-
დღევანდელი ხელისუფლების მოსვლას რუსეთმა შეუწყო ხელი 2006, 2329ივლისი,#201
/შორენა კოწოწაშვილი/
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან_ ბატონო მამუკა, პარლამენტის დადგენილებას რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებით ხელისუფლება ისტორიულს უწოდებს. რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული დადგენილება, რამდენად ადეკვატური რეაქცია აქვს ოპოზიციას?
_ ეს ხელისუფლება არ შეიძლება ქართველი ერის ნებას, ინტერესებს გამოხატავდეს, ეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. სამწუხაროდ, ხელისუფლება ყველა სერიოზულ თუ არასერიოზულ პრობლემას თავის საკუთარ არსებობას აბამს. ყველა ეს თემა პირდაპირ არის მიბმული მის ხელისუფლებაში ყოფნაზე. ამიტომ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რა არის ქართველი ერის ნება და რას ითხოვს დღეს ქვეყნის ინტერესები. ელემენტარულად, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ეს ადამიანები გულწრფელები არიან და თუ მათ მიაჩნიათ, რომ “სამშვიდობო პროცესმა” დაღუპა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა; თუ ეს ადამიანები გულწრფელები არიან იმაში, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალების იქ ყოფნამ დააზარალა ქართული სახელმწიფოებრიობა, ელემენტარულად, იმ ხალხის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც ყოველივე ეს გააკეთა. ვრცლად »
ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს!
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი. სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება [...]
“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ – სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!
ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო [...]
ევროპა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ გვთხოვს
მამუკა გიორგაძე: ‘ახალი თაობა” 07.01.2014 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შეფასებისას ისმის კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. ამის წინააღმდეგ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. თქვენი აზრით, არის დღეს საქართველოში ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ეკლესიას უბიძგებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად 2008
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად I გაურკვეველ აწმყოში ვცხოვრობთ და არარსებული ბედნიერ მომავალს ველით ქართველ ერს თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლო- ბა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ–სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკ- რატიასთან, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა. შ., მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, მით უფრო _ თავისუფალს (1991-2008 წლების დამოუკიდებელი საქართველოს [...]
პუტინმა სააკაშვილს ყური აუწია – 2006
26 მაისი – მერაბ კოსტავა
ძმანო და დანო, უძვირფასესო მოყვასნო ჩემნო! მოგილოცავთ ქართველი ერისათვის უსანუკვარეს თარიღს, 1988 წლის 26 მაისს, დღესასწაულთა შორის დიახაც გამორჩეულს_საქართველოს დამოუკიდებელ სახელწიფოდ გამოცხადების 70 წლისთავს. ამ ღირსად შესარაცხ დღეს ქართველობამ განიცადა ის დიდი სიხარული, გიორგი ბრწყინვალის შემდეგ რომ არ ღირსებია. მე-15 საუკუნიდან სამეფოებად და სამთავროებად დაშლილი საქართველო, რომლის მთლიანად დამორჩილება ამ ხნის მანძილზე მეგობრის ნიღბით მოვლენილი რუსეთის იმპერიის გარდა ვერავინ შესძლო, კვლავ აღდგა 1918 წელს ამ იმპერის ნანგრევებზე, როგორც სახემწიფო სუვერენული და ერთიანი, თვითმყოფადი და თავისუფალი. საქართველოს დამოუკიდებლობა იმჟამად მრავალმა სახემწიფომ სცნო, რამეთუ როგორც ღვთის, ასევე ხალხების წინაშე ჭეშმარიტად სამართლიანი გახლდათ ქართველი ერის მიერ ყოველივე იმის დაბრუნება, რუსეთის იმპერიამ რომ წარსტაცა გეორგევსკის ტრაქტატის ხელყოფითა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმების აშკარად ანტიქრისტიანული აქტით. ერთის მხრივ, თითქოს წარმატებით დაგვირგვინდა ის ბრძოლა, ქართველი ხალხის რჩეულმა შვილებმა რომ გაუმართეს რუსეთის იმპერიას, მეორეს მხრივ, აშკარად ღაღადებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა განაპირობა არა იმდენად შინაგანმა, რამდენადაც გარეგანმა მიზეზმა. ვრცლად »
ივანიშვილი…. ხაფანგში – 2012
მიხეილ ჯიბუტი
ივერიონი 3-12-2012
საქართველოში დღეს შექმნილ სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას სხვადასხვანაირად აფასებენ. ამ შეფასებებში უმთავრესი ფიგურა პრემიერ-მინისტრი ივანიშვილია.
ცნობილი ქართველი ეკონომისტი, პროფესორიმიხეილ ჯიბუტი ფიქრობს, რომ შექმნილ სიტუაციაში ივანიშვილი ხაფანგში მოექცა. თუ რატომ, ამას მისი კომენტარისგან შევიტყობთ.
