gerbi axali 1

მზადდება სახელმწიფო დანაშაული – საქართველოს მიწა განსაცდელშია

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გატანა ღია ბაზარზე, სადაც დღეს არ არის არც ერთი კონკურენტუნარიანი საქართველოს მოქალაქე პრაქტიკულად ნიშნავს ერთ თაობაში საქართველოს თითქმის მთელი მიწის გადასვლას უცხოელების ხელში. საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქე რჩება ბოგანოდ, რომელიც იძულებული იქნება იწანწალოს მთელ მსოფლიოში უპრესტიჟო დროებითი დასაქმების საძიებლად. Aამის განსჭვრეტას არ სჭირდება არც სპეციალური და არც ზოგადი განათლება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ საქართველოს დღესდღეობით მმართველ ინსტანციებში დასაქმებულ პირთა შორის, მათ რიცხვში _ ცოლშვილიან მამაკაცთა და ქმარშვილიან ქალთა შორის _ ისეთ პირებს რომლებიც მზად არიან საქართველოს მთელი მიწა გაყიდვის საგნად აქციონ. ისინი ვერ ხვდებიან, რომ მათ შთამომავლობას ძალიან მცირე გამონაკლისით საქართველოს გარეთ პერსპექტივა არ ელით, საქართველოში კი მხოლოდ არანაირი წონისა და არანაირი გავლენის შენარჩუნების იმედი არ შეიძლება ჰქონდეთ. ვრცლად »

gerbi axali 1

მიწის კოდექსის მიღების აუცილებლობის შესახებ

ღია წერილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრს                                                

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

მოგეხსენებათ, სახელმწიფოს შექმნის უპირველესი პირობაა ტერიტორიული იდენტობა, ხოლო სახელმწიფოს ტიპზე, მის სიძლიერეზე მეტყველებს, თუ ეს ტერიტორია როგორ იმართება და რამდენად დაცულია კანონის მიერ. ეს მდგომარეობა ავალდებულებს სახელმწიფოს დაარსოს ქვეყნის მიწების მართვასა და გამოყენებაზე განსაკუთრებული წესებისა და შეზღუდვების (რეგულირება) მთელი სისტემა. ამ სისტემის შესაქმნელად: სახელმწიფოს მოვალეობაა – მიწასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და სამართლებრივი ჩარჩოების ფორმულირება; უფლებაა – ჩაერიოს საქმიანობაში რომელიც აუარესებს მიწის მდგომარეობას, მიიღოს სხვადასხვა სამართლებრივი სანქციები მიწათმესაკუთრეების, მიწათმფლობელების და მიწათმოსარგებლეების მიმართ; პრეროგატივაა – განსაზღვროს მიწის რესურსებით სარგებლობის ძირითადი მიმართულებები, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოს მიწების დანიშნულებით გამოყენების სწორ გადაწყვეტას, მიწების ნაყოფიერების გაუმჯობესებას და ნიადაგის დაცვას. ვრცლად »

ასათიანი

შრომის კულტურა ალ. ასათიანი 1917წ

 ალ. ასათიანი  “საქართველო” 1917წ. 1 თებერვალი   # 25

ძველთაგანვე შეამჩნევდით, რომ სიზარმაცე ყოველგვარი ბოროტების ბუდეა. ჩვენი დროის სასამართლოთა მატიანე ხომ ამას სავსებით ადასტურებს. სხვადასხვა ბოროტებისა და სისხლის სამართლის დამნაშავეთ უმთავრესად ის წრე იძლევა, რომელშიაც უსაქმურობას მტკიცედ აქვს მოდგმული ფეხი. ვრცლად »

