რუსთაველზე. ანდა, მომეცი იმის საშუალება და მე გავცემ პასუხს ან შექმენი ისეთი გარემო, რომ ან ტელეეთერით ან ნებისმიერი სხვა ფორმატით ჩვენ გავცემთ ნაცმოძრაობას პასუხს თუ ეს ოცნებას არ შუძლია; ანდა, კეთილი ინებოს და გამოაცხადოს თავისუფალი გარემო. შემდეგ მუშტიკრივზე თუ მიდგება საქმე, ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე ამ საქმის განხორცილებას. ე.ი. ერთის მხრივ, ის მაქსიმალურად ეხმარება ნაცმოძრაობას, მეორეს მხრივ _ პრაქტიკულად იცავს და კარგ გარემოში ამყოფებს მას; და მესამე მხრივ, მე უნდა ვიძახო და პატიოსანმა ადამაინებმა, რომ ნაიცონალბს მორალური უფლება არ აქვთ რუსთაველზე იდგნენ ეროვნული მოძრაობის სახელით. Eეს არის ამაზრზენი. ოაზისში ამყოფებს ხელისუფლება ნაცმოძრაობას და ჩვენ უნდა შევასრულოთ მაყეფარი ძაღლის ფუნქცია. შეუძლებელია, ასე გაგრძელდეს. შეუძლებელია, სადღაც ამან პრობლემა არ შექმნას და ეს უკვე სახელმწიფოებრივი კრიზისი იქნება.
_ მართლაც მერაბიშვილმა ამ აქციით თავი საპრეზიდენტო კანდიდატად გამოკვეთა? ამასთან, რას იტყვით დათა ახალაიას და მარიკა ვერულაშვილის მიერ მერაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს?
_ საქმე ასე ცალსახად არ არის. აქციის მსვლელობის დროს გამოჩნდა, რომ ნაცმოძრაობის შიგნით ცალსახად არ არის გადაწყვეტილი, ვინ იქნება ლიდერი. ბუნებრივია, ნაცმოძრაობის შიგნითაც მიმდინარეობს სერიოზული შიდა პროცესი. იქაც სერიოზულ დაპირისპირებებს აქვს ადგილი. იქაც იკვეთება გარკვეული ჯგუფები, კლანები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ ერთის მხრივ, ნაცმოძრაობის მატერიალურ ქონებაზე თუ პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე და სერიოზული პროცესი იქაც მიმდინარეობს. ასე რომ, მერაბიშვილი იქნება, ბოკერია თუ უგულავა_ყველას ჯერ კიდევ თავის შიდა წრეში აქვს ადგილი დასამკვირდებელი და ბევრი რამ დასამტკიცებელი. დასამტკიცებელი აქვთ, რომ ისინი არიან რეალური ლიდერები და ეს აშკარად გამოიკვეთა აქციის მსვლელობის დროსაც.
_ მარიკა ვერულაშვილი დღეს ამბობს, რომ მერაბიშვილის გვერდით დგომა სამარცხვინო იყო…
_ ბუნებრივი პროცესია. ვერულაშვილი ახალ პატრონს ეძებს. სააკაშვილი ყოველთვის ვერ იქნება ვერულაშვილის კეთილდღეობის გარანტი. ჩვულებრივი მომენტია, ყელში ამოუვიდა ანდა საერთო წერტილები ვერ მოძებნა და ახლა ცდილობს ახალ პალოზე გადაბმას. ახლა უნდა ივანიშვილის ხელისუფლებაში იპოვოს კეთილდღეობა. სწორედ ვერულაშვილის და ახალაიასნაირები, ბევრი სხვა დეპუტატი, რომლებიც ნაცმოძრაობის სიით გავიდნენ პარლამენტში და შემდეგ მეორე დღეს, საკუთარი ოჯახის თუ პირადი კეთლდღეობის გამო საპარლამენტო უმრავლესობაში აღმოჩნდნენ. აი, ამ ადამიანების მხილება უნდა მოხდეს. სწორედ ეს მედროვეები არიან, რომლებიც პოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო მეტად ამძიმებენ. რატომ უკვირთ მერე, რომ თვითონაც გამოყენებადები ხდებიან ამათუიმ კლანის ხელში. თუ მარიკა ვერულაშვილი დამნაშავედ თვლიდა ვანო მერაბიშვილს, კეთილი ინებოს და დააბრუნოს ის ყველაფერი, რაც მან მერაბიშვილის გვერდში დგომით მიიღო. კეთილი ინებოს, ამაზე შესაბამისი ჩვენება მისცეს და წავიდეს იქ, სადაც დამნაშავეების ადგილია. ჩვენ მივეჩვიეთ ასეთ გადახტომას ერთი ნავიდან, მეორეში.
_ რატომ იღებენ ივანიშვილის თანაგუნდელები ნაციონალებს ასე უპრობლემოდ საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში, ვერ ხვდებიან, რომ ეს ამომრჩეველს ძალიან აღიზიანებს?
_ ეს ტრადიცია კომინისტებიდან მოდის. შევარდნაძის ხალხი, ნაცმოძრაობაში აღმოჩნდა, ეს პროცესი უნდა დამთავრდეს. ასეთი პოლიტიკური სისტემა უნდა დაინგრეს.
_ სამართლიანობის აღდგენის პროცესის და სუსტი პოლიტიკური ნების ბრალია ის, რაც 19 აპრილს რუსთაველზე ვიხილეთ _ დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელთა ეროვნულ ინტერესებზე საუბარი და დაქადნება? სააკაშვილის გუნდი ამბობს, ამ ხელისუფლებას 4 წელი ვერ დაველოდებითო.
_ ეს არის ინდულგენციების დარიგების, მათთვის კომფორტული ადამიანების ამორჩევის და ა.შ. პროცესი. ეს არის პროცესი იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის მონოპოლიზება გაგრძელდეს. არ მოხდეს ჯანსაღი კონკურენტული გარემოს დაფუძნება. შესაბამისად, ასეთი ერთჯერადი გამოყენების ადამიანების მიღება ნიშნავს იმას, რომ ოცნებასაც უნდა პოლიტიკაში ისეთივე ხაზი გააგრძელოს, რასაც ნაცმოძრაობა აკეთებდა. აბა, ამაზე მოთხოვნილება რატომაა. რატომაა ეს ხალხი დეპუტატი. თუ ვიღაცას შვილი დაუჭირეს ან ქმარი დაუპატიმრეს, რა საქართველოს გადასახდელია ამათი ქმრების და შვილების, ამათი საყვარლების ხარჯების გასტუმრება მათ მიერ ჩადენილი ძველი დანაშაულობების მიტევების გზით?! ეს ხომ უნდა დამთავრდეს. თუ უნდა ოცნებას, რომ ჰქონდეს რეალური პერსპექტივა, ეს უნდა დაამთავროს. არ უნდა შეუწყოს ხელის მსგავსი პროცესების განვითარებას.