ბიოგრაფიული ცნობები და ნაკვეთები მოღვაწისა და კაცის პორტრეტისათვის.
ამ წერილიში მოტანილი ცნობები საგრძნობ ნაწილად ემყარება ქალბატონ სოფიო კედია ჩიჯავაძის ასულის გამოუქვეყნებელ მემუარებს, რომელთა სარგებლობის უფლების დართვისათვის , რედაქცია უღრმეს მადლობას გამოთქვამს.
სპირიდონ კედია დაიბადა ქალაქ ზუგდიდში, 1884 წელს ოც სექტემბერს. მისი მშობლები იყვნენ: მალხაზ კედია თეო ქუთათელაძის ასული დედით დგებუაძე. ოჯახი მდიდარი არ იყო, მაგრამ ჰქონდათ კარგად მოზრდილი საკარმიდამო. იქვე წისქვილით და ეზოს გარეთ სახნავ- სათესი მიწები. ყოველივე ეს სრულიად საკმარისი იყო, რომ გაუჭირვებლად ეცხოვრათ. ადგილობრივ ეს ოჯახი პატივისცემით და სიყვარულით სარგებლობდა. ვრცლად »
ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს!
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი. სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება [...]
“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ – სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!
ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო [...]
ევროპა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ გვთხოვს
მამუკა გიორგაძე: ‘ახალი თაობა” 07.01.2014 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შეფასებისას ისმის კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. ამის წინააღმდეგ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. თქვენი აზრით, არის დღეს საქართველოში ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ეკლესიას უბიძგებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად 2008
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად I გაურკვეველ აწმყოში ვცხოვრობთ და არარსებული ბედნიერ მომავალს ველით ქართველ ერს თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლო- ბა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ–სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკ- რატიასთან, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა. შ., მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, მით უფრო _ თავისუფალს (1991-2008 წლების დამოუკიდებელი საქართველოს [...]
მიხეილ ქავთარაძე – სპირიდონ კედია ივერია #22 11 1979 პარიზი
გურია და სოციალიზმი – გრიგოლ რობაქიძე
„საქართველო“, 1917, №269
ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი. მისი ლანდშაფტი სამმუხოვანი სივრცე-გაშლილი სინთეზია, მოქნილი მთები, ბახმაროსკენ თანდათან ზვიადობით ამართული, თვალუწვდენელი ჭალადი, სამეგრელოსკენ ძლევამოსილებით გაფენილი, მოშორებით შავი ზღვა, ეს უხვად გამდნარი მუქი ზურმუხტი. გურიაში მოიძებნება ისეთი პუნქტი, საიდანაც ადამიანის მჭვრეტი თვალი სამმუხოვან ლანდშაფტს ერთს ესთეტიკურ სარკმელში გაატარებს მძაფრი სიტკბოებით. განსაცვიფრებელია გურიის ნელი სირბილე: იქ ვერ მონახავთ ვერცერთს „მყვირალა” ფერს, იქ ვერ იხილავთ ვერც ერთ უხეშ ხაზს: იქ ყოველი ნაკვთი რბილია, ნაზი, მჩატე, ნარნარი: თვითონ მთებიც კი გურიაში მკაცრი ნატეხობით კი არ არის ამართული, არამედ ხავერდოვანი სირბილით. ვრცლად »
საქართველოს პატრიარქის შესაძლო მოწამვლის ფაქტის გამო
მამუკა გიორგაძე fact2.ge
მთელი საქართველო შეძრწუნდა უწმინდესი პატრიარქის მოწამვლის ფაქტის აღკვეთის შესახებ გენერალური პროკურატურის განცხადების შემდეგ – ნუთუ არსებობს საქართველოში ადამიანი, სასულიერო პირი, რომელმაც შეიძლება ხელყოს ქვეყნის ყველაზე საყვარელი და ღვაწლმოსილი ადამიანის, ერის სულიერი მამის სიცოცხლე! ნუთუ ასეთი ზნედაცემული და უმადური ხალხი ვართ!!! ნუთუ მეორდება საუკუნის წინანდელი ტრაგედია?!