მიხეილ ჯიბუტი: ხაფანგი დაკავშირებულია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებებსა და არჩევნების შემდგომ შექმნილ რეალობასთან. შესრულების დროის მიხედვით, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებები 2 ნაწილად შეიძლება დაიყოს:
პირველი- დაპირებები, რომლებიც 1 ოქტომბერს გამარჯვებისთანავე, ხოლო მეორე- დაპირებები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შესრულდებოდა. ვრცლად »
სახალხო პარტია – RMG Gold-სთვის საყდრისში მუშაობის ნებართვა სპეციალისტების მოსაზრებების იგნორირებაა
NEWS.GE 14.03.2014
„სახალხო პარტიაში“ მიიჩნევენ, რომ RMG Gold-სთვის საყდრისში მუშაობის განახლების ნებართვის მიცემა, სპეციალისტების კომპეტენტური მოსაზრებების იგნორირებას ნიშნავს.
„საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილებით RMG Gold -ს მიეცა ნებართვა, გააფართოვოს თავისი საქმიანობა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის სიახლოვეს.
იგნორირებული იქნა სპეციალისტების, კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა და ფართო საზოგადოების არგუმენტირებული და კომპეტენტური მოსაზრებები. მხედველობაში არ იქნა მიღებული 9-წლიანი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევის შედეგებისა და გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობის დაცვის მიმართ გამოხატული კეთილი ნება. უგულებელყოფილი იქნა კულტურის მინისტრის მიერ გერმანიის მხარისათვის მიცემული დაპირება _ საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა არქეოლოგიური ობიექტის მნიშვნელობის მიუკერძოებელი შეფასების მიზნით. ვრცლად »
გოგი ლორთქიფანიძე – 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა
NEWS.GE 14.03.2014
„სახალხო პარტიის“ ერთერთი ლიდერი გოგი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში არაფერი შეცვლილა.
„სამოქალაქო ორგანიზაციები ისევ აპროტესტებენ მოსმენებს; საკითხები – დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, საყდრისი, ID ბარათები და სხვა, რომლებიც აწუხებს და რაზეც პროტესტს გამოთქვამს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ისევ ერთპიროვნულად, ხისტად და ყოველგვარი სხვა აზრის გაუთვალისწინებლად წყდება; ისევ გრძელდება საჩვენებელი დაჭერები და სასამართლო შოუები; პოლიტიკური და მედიასივრცე ისევ მონოპოლიზებულია; არც ერთი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებულ სატელევიზიო არხზე არ რჩება ადგილი განსხვავებული აზრისთვის, თუმცა, ამავე არხებზე გამუდმებით მიმდინარეობს ,,ნაციონალური მოძრაობის” შეუნიღბავი რეანიმაციის მცდელობა; ტირაჟირებადი მედიავერსიებით საქართველოში არის მხოლოდ პროკურატურა, სასამართლო, ციხე და ადვოკატი, მხოლოდ ხანდახან _ ხუდონჰესი და საყდრისის მაღარო; კადრები, თურმე, ახლაც დეფიციტია, სანთლითაა საძებნელი და, ამიტომ, გამოსავალი ნეპოტიზმია და ა.შ. და ა.შ. ვრცლად »
“სეპარატისტული მოძრაობები” მხარე არ არის
მამუკა გიორგაძე პაატა კოღუაშვილი ნოდარ ნათაძე
ბადრი რამიშვილი თამრ ჩხეიძე
აღმოსავლეთ საქართველოში მწირად მიმოფანტული ოსური მოსახლეობის მოტივირება ქართველი ერის, პირველ ყოვლისა _ ქართველი თავადაზნაურობის წინააღმდეგ რუსებმა საქართველოში შემოსვლისთანავე დაიწყეს და სახელიც “სამხრეთ ოსეთი” მაშინვე (1802) შეთხზეს. ამ ყალბი გეოგრაფიული ერთეულისთვის საზღვრების მოხაზვა არ უცდიათ (ასეთად რაცხდნენ ყველა სოფელს, სადაც კი ერთი კომლი ოსი მაინც ცხოვრობდა).
აფხაზი მოსახლეობის მოტივირება ქართველების წინააღმდეგ დაიწყეს მას შემდეგ, რაც აფხაზეთში მცხოვრები ქართველი სამღვდელოება და მოხელეობა, აგრეთვე ქართველი ინტელიგენცია საერთოდ, წინ აღუდგა “მუჰაჯირობას” (ანუ მუსლიმანი აფხაზების ვითომც “ნებაყოფლობით”, ნამდვილად კი ძალადობით გასახლებას თურქეთში). ვრცლად »
სააკაშვილი თავის პრორუსულ ქმედებებში გაიშიფრა – 2012
შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა”
ეროვნული მოძრაობის წევრი და ყოფილი დეპუტატი მამუკა გიორგაძე ფიქრობს, რომ რუსეთის აგენტი სააკაშვილი საბოლოოდ გაიშიფრა.