ასათიანი

ლიბერალიზმი, სოციალიზმი, ფაშიზმი. 1933 პარიზი ალ. ასათიანი

სამშობლო# 14 1933 პარიზი

ამ ოციოდე წლის მანძილზე რომ მძლავრი გარდატეხები განიცადა კაცობრიობამ, ამის მსგავსი მას არასოდეს უხილავს თავის ისტორიის გრძელ მანძილზე. ხალხთა საშინაო ეკონომიური ვითარება, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობა, ფინანსები, კრედიტი, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, პიროვნული და საზოგადოებრივი მორალი გადასცდენ თავის ზღუდეებს, და ახალს ნიადაგს, ახალს კალაპოტს დაეძებენ.
მართალია, მსოფლიო ისტორიაში წინეთაც ჰქონია ადგილი ხალხთა ცხოვრების დიდს გარდაქმნებს. ქრისტიანობა, რომაული ცივილიზაციის დამხობა, აღორძინების ხანა საშუალო საუკუნოებში, საფრანგეთის რევოლუცია და სხ. დიდს გარდატეხებს ჰქმნიდნენ ხალხთა ცხოვრებაში. მაგრამ იმ დროინდელ პატრიარქულს ხანაში ასეთს გარდატეხებს არ ჰქონია ისეთი ღრმა და ფართე გასაქანი, როგორც ჩვენს დროში. იმ ხანებში მანძილსაც სხვა ძალა ჰქონდა და დროსაც, და ყოველივე ზანტად და ნელის ნაბიჯით მიმდინარეობდა. სულ სხვაა ჩვენს დროს, ამ რადიოსა და ავიონის ხანაში. ნიუიორკის, ლონდონის და პარიზის ბირჟას მთელი მსოფლიოს ეკონომიური ძაფები უჭირავს ხელთ და ჟენევის პოლიტიკური ბირჟაც, ნაციათა ლიგა, მსოფლიო პოლიტიკის ბარომეტრს წარმოადგენს. იქ ამტყდარი ქარიშხალი ელვის სისწრაფით ედება მთელს კაცობრიობას და ყველგან თავის გამოძახილს ჰპოულობს. ვრცლად »

gerbi

რატომ აცოცხლებდა და რისთვის სჭირდებოდა “ოცნებას” “ნაცმოძრაობა”

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურმა მთლიანად გააშიშვლა “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებების ურთიერთშეთანხმებული ხასიათი (სხვა პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიის ნებსითი თუ უნებლიე თანამონაწილეობით), რომლის დაფარვას ორივე მხარე დიდი მონდომებით ცდილობდა. ტანდემმა მოახერხა საერთაშორსო თანამეგობრობისა და საქართველოს მოსახლეობის ჩათრევა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მეტად საშიშ ტრაგიკომიკურ ფარსში, რომელსაც, რატომღაც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დაერქვა. ვრცლად »

gerbi axali 1

ბოროტთა ენერგიულობა თუ კეთილთა უნიათობა?

საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. გარეგნულად ყველაფერი წესრიგშია – ერთი შეხედვით დაძაბული საარჩევნო კამპანია და ხმის მიცემა, გარკვეული ნაკლოვანებებით, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის (ანუ ჯურღმულიდან ახლად გამოსულებისთვის) მეტ-ნაკლებად მისაღებად იქნა მიჩნეული. პარლამენტში გასულები კმაყოფილი არიან (ერთი გამოხატავს, მეორე – არა, მეტი მეკუთვნოდაო). პოლიტიკური სპექტრის კვალიფიციურად სახელდებული ჯგუფების ლიდერთა ნაწილი ჩხუბის შემდეგ გულზე მუშტების ბრაგუნით ცდილობს შელახული იმიჯის გადარჩენასა და დამფინანსებლების თვალში გამართლებას, ნაწილი აგრძელებს ვაჭრობას, ნაწილს კი, მსხვერპლად მიაჩნია თავი და ყველა უბედურებას მხოლოდ ერთ კაცს აბრალებს. ვრცლად »

gerbi

მოსაზრებები არჩევნების მეორე ტურის წინ

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურმა მთლიანად გააშიშვლა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ქმედებების ურთიერთშეთანხმებული ხასიათი (სხვა პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიის ნებსითი თუ უნებლიე თანამონაწილეობით), რომლის დაფარვას ორივე მხარე დიდი მონდომებით ცდილობდა. ტანდემმა მოახერხა საერთაშორსო თანამეგობრობისა და საქართველოს მოსახლეობის ჩათრევა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მეტად საშიშ ტრაგიკომიკურ ფარსში, რომელსაც, რატომღაც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დაერქვა. ვრცლად »

germanuli_modeli_

ბოროტთა ენერგიულობა თუ კეთილების უნიათობა?

      საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. გარეგნულად ყველაფერი წესრიგშია _ ერთი შეხედვით დაძაბული საარჩევნო კამპანია და ხმის მიცემა, გარკვეული ნაკლოვანებით, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის (ანუ ჯურღმულიდან ახლად გამოსულებისთვის) მეტ-ნაკლებად მისაღებად იქნა მიჩნეული. პარლამენტში გასულები კმაყოფილი არიან (ერთი გამოხატავს, მეორე – არა, მეტი მეკუთვნოდაო). პოლიტიკური  სპექტრის კვალიფიციურად სახელდებული ჯგუფების ლიდერთა ნაწილი ჩხუბის შემდეგ გულზე მუშტების ბრაგუნით ცდილობს შელახული იმიჯის გადარჩენასა და დამფინანსებლების თვალში გამართლებას, ნაწილი აგრძელებს ვაჭრობას, ნაწილს კი, მსხვერპლად მიაჩნია თავი და ყველა უბედურებას მხოლოდ ერთ კაცს აბრალებს.

ვრცლად »

23

N 23 სახალხო პარტიის მოწოდება

       2016 წლის   საპარლამენტო  არჩევნებისათვის

საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთხელ და სამუდამოდ გატარებულია მსოფლიო სახელწიფოთა რეესტრში, როგორც გაეროს წევრი სახელმწიფო. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და  თავის მიერ არჩეული პარლამენტითა და მის მიერვე დამტკიცებული მთავრობის ხელით  მართვის უფლება მოპოვებული აქვს.

სახელმწიფოსა და ხელისუფლების გონივრული ორგანიზაციის უქონლობის გამო, დასასრული არ აქვს ქვეყნის წარუმატებლობასა და მარცხს, ხალხის   სიდუხჭირესა და დამცირებას. ხალხს ვერ უპოვია ღირსეული ადგილი თავის სამშობლოში, ქვეყანას კი – მსოფლიოს ცივილიზებულ საზოგადოებაში.

საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა არ შეესაბამება ხალხისა და ქვეყნის არც დღევანდელსა და არც სტრატეგიულ ინტერესებს და, არც საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციისა და სოციალური პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პარამეტრთა და მოთხოვნათა ჩამონათვალს. ვრცლად »

gerbi axali 1

„სახალხო პარტიის“ პოლიტიკური პროგრამის პრინციპები – I ნაწილი

  საამაყო  წარსულიდანღირსეული  მომავლისკენ   

   (სახალხო პარტიის 15 ყრილობის მასალებიდან. 2016  წლის  საპარლამენტო   არჩევნებისათვის)

 

სახელმწიფო კანონებს არ შეუძლიათ უგულვებელყონ  ბუნების კანონები

“დროთა ბრუნვამ სხვის მაყურებლად გაგვხადა, სხვაზედ იმედს შეგვაჩვია და ამაებმა სრულიად წარწყმინდეს ჩვენში თვითმოქმედების ძალ-ღონე”

“გვეყო, რაც ჩვენმა წარსულმა ჩვენ მაგალითები გვიჩვენა. ნუთუ აქამომდე გული  ვერ დავაჯერეთ, რომ ჩვენს გარეთ ჩვენი ხსნა სიზმარია”                                       წმ. ილია მართალი                                             

პრეამბულა

თავისუფლება და დამოუკიდებლობა ქართველი ერის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა მისი მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე.

დასახული მიზნის პირველი ეტაპი გახორციელდა – საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი ქვეყანა და გაეროს მიერ, გატარებულია მსოფლიო  სახელწიფოთა  რეესტრში.

საქართველო სუვერენული  სახელმწიფოა და საკუთარი თავის თავის მიერ არჩეული პარლამენტის და მის მიერ დამტკიცებული მთავრობის ხელით მართვის უფლება მოპოვებული აქვს. ვრცლად »

Powered by WordPress