„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღება საქართველოს სახელმწიფოსთვის ბოლო წლების რიგით მეოთხე საკონსტიტუციო პროცესია. რამდენი ხელისუფლებაც გვყავდა ზუსტად იმდენი. ყოველი ხელისუფლება (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი) საკუთარი პოლიტიკური გემოვნებისა და კონიუქტურული აუცილებლობის მიხედვით ცვლიდა და „ირგებდა“ ქვეყნის მთავარ დოკუმენტს. ნიშანდობლივია, რომ ყოველი კონსტიტუციის ტექსტზე მომუშავე „პროფესიონალ კონსტიტუციონალისტთა“ ძირითადი ნაწილიც უცვლელია. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის „განხილვაც“ (ერთი პარტიის წარმმართველი როლით) ერთი და იგივე ფორმატში მიმდინარეობს უკვე მრავალი ათეული წელია. ვრცლად »
ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს!
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი. სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება [...]
“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ – სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!
ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო [...]
ევროპა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ გვთხოვს
მამუკა გიორგაძე: ‘ახალი თაობა” 07.01.2014 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შეფასებისას ისმის კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. ამის წინააღმდეგ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. თქვენი აზრით, არის დღეს საქართველოში ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ეკლესიას უბიძგებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად 2008
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად I გაურკვეველ აწმყოში ვცხოვრობთ და არარსებული ბედნიერ მომავალს ველით ქართველ ერს თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლო- ბა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ–სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკ- რატიასთან, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა. შ., მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, მით უფრო _ თავისუფალს (1991-2008 წლების დამოუკიდებელი საქართველოს [...]
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია ქართველი მოსახლეობის გარეშე ძირშივე მცდარი პროექტია
პაატა კოღუაშვილი, ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
მეჩაიეობა საქართველოს ეკონომიკის წამყვანი დარგი იყო, სადაც გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაის მწვანე ფოთლის (ნედლეული) წარმოებასა და ჩაის სამრეწველო გადამუშავებაში დასაქმებული იყო 170-180 ათასი კომლი. ჩაის პლანტაციების ფართობი 73.0 ათას ჰექტარს შეადგენდა. მეჩაიეობაზე მოდიოდა სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქტის 18%, მიღებული მოგების 40%, ხოლო სამრეწველო პროდუქციის წარმოებაში ჩაის პროდუქციის წილი 12% აღწევდა. ჩაის წარმოებაში საქართველოს მსოფლიოში მე-5 ადგილი ეკავა, ეხლა კი მე-10 ადგილი გვიკავია. ქვეყანაში ფუნქციონირებდა 150 ჩაის პირველადი გადამუშავებისა და 22 გადამწონი ვრცლად »
კონსტიტუციის პროექტში განსაკუთრებით საგანგაშოა ორმაგი მოქალაქეობის დაშვება
საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მიერ გამოქვეყნებული კონსტიტუციის პროექტში განსაკუთრებით საგანგაშოა მუხლი 32. პუნქტი 2 - ორმაგი მოქალაქეობის დაშვება. ამ მუხლის მიღება გამოიწვევს დემოგრაფიული ვითარების შეცვლას. ტერიტორიებოკუპირებულ ქვეყანაში საშიშია იმ მოქალაქეთა რიცხვის ზრდა, რომლებიც სხვა, უფრო დიდი ან დაინტერესებული სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებით არიან დატვირთული. ორმაგი მოქალაქეების, მით უმეტეს, საქართველოს გარეთ მცხოვრებთა პოლიტიკური ინტერესი და მათი მონაწილეობა საქართველოს არჩევნებში საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა სისუსტის ფონზე სავალალო შედეგის მომტანი გახდება. საქართველოს პასპორტით ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მოქალაქეობის მსურველთა თუ ჩვენი ჩინოვნიკების მხრიდან მრავალი ცდუნების საფუძველი გახდება. ვრცლად »
კონსტიტუციის პროექტი ფუნდამენტურ გადამუშავებას საჭიროებს
საქართველოს საკონსტიტუციო კომისიამ გამოაქვეყნა კონსტიტუციის პროექტის სამუშაო ვერსია. კომისიამ, რომელიც ძირითადად „ქართული ოცნების“ წევრებითა და ხელისუფლებისადმი ლოიალური „ესპერტებით“ იყო დაკომპლექტებული, მხოლოდ 4 თვე იმუშავა და ოფიციალურად გამოცხადებულ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების ნაცვლად კონსტიტუციის ახალი რედაქცია შემოგვთავაზა.
საქართველოს სახელმწიფოსთვის ეს რიგით მეოთხე საკონსტიტუციო პროცესია. რამდენი ხელისუფლებაც გვყავდა ზუსტად იმდენი. ყოველი ხელისუფლება (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი) საკუთარი პოლიტიკური გემოვნებისა და კონიუქტურული აუცილებლობის მიხედვით ცვლიდა და „ირგებდა“ ქვეყნის მთავარ დოკუმენტს. ვრცლად »
რატომ შეიცვლება კონსტიტუციაში ჩანაწერი „სახელმწიფო უზრუნველყოფს,“ ჩანაწერით „სახელმწიფო იზრუნებს“ და რატომ იცილებს საკონსტიტუციო ცვლილებებით სახელმწიფო პასუხისმგებლობებს საკუთარი მოქალაქეების წინაშე
საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო ყველაზე დიდი ვნებათაღელვა მიწის ყიდვა-გაყიდვის საკითხმა გამოიწვია. კერძოდ, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა კონსტიტუციით უნდა აიკრძალოს, მთავრობას კი საპირისპირო აზრი ჰქონდა, ის ნებისმიერმა მსურველმა უნდა შეიძინოსო (შემდეგ დასძინეს, განსაკუთრებულ შემთხვევებშიო). ვრცლად »
დავიცვათ საქართველოს მიწა გაუცხოებისაგან – რა წერია მიართვაში პარლამენტის თავჯდომარის მიმართ?!