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზარზეიმით გვაუწყეს უდიდესი საფრთხის ვრცლად »
ეკლესია მხოლოდ გაერთიანებისათვის ზრუნავს
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში ღვთის მადლითა და წყალობით ახალი სასწავლო წელი იწყება. დღევანდელ დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, ვფიქრობთ იმიტომ, რომ წარსულისა და აწმყოს ანალიზით ხვალინდელი დღის განჭვრეტა გვმართებს, კერძოდ, რა სჭირდება ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს, სწორედ ამგვარ დაფიქრებულ მოქმედებას ელოდება თქვენგან ჩვენი ხალხიცა და ეკლესიაც. ვრცლად »
რატომ გამოიწვევს საქართველოს ეკლესიაში განხეთქილება სახელმწიფოს შეუქცევად რღვევას და რა ძალები არიან დაინტერესებული ამით
2017-01-09 ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან
ნინო ხაჩიძე თბილისელები #2
საქართველოს ეკლესიის ლანძღვა (კრიტიკაზე ვინ დაიჩივლებდა?!) კვლავ რჩება ერთ-ერთ აქტუალურ თემად (სხვათა შორის, ქართული ეკლესიის მოწყობის საკითხზე მსჯელობენ ათეისტებიც და სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებიც). ამ ბოლო დროს ამ მიმართულებას კიდევ ერთი სეგმენტიც დაემატა: ამჯერად თავად სასულიერო პირების ნაწილი დაუპირისპირდა ერთმანეთს თვით სატელევიზიო ეთერში და ეს ფაქტი ძალაუფლებისთვის ბრძოლადაც შეირაცხა. ასეა თუ ისე, ჩვენ ამჯერად სხვა თემაზე გავამახვილებთ ყურადღებას: ისე მოხდა, რომ სწორედ ქართული ეკლესია იყო და არის ჩვენი არა მხოლოდ ცნობიერების, თვით ტერიტორიული ურღვევობის გარანტიც. ამიტომ მამუკა გიორგაძესთან ერთად სწორედ იმ საფრთხეზე ვისაუბრებთ, რაც შეიძლება, მოჰყვეს ქართული ეკლესიის მთლიანობის რღვევას. ვრცლად »
მამუკა გიორგაძე: ,,გაუგებარია, რატომ არის ხსენებული ნაბიჯი ერთადერთი სწორი, ვინ მისცა „ქართულ ოცნებას“ ერთადერთ სიმართლეზე და აბსოლუტური ჭეშმარიტების გამოხატვაზე მონოპოლია? ვითარებაში, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფო სრულად ფლობს ინფორმაციას, ცხადია, რომ საუბარია მის მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისაგან გასაიდუმლოებაზე”
საქართველოს ხელისუფლებასა და „გაზპრომს“ შორის დადებულმა ხელშეკრულებამ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მრავალი დასაფიქრებელი და შემაშფოთებელი ხარვეზი გამოააშკარავა. ნებსით თუ უნებლიედ ხელისუფლებამ თავისი რეალური სახე კიდევ ერთხელ დაანახა ქართველ ხალხს თუ მსოფლიო საზოგადოებას. ვრცლად »
“გაზპრომთან” საზოგადოების ზურგსუკან მოლაპარაკებების პრაქტიკა საშიშია
ქართული ოცნების ხელისუფლებამ მორიგი შემაშფოთებელი და სახელმწიფო ინტერესებისთვის საშიში ნაბიჯი გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის შესახებ „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმოს. როგორც ცნობილია, აქამდე ქართული მხარე გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ახალი ხელშეკრულებით საქართველო სომხეთში ვრცლად »
მარადიულად საახალწლოდ საკითხავი – ილიას მილოცვა საქართველოს!
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
“აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი… რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!“ წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: „მოვედინ, დღეო სიხარულისაო!“ რა გითხრათ, რით გაგახაროთ? ვრცლად »
ქართული ტელევიზიების ანტიეკლესიურ გამოხდომებთან დაკავშირებით
25 დეკემბერს შესრულდა უწმიდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების 39-ე წლისთავი. ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი გულწრფელი სიხარულით ეგებება ამ თარიღს, ფიქრობს როგორ აღნიშნოს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა შესაბამისი პატივითა და ღირსებით. ქართული ტელევიზიებში კი შეჯიბრია გამოცხადებული რომელი უფრო მეტად ატკენს გულს ამ ღვაწლმოსილ ადამიანს და რომელი უფრო მეტად შეურაცხყოფს ეკლესიას, სასულიერო პირებსა თუ მრევლს. მცირე საბაბიც კი საკმარისია ჭიქაში ქარიშხალის მოსაწყობად და აპოკალიფტური სურათის დასახატად. ვრცლად »
ქართველი ისრაელების უფლება – ვასილ წერეთელი, გაზ. “საქართველო” # 82 1918 წ
ქართველი ისრაელები მხოლოდ სარწმუნოებით განსხვავდებიან დანარჩენ ქართველებისაგან, როგორც მაგალითად, ქართველი მაჰმადიანები, ქართველი კათოლიკენი, ქართველი გრიგორიანები და სხვ.
ჩამომავლობით, ენით, ისტორიით, ზნით და ჩვეულებით ისინი არიან ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი ღვიძლი ძმები და შვილები. ქართველობა ყოველთვის ასე ფიქრობდა.
მაშ რა უფლება უნდა ჰქონდესთ მათ დღეს და რა უფლება ექნებათ მომავალ საქართველოს ავტონომიაში? იგივე უფლება, როგორიც აქვთ და ექნებათ დანარჩენ ქართველებს. ვრცლად »



April 22nd, 2017
shalva chkhaidze