შორენა კოწოწაშვილი - ახალი თაობა 29.06.-5.07. 2008
ინტერვიუ სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან
_ ბატონო მამუკა, რას იტყვით აფხაზეთთან დაკავშირებით ვითარების დაძაბვაზე? ფაქტია, მინიშნებები ძალისმიერ დაპირისპირებაზეც კეთდება.
_ იმისათვის, რომ ამ შეკითხვას ვუპასუხოთ, მასთან პირდაპირ კავშირში მყოფი ერთი მოვლენა უნდა გავაანალიზოთ. ეს მოვლენა ეხება გასულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ეს ორგანიზაციები ცალსახად, გარკვეული შენიშვნებით, რა თქმა უნდა და გარკვეული დიპლომატიური ეტიკეტის სრული დაცვით, მაგრამ მაინც ცალსახად, მხარს უჭერდნენ ამ გაყალბებულ არჩევნებს. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ რაც მოხდა 5 იანვარს და 21 მაისს, ამ პროცესებს საერთოდ არჩევნებთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. ვრცლად »



March 20th, 2014
shalva chkhaidze