მისი თქმით, სააკაშვილს ისევ რუსეთის იმედი აქვს და არ არის გამორიცხული რუსეთის ხელისუფლებამ სააკაშვილის მხარდაჭერის პოლიტიკა გაგრძელოს.
რა პირადი ინტერესები დაიკმაყოფილა თემურ ალასანიამ საქართველოში ჩამოსვლით და შეცვალა თუ არა სააკაშვილმა საპარლამენტო ანგარიშის დროს ღიად პოზიციები რუსეთთან? _ ამ საკითხების ირგვლივ გავესაუბრეთ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამაუკა გიორგაძეს.
_ ბატონო მამუკა, პრეზიდენტის ინიციატივამ რუსეთთან ცალმხრივად სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე, განსხვავებული პოზიციები წარმოშვა. ამით ხელისუფლება ტურისტების რაოდენობის გაზრდაზე აკეთებს აქცენტს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი გარკვეულ საფრთხეებზე მიანიშნებენ. ვრცლად »
რატომ უბრუნებს თურქეთი თავის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ ძეგლებს ყველას, საქართველოს გარდა
ჟურნალი “თბილისელები” – დეტალებს მამუკა გიორგაძე განგვიმარტავს.
2011-10-31
ნინო ხაჩიძე
გასულ კვირას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თურქეთიც მოიარა და თურქეთის პრემიერ-მინისტრს წერილიც მისწერა, რომლითაც თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სულიერი და ხუროთმოძღვრების ძეგლების გადმოცემის საკითხი დააყენა. ამ მოთხოვნის საფუძველი სავსებით ლეგიტიმურია, იმ მარტივი მიზეზით, რომ თურქეთისვე ინიციატივით, მის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლები თავიანთ პატრონებს უბრუნდება. შესაბამისად, ბერძნებმა, რუსებმა და სომხებმა ამ ინიციატივით უკვე ისარგებლეს, საქართველო კი თითქოს თამაშგარე დარჩა. რატომ გახდა საჭირო ამ პრობლემის მოგვარებაში საქართველოს საპატრიარქოს ჩართვა და რატომ ვერ მოხერხდა თურქეთისა და საქართველოს ხელისუფლებების დონეზე საკითხის გადაწყვეტა, – დეტალებს მამუკა გიორგაძე განგვიმარტავს.
– პატრიარქის ძალისხმევა აუცილებელი იყო, ეს არ არის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის საკითხი?
– ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანას არ ჰყავს მის ბედზე ოდნავ მაინც მოფიქრალი ხელისუფლება. ვრცლად »
რატომ მაინცდამაინც აზიზიეს მეჩეთი? – 2012
“კვირის პალიტრა” იზო რიკაძე – ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან 27.02. 2012
“ეს განცხადება ქართველი ერის გამოწვევაა”
- ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას ოშკის გადარჩენის გონივრულ გზას უწოდებს და არაფერს ამბობს იმ საფრთხეებზე, რაც აზიზიეს მეჩეთის აშენებას შეიძლება მოჰყვეს.
- რას გულისხმობთ?
- რელიგიური ნიშნით ერთიანი ქართული სივრცის რღვევის დაწყების საფრთხეს. აზიზიეს მეჩეთი არ იქნება რიგითი მეჩეთი. ეს არის ოსმალეთის იმპერიის გამარჯვების აღსანიშნავი ნაგებობა. თავის დროზე, აზიზიეს მეჩეთი აშენდა როგორც სიმბოლო ამ ტერიტორიების ოსმალეთის იმპერიასთან მიერთებისა.
- ოსმალები ყველა დაპყრობილ ტერიტორიაზე აშენებდნენ აზიზიეს მეჩეთს? ვრცლად »
სახალხო პარტიის მიმართვა საქართველოს მოქალაქეებისადმი
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნები, რომელსაც, შეიძლება ითქვას, კლასიკურ არჩევნებთან საერთო ბევრი არაფერი ჰქონია. დარღვეული იყო ყველა წესი და კანონი, პროცედურა, რაც არჩევნებს უნდა ახასიათებდეს, დაწყებული ამომრჩეველთა სიიდან, დამთავრებული ხმების დათვლით: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ძალადობა პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან, უსამართლო სასამართლო, მედიის მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის უამრავი ფაქტი და სხვ. ვრცლად »



March 19th, 2014
shalva chkhaidze