mamuka

რატომ აღიარა “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციად მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა – 2012

შორენა კოწოწაშვილი  “ახალი თაობა” 04.12.2012

რა შეცდომებს უშვებს ივანიშვილის ხელისუფლება, არიან თუ არა სააკაშვილის მოქმედი და ყოფილი თანაგუნდელები პოლიტპატიმრები და რა მხრივ იმეორებს “ქართული ოცნება” ნაციონალების კურს? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს “სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.

  • _ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით ივანიშვილის ხელისუფლების მოღვაწეობის ორთვიან პერიოდს, რა გამოკვეთა ახალმა ხელისუფლებამ? ამბობენ, რომ 3 თვის მანძილზე ახალი ხელისუფლების კრიტიკისგან თავის შეკავება ჯობია, მაგრამ დადებითი და უარყოფითი ნაბიჯები ხომ უნდა გამოიკვეთოს?
    _ კრიტიკა არაფერ შუაშია. ვითარება უნდა შეაფასოს ადამიანმა ყოველგვარი ჩასაფრებული პოზიციების გარეშე. ეს სიტუაცია თუ სწორად იქნება გაანალიზებული, ყველასთვის კარგი იქნება. ვინც ჩახედულია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და რეალობაში კარგად ერკვევა, დამერწმუნება იმაში, რომ იმდენი პრობლემა დახვდა ხელისუფლებას, რომ ძალიან დიდი სამუშაოების ჩატარება დასჭირდებოდა. ვრცლად »
gerbebi_Page_6

სახალხო პარტიის განცხადება

ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს კონსულტაციები არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანების შესახებ, მიმდინარეობს მხოლოდ მერკანტილური მოსაზრებებიდან გამომდინარე და დიდი ალბათობით, შედეგად მივიღებთ ისეთ ეკლექტურ გაერთიანებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ვიწრო პიროვნული ინტერესების დასაკმაყოფილებლად იბრძოლებს.ამ მოლაპარაკებებში არსად ჩანს სახელმწიფოს ინტერესებზე მზრუნავი, მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე ჯგუფების ხედვა პროცესების სწორედ წარმართვის შესახებ. ვრცლად »

gerbebi_Page_6

„სახალხო პარტია“ აფხაზი და ოსი სეპარატისტი ჩინოვნიკების მიმართ სანქციების ამოქმედების ინიციატივით გამოდის

  • 18 მარტი 2014    17:16  NEWS.GE

სახალხო პარტია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიმართოს მსოფლიოს თანამეგობრობას და მოითხოვოს სანქციების დაწესება აფხაზი და ოსი სეპარატისტი თანამდებობის პირების მიმართ.

„ევროკავშირმა იმ რუსი და უკრაინელი მაღალჩინოსნების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც სანქციები დაუწესა. ესენი არიან რუსი და უკრაინელი მაღალჩინოსნები (სულ 21 ადამიანი), ვინც პასუხისმგებელია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე.

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ითვალისწინებს სავიზო აკრძალვებსა და ანგარიშების გაყინვას. ანალოგიური სანქციები დააწესა აშშ-მ და კანადამ. ვრცლად »

ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის” პრინციპი ისევ მოქმედებაშია”

  • 18 მარტი 2014  16:39 NEWS.GE

“სახალხო პარტიის” თბილისის ორგანიზაციის ხემძღვანელის, გოგი ლორთქიფანიძის განცხადებით დედაქალაქში არსებული პრობლემების გაერთიანება თბილისის განვითარებას საფრთხეს უქმნის და ეს ან “უპასუხისმგებლო ხელისუფლების,” ან “თავგასული ბიზნესმენის კაიკაცობის შედეგია.”

“თბილისის მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ, ვაკის პარკში მიმდინარე მშენებლობა, გაპარტახებული იპოდრომის ტერიტორია, მწვანე ნარგავების ბარბაროსული ჩეხა ასათიანის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში უმსგავს მონსტრად ქცეული აბრეშუმის ქარხანა, გაუქმებული ,,ლაგუნა ვერე”, უფუნქციო და მიგდებული მაუდის ფაბრიკა, დიღმის მეურნეობის მიტაცებულ-გაჩუქებული ნაკვეთები, და ა.შ. და ა.შ. – აი, ასეთი და სხვა მსგავსი პრობლემების ერთობლიობა უქმნის ჩვენი ქალაქის განვითარებას საფრთხეს და ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პრობლემა ან უპასუხისმგებლო ხელისუფლის, ან თავგასული ”ბიზნესმენის” კაიკაცობის შედეგია. ვრცლად »

gerbebi_Page_6

„თქვენს მთავარ ღირსებად ადამიანთა შეფასების განსაკუთრებული უნარი მიგაჩნდათ“

  • 19 მარტი 2014    12:55  NEWS.GE

სახალხო პარტია ყოფილი პრემიერის გუშინდელ გამოსვლას არასახელმწიფოებრივად აზროვნების კიდევ ერთ მაგალითად აფასებს. ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“, განაცხადა, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გაუცრუა.

