სოციალურ ქსელით მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერის გავრცელებამ, რომელშიც, სავარაუდოდ, ოდესის გუბერნატორი ნაცმოძრაობის ლიდერებს ესაუბრება “რევოლუციურ სცენარზე”, ქართულ მასმედიაში „მწვავე დისკუსიის“ საბაბი გახდა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მასალის აუთენტურობას დაეთმო. ვრცლად »
ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს!
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი. სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება [...]
“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ – სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!
ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო [...]
ევროპა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ გვთხოვს
მამუკა გიორგაძე: ‘ახალი თაობა” 07.01.2014 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შეფასებისას ისმის კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. ამის წინააღმდეგ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. თქვენი აზრით, არის დღეს საქართველოში ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ეკლესიას უბიძგებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად 2008
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად I გაურკვეველ აწმყოში ვცხოვრობთ და არარსებული ბედნიერ მომავალს ველით ქართველ ერს თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლო- ბა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ–სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკ- რატიასთან, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა. შ., მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, მით უფრო _ თავისუფალს (1991-2008 წლების დამოუკიდებელი საქართველოს [...]
საარჩევნო ბლოკი ჩვენები – სახალხო პარტია N23 – 23 ამოცანა და მათი გადაწყვეტის ვადები
ჩვენი ძალა სიმართლეშია!!!
საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის და მისი სწორი გზით განვითარებისთვის საჭიროა ყველა ეროვნული, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ჯგუფების გაერთიანება და ჩართვა პოლიტიკურ ცხოვრებაში. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ახალი საზოგადოებრივ – პოლიტიკური გაერთიანება – ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია“, რომელიც ხალხის მხარდაჭერით, საკუთარ ძლიერ გუნდთან ერთად იბრძოლებს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. ვრცლად »
საქართველოში პოლიტიკური კაზინოს ადგილი არ არის!
ხელისუფლების წაუგებელი თამაში კაზინოს პრინციპით
წინასაარჩევნო პერიოდი, თითქოსდა, უჩვეულოდ მაღალი აქტიურობით გამოირჩევა. არჩევნებში მონაწილე სუბიექტები ერთმანეთს ეჯიბრებიან პენსიონერთა გულის მოგებაში, მეტი პენსიის დაპირებით. არც ახალგაზრდებს ივიწყებენ და ნარკოდანაშაულის დეკრიმინალიზაციის პირობას დებენ. სექსუალურ უმცირესობებს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ჰპირდებიან, ხოლო მათ მოწინააღმდეგეებს გარანტიას აძლევენ, რომ კონსტიტუციაში ცვლილებას შეიტანენ და ოჯახად მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ერთობას აღიარებენ. კიდევ მრავალი “ხელოვნურად გააქტუალურებული “ პრობლემისა და მათი გადაჭრის გზების ჩამოთვლა შეიძლებოდა, პუტინის თუ თემურ ლენგის საქართველოს მეგობრად გამოცხადების ჩათვლით, მაგრამ მკითხველის გადაღლას მოვერიდები. ვრცლად »
მამუკა გიორგაძე პუტინის თაყვანისმცემელ ნინო ბურჯანაძესთან დებატებზე თანახმაა.
30 აგვისტოს „რუსთავი-2“-ის ეთერით გასული გადაცემის მსვლელობისას „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ ორგანიზაციის ლიდერმა, საკუთარ პოლიტიკურ წარსულთან დაკავშირებით გარკვეული კომენტარები გაკეთა.
ჩვენი შეფასებით, ქალბატონი ნინო, რბილად რომ ვთქვათ, ეშმაკობს და ცდილობს საკუთარი ცოდვები სხვას გადააბრალოს. მის პოლიტიკურ ცუღლუტობას ყურადღებას არ მივაქცევდით, იგი რუსული პოლიტიკური პროპაგანდის ერთ-ერთ პოსტულატს რომ არ აჟღერებდეს. .
ქ-ნი ნინოს განმარტებით, იგი იყო საქართველოს ნატოში გაერთიანების მომხრე, ვრცლად »
საქართველო იმსახურებს სრულფასოვან ხელისუფლებას
ჩვენი მსოფლმხედველობისა და პოლიტიკის პრინციპებია:
1. საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს, როგორც კაცობრიობის ნაწილს. საქართველო ზიდავს კაცობრიობის ყველა ერთობლივ ტვირთს თავის რესურსთა და შესაძლებლობათა პროპორციულად. ვრცლად »
დანაშაულებრივი უმოქმედობა და ნორჩი ლენინელის იდეები
(06.08.2016)
მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი, ნოდარ ნათაძე
ბ-ნ ვალერი კვარცხელიას პრორუსული გადაცემები “ობიექტივის” ეთერში და მათი შინაარსის თანდათანობითი ცვლის მიმართულება მკაფიოდ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში მზადდება ანტისახელმწიფოებრივი მასობრივი გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. კვარაცხელია, რომელსაც ლენინიზმი ჯერ კიდევ ცოცხალ ბრძნულ “მოძღვრებად” მიაჩნია და ხალხთა საპყრობილის – საბჭოთა კავშირის დაშლა ისტორიული შემთხვევითობა ჰგონია, აშკარად რუსულ გეგმას მკვეთრი კრესჩენდოთი ანვითარებს. ვრცლად »
ერის გუშაგი რ. ინგილო ივერია #7 07 1954 (ალექსანდრე ასათიანის ხსოვნას)
ჯერი მოსდგომია ჩვენს თაობასაც! სულიერი განცდანი საცხოვრებელ წყაროთა დაკნინებით აჩქარებენ აყრას ამა სოფლიდან იმ ასაკში მყოფთაც, რომელთაც ჩვეულსა და რიგიან პირობებში შეეძლოთ კიდევ გაეხანგძლივებინათ სიცოცხლის დღენი. . . თვითოეულ ქართველ მებრძოლ ემიგრანტს ბოლშევიკები ჰპარავენ სულ ცოტა, ათ წელიწადს: ესეც ანგარიშში ჩასაგდები გახდება მიგების დღეს!