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი კობახიძეს
ბატონო ირაკლი,
ორი თვის წინ ჩვენ ღიად მოგმართეთ შეკითხვით `რატომ უნდა გაიყიდოს სა-ქართველოს მიწა უცხოელებზე?~. შეკითხვასთან ერთად გაახელით განმარტება, თუ რატომაა დღეისათვის საქართველოს მიწის უცხოელებზე გაყიდვა საქართველოსა და ქართველი ერისათვის სასიკვდილო. სახელდობრ:
1. საქართველოში მსოფლიოს ღია ბაზარზე კონკურენტუნარიანი მოქალაქე არ არსებობს. მიწის გაყიდვა უცხოელებზე, ანუ მისი გატანა თავისუფალ ბაზარზე ბუნებრივად გამოიწვევს მთელი მიწის გადასვლას უცხოელთა ხელში. ვრცლად »
საზოგადოება მარგველაშვილის წინააღმდეგაა განწყობილი…
პოლიტიკოსმა მამუკა გიორგაძემ „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვაზე ისაუბრა და პრეზიდენტის ჩართულობაზე გაამახვილა ყურადრება.
გიორგაძემ რამდენიმე მიზეზი ჩამოაყალიბა, თუ რატომ არ აქვს მარგველაშვილს საზოგადოების მხარდაჭერა. ვრცლად »
ღირსეული მთავარსარდალი მშვიდობიანობის დროსაც ღირსეულად იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს
საქართველოს ახსოვს „მთავარსარდლები“: ედუარდ შევარდნაძე, რომლის სახელსაც აფხაზეთის დაკარგვა დაუკავშირდა, მიხეილ სააკაშვილი, რომლის დროსაც შიდა ქართლის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დავკარგეთ. ცხადია, ზემოთ ჩამოთვლილი მთავარსარდლები არ ჰგავდნენ ისტორიულ ქართველ მთავარსარდლებს და მათი ფუნქცია მხოლოდ ტერიტორიების დაკარგვაში გამოიხატებოდა.
მთავარსარდლის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია საკმაოდ მწვავეა. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს ნომინალურად მთავარსარდალი ერქმევა, მაგრამ ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. კერძოდ, ომის გამოცხადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს მიუვა პრემიერის წარდგინება და პრეზიდენტს იმის დისკრეციაც არ ექნება, გადაწყვიტოს, გამოაცხადოს თუ არა ომი. ამდენად, ტერიტორიებდაკარგული საქართველოს მდგომარეობიდან გამომდინარე, პრეზიდენტისთვის ამ სტატუსის ჩამორთმევა პრობლემური გახდება. ვრცლად »
რუსები ყოველთვის შეურაცხყოფას გვაყენებენ – ჩვენ რა გვრჩება, მივიდეთ და გავლახოთ „ღამის მგლები“?!
რუს ბაიკერებს საქართველო „უყვართ“, მაგრამ არ აპროტესტებენ, რომ მათი საყვარელი ქვეყანა ოკუპირებულია მათივე ფავორიტი პუტინის მიერ. ამ უცნაური სიყვარულის გამოსახატად ტურისტების ტყავში გადაცმული და საქართველოში ამ გზით შემოპარული „ღამის მგლები“ ვაკის პარკშიც მივიდნენ, უცნობი ჯარისკაცის საფლავიც ყვავილებით შეამკეს, ატირებულ ვეტერანებსაც უთანაგრძეს და ქართული საზოგადოების აგრესიაც იწვნიეს. ვრცლად »
რატომ გააქტიურდნენ მოსკოვის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის საპატრიარქოები აფხაზეთის ეპარქიის მიმართულებით და ვინ უწყობს ხელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტებას
მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩვენმა ოკუპანტებმა ჩვენივე სეპარატისტების ხელდასხმით ბედიაში თვით ბაგრატ მესამის ფრესკაც დააზიანეს და ეკლესიის გუმბათიც იავარქმნეს, არც თუ ისე დიდი ხნის წინათ კი, საწრთვნელი პოლიგონისთვის მეცხრამეტე საუკუნის ეკლესიაც დაანგრიეს, წლევანდელი აღდგომა ფრიად ღვთისმოსავურად აღნიშნეს: აფხაზურმა მედია-საშუალებებმა გვაცნობეს, რომ აფხაზეთის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში (იმას აღარ დასძენენ, ვისი აშენებულია ეს ტაძრები) სააღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდაო. მეტიც, ამჯერად წმიდა ცეცხლიც ჩამოიტანეს იერუსალიმიდან და სოხუმის საკათედრო ტაძარშიც დააბრძანეს (რომ მრევლმა სახლში წაღება შეძლოსო). ვრცლად »



June 22nd, 2017
shalva chkhaidze