„ის, რომ მას პრეზიდენტმა იმედები გაუცრუა, იმ ხალხის უპატივცემულობაა, რომელსაც არჩევნებამდე ჰპირდებოდა, რომ მისი კანდიდატურა საუკეთესოა. ვრცლად »

„სახალხო პარტია“ საზოგადოებას თვითორგანიზაციისკენ მოუწოდებს

17 მარტი 2014  18:06   NEWS.GE

„სახალხო პარტიის“ ლიდერი ზაზა მგალობლიშვილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჩვენ საქართველოს მოქალაქენის” საქართველოს მოქალაქეების, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისადმი მიმართვას ეხმაურება, სადაც ორგანიზაციის წევრები მოუწოდებენ ქართულ საზოგადოებას, მოახერხონ თვითორგანიზაცია და გაერთიანდნენ იმ პრინციპების და ამოცანების ირგვლივ, რომელთაც ისინი სამოქალაქო თანხმობის საფუძვლად მიიჩნევენ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვრცლად »

giorgadze-1

რას მიიღებს საქართველო ნატოსგან? – 2007

აფხაზებს გული და სიყვარული უნდა შევთავაზოთ
ეთერ ბალაძე - ახალი თაობა   16.02.2007  
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან

_ ჟენევაში ქართულ-აფხაზური შეხვედრა შედგა, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ აფხაზეთთან უნდა დაიწყოს პირდაპირი დიალოგი და ყველაფერი უნდა დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან. რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს?
_ დიალოგი აუცილებელია ყველასთან და არა მარტო აფხაზეთთან, არამედ საერთოდ, მით უმეტეს, აფხაზებთან დიალოგი მისასალმებელია და საჭიროა, მაგრამ მეორე საკითხია, თუ რაზე ვისაუბრებთ აფხაზებთან. ვინ საუბრობს აფხაზებთან, ამ ხელისუფლებას აქვს შეთანხმებული პოზიციები საქართველოს მოსახლეობასთან?

_ რატომ, ქართველ ხალხს ხომ სურს მოლაპარაკება აფხაზურ მხარესთან?
_ მოლაპარაკება გვსურს, მაგრამ რა თემაზე უნდა ველაპარაკოთ აფხაზებს? ჩვენ რა ვიცით, რაზეა საუბარი, დევნილების დაბრუნებაზე თუ კომერციულ ინტერესებზე? ვრცლად »

SONY DSC

საქართველოს ხელისუფლება თვითონ არის დესტაბილიზაციის წყარო – 2008

შორენა კოწოწაშვილი (`ხალი თაობა~, 2008, 19 თებერვალი, #48)

`სახალხო პარტიის~ ლიდერი მამუკა გიორგაძე აფასებს რა კოსოვოს ირგვლივ განვითარებულ პროცესებს და ბოლოს, მის მიერ დამოუკიდებლობის აღიარებას, აცხადებს, რომ არანაირი გარანტიები არ არსებობს იმისა, რომ ეს პრეცედენტად არ იქნება გამოყენებული.
კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით გუშინ მამუკა გიორგაძემ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ დღეს თითოეული ქართველის ამოცანა უკვე ძალიან დაკონკრეტდა. მისი თქმით, ჩამოსაყალიბებელია კონკრეტული ზუსტი ქმედებების ნუსხა, ძირითადი პარამეტრები და კრიტერიუმები. ვრცლად »

საქართველოსთვის ახალი რევოლუციის სცენარი იწერება – 2008

ინტერვიუ სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან

თეა მარხვაიძე - ახალი თაობა  5-11.10.2008
ქართულ პოლიტიკაში საინტერესო პროცესები დაიწყო. ხელისუფლების მაღალჩინოსნები პოლიტიკას უბრუნდებიან. ისინი დაბრუნებას ოპოზიციონერების რანგში აპირებენ.
პოლიტიკაში მეორედ მოსასვლელად ხმამაღალი და სკანდალური განცხადებები ჩვცეულებრივ მოვლენად ითვლება. ამაზე უარს არც ჩვენი პოლიტიკოსები ამბობენ. ამ კვირაში ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლებას გაზეთების საშუალებით რამდენიმე ათეული კითხვა დაუსვა. ვრცლად »

giorgadze-1

ხელისუფლებას საქართველო არ აინტერესებს – 2007

ახალი თაობა 20.06.2007 - შორენა კოწოწაშვილი
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან

_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე? რატომ დადგა, თქვენი აზრით, ეს პროექტი დღის წესრიგში?
_ იმისთვის, რომ ამ საკითხში და, საერთოდ, ყველა საკითხში ხელისუფლების ფსიქოლოგია და მოტივაცია გავიგოთ, საჭიროა ზუსტად შევაფასოთ ამ ხელისუფლების ფუნქცია და სტატუსი საქართველოში. ეს ხელისუფლება არ არის მოწოდებული იმისათვის, რომ იზრუნოს საქართველოზე. ეს არ არის საქართველოს პატრონი ხელისუფლება. ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც გარკვეულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სახელმწიფოებმა საქართველოში მენეჯერებად დანიშნეს. ესენი არიან გაყიდვის მენეჯერები, შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესები, ყველაფერი იქნეს გაყიდული ან გავერანებული. ვრცლად »

Powered by WordPress