აწ განსვენებული ალექსანდრე ასათიანი არ იყო სასიკვდილოთ განმზადებული და განწირული: მაგარი აგებულებისა, ჯანითა და ღონით სავსე ის ამხანაგთა შორის მიჩნეული იყო როგორც ,,სპორტსმენი”.
ჩვენი რიგებიდან უდროოდ გასული ალექსანდრე ასათიანი იყო არამცთუ თვალსაჩინო წევრი ეროვნულ დემოკრატიული პარტიისა, როგორც ასეთათ აღნიშნული იყო ერთს ქართულ გამოცემაში, ის იყო პარტიის ერთერთი დამაარსებელი, სულისჩამდგმელი, ამსახველი და წამწევი ყოველი მისი წამოწყებისა და პარტიის დაარსების დღიდან მისი მთავარი კომიტეტის აღმათლებული წევრი, ბევრ საკითხებში კი ხელმძღვანელი. ვრცლად »
საქართველოს ამომრჩეველი არ მონაწილეობს ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში
„პარლამენტში გავლენებისთვის მებრძოლები კი არა, ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანები უნდა იყვნენ“
მარიამ მჭედლიშვილი”ახალი თაობა” 30.07.2016
წინასაარჩევნოდ შექმნილ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძეს ესაუბრა
_ ენდიაის ამერიკელი წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს, რომ საქართველოს ამომრჩეველს არ აინტერესებს არჩევნებში მონაწილე პარტიების იდეოლოგია. ადამიანებისათვის უმთავრესია დასაქმება, ინფლაციის პრობლემა, პენსიების და სხვა. მართლა ასეთი მდგომარეობაა?
_ ეს ის შემთხვევაა, როცა ენდიაის უნდა დავეთანხმოთ. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებასაც ეტყობა, რომ პოლიტიკური პროცესები არ მიდის, რომ არაა შექმნილი პოლიტიკური ინფრასტრუქტურა. ამაში გვულისხმობ ყველანაირად ჩამოყალიბებულ პარტიებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს. სხვა სახელმწიფოებში, მაგალითად, აშშ-ში აშკარად იგრძნობა, რომ პარტიები ერთმანეთისაგან იდეოლოგიურად განსხვავდებიან და იქაური ამომრჩეველიც აქცევს ყურადღებას ამა თუ იმ ღირებულებას. ბევრა ქვეყანაში მემარცხენეებს მემარჯვენეები ცვლიან, და ასე შემდეგ. არჩევანს საზოგადოება აკეთებს. ვრცლად »
სიტყვა 19 მარტის საჯარო კრებაზე – მიხეილ ქავთარაძე. ივერია #14 1971 პარიზი
ნახევარმა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც უხეშმა მტერმა ქართული ნორჩი სახელმწიფო დაამხო და ჩვენი, იმედით სავსე მომავალი, რომელსაც მთელი ქართველობა სიყვარულით და ზრუნვით აშენებდა, მონობის შავი დღეებით შეგვიცვალა.
და ეს შავი თარიღი, იმავე მტრის კარნახით, ეროვნულ საზეიმო დღეთ არის მიჩნეული.
ქართველი მხედრობის დამარცხებას რუსული წითელი არმიის მიერ, ჩვენი ეროვნული დროშის დაფლეთას, და ერის საუკეთესო შვილების ამოწყვეტის დაწყებას, საქართველოს გაბედნიერების დღეს არქმევენ და იმ ქვეყნის ხალხი ვინც ეს უბედურება თავს დაგვატეხა, თურმე არა მარტო ჩვენი უფროსი ძმები არიან არამედ ჩვენი მასწავლებლები და კეთილისმყოფელნი ყოფილან რომელთა მიმართ ქართველები მადლიერების გრძნობით უნდა აღივსნენ თურმე. ვრცლად »
ძვირფასი თანამებრძოლის ხსოვნას – დავით ვაჩნაძე. ივერია #7 07 1954
ულმობელმა სიკვდილმა ჩვენს ქართულ ეროვნულ რიგებს ძვირფასი მებრძოლი გამოაცალა _ ალექსანდრე ასათიანი.
მე გავეცანი მას თბილისში, 1917 წელს, როდესაც საფუძველს უყრიდით ერ. დემ. პარტიის ორგანიზაციას. ეს იყო პირველი წელიწადი საქართველოში, არა სოციალისტურ ქართული პარტიის დაარსებისა. ვრცლად »



September 30th, 2016
shalva chkhaidze