-
სხვადასხვა სოციალური გამოკითხვებით ბევრჯერ დამტკიცდა, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ავტორიტეტით ეკლესია სარგებლობს. ეს კი ჩვენი ხელისუფლების სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს. დღეს ყველა ამბობს, რომ ხელისუფლება ეკლესიას ებრძვის. ამტკიცებენ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლების სათავეში ნაციონალების მოსვლის შემდეგ დაიწყო.
ეროვნული მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე ამბობს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაიწყო. მას ის პერიოდიც ახსოვს, როცა პარლამენტი სავსე იყო ეკლესიიდან განდევნილი და ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხით. ვისგან ფინანსდებოდნენ ეს ძალები, რა თანამდებობები ეკავათ მათ პარლამენტში, რას ამბობდა მათზე ეკლესია, – ამის შესახებ მამუკა გიორგაძე “გუმბათს” ესაუბრება. ვრცლად »
ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს!
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი. სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება [...]
“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ – სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!
ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო [...]
ევროპა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ გვთხოვს
მამუკა გიორგაძე: ‘ახალი თაობა” 07.01.2014 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შეფასებისას ისმის კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. ამის წინააღმდეგ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. თქვენი აზრით, არის დღეს საქართველოში ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ეკლესიას უბიძგებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად 2008
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად I გაურკვეველ აწმყოში ვცხოვრობთ და არარსებული ბედნიერ მომავალს ველით ქართველ ერს თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლო- ბა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ–სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკ- რატიასთან, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა. შ., მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, მით უფრო _ თავისუფალს (1991-2008 წლების დამოუკიდებელი საქართველოს [...]
პარლამენტში ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლთა ბუნაგია – 2011.03.23
ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის დიდი გარიგება მზადდება: სააკაშვილის ჩანაცვლების პროცესი უკვე დაიწყო – 2010
ახალი თაობა 2010-11-13
ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის დიდი გარიგება მზადდება: სააკაშვილის ჩანაცვლების პროცესი უკვე დაიწყო
ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი მამუკა გიორგაძე პოლიტიკურ ძალებს შორის ძალთა ბალანსის პრობლემაზე საუბრობს. მისი თქმით, პრაქტიკულად არ არის კლასიკური ტიპის პოლიტიკური ძალები; არ არის პარტიები, რომლებსაც ექნებათ ჩამოყალიბებული პოლიტიკური მრწამსი, იდეოლოგია, გამართული სტრუქტურები და ა.შ. შესაბამისად, ვიღებთ იმ სურათს, რაც არის. მდგრადი პოლიტიკური ცხოვრება დამოკიდებულია ძლიერ პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსზე. რადგან ბალანსი დარღვეულია და ერთ მხარეს არის უხეში ძალა, რომელიც იყენებს სახელისუფლო ბერკეტებს, ხოლო მეორე მხარეს პრაქტიკულად არ არის სტრუქტურირებული და იდეოლოგიურად ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალები, ვიღებთ ტირანულ და ავტორიტარულ სახელმწიფოს და დღეს სწორედ ამის შედეგებს ვიმკით.
- ჩვენ გვაქვს მწვავე დეფიციტი პოლიტიკური სუბიექტების არსებობისა. ნორმალური, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის ეს არის აუცილებელი. ვრცლად »
რატომ დამკვიდრდა ქართულ პოლიტიკაში სიტყვის გატეხა – 2011
რატომ დამკვიდრდა ქართულ პოლიტიკაში სიტყვის გატეხა და რატომ იყენებს ხელისუფლება და ოპოზიცია ახალი სისულელით ძველი სისულელის გადაფარვის ერთნაირ მეთოდს
2011-06-21 ნინო ხაჩიძე
ის, რაც ქართულ ოფიციალურ პოლიტიკურ სცენაზე ხდება, უნებლიეთ შიდა გარჩევების შთაბეჭდილებას ქმნის, რადგან ბოლო დროინდელი პოლიტიკური ტრადიციით, განსაკუთრებით დაუნდობლად ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფილი თანამოაზრეები მოქმედებენ. შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ ერთმანეთის სუსტი წერტილები ყველაზე კარგად სწორედ მათ იციან. ქართული პოლიტიკის ამ თავისებურებაზე მამუკა გიორგაძე გაგვიზიარებს თავის დაკვირვებას.
– თქვენც შიდა გარჩევებს ხომ არ გაგონებთ ქართული ხელისუფლება-ოპოზიციის ჭიდილი?
– სამწუხაროდ, დღეს ქართული პოლიტიკა არის არა შიდა დუღილის შედეგად წარმოქმნილი პროდუქტი, არამედ გარედან მართვადი პროცესი, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ის ხალხი იღებს მონაწილეობას, რომელიც დაშვებულია ამ პროცესში. ვრცლად »
სოფლის ვერ გადარჩენის სტრატეგია
გამოხმაურება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე (2012—2020წ.წ.)”
სახელმწიფოს სტრატეგია არის მოქმედების ძირითადი მიმართულება, წინასწარ მოფიქრებული და დაგეგმილი. მიღებული სტრატეგია, მით უმეტეს, ოფიციალურად გაცხადებული, რომელმაც უკვე მოახდინა, სახელმწიფო აპარატისა და საზოგადოების ძალისხმევის ორიენტირება სათანადო მიმართულებით, მთავრობისთვის გარკვეულწილად სავალდებულოც ხდება. რაციონალურად დაბალენსებული სასოფლო-სამეურნეო სტრატეგია წარმოადგენს იმ საყრდენს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება არსებული სიძნელეების დაძლევა და სახელმწიფოებრივი ხედვის რეალიზება სოფლის მეურნეობის სფეროში. მთავრობის კომპეტენტურობა და აგროსასურსათო პროცესებში მისი ჩარევის ხარისხი (მარეგულირებელი, მაორიენტირებელი როლი), მიმართულება და დონე გადამწყვეტი ფაქტორია ქვეყნის შიმშილისგან გადარჩენაში დღეს და სამომავლოდ. ვრცლად »
დროა, ხელისუფლების გამოწვევა მივიღოთ – 2012
ეროვნული მოძრაობის წევრი და `სახალხო პარტიის~ ლიდერი მამუკა გიორგაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ დავით გარეჯი არა მხოლოდ აზერბაიჯანული ხმების სანაცვლოდ დათმო. აქ მნიშვნელოვანი ბიზნეს-ინტერესებია.
_ დღეს თითოეული ჩვენგანი ქუჩაში უნდა ვიდგეთ და ხელისუფლებას პასუხს ვთხოვდეთ დავით გარეჯთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ტექნოკოგიურადაც, თუ ჩავენ მართლა გვინდა სააკაშვილის ხელისუფლებიდან გაშვება, ელემენტარულად, დღესვე რუსთაველზე უნდა ვიდგეთ, თორემ სამ თვეში რა უნდა შეიცვალოს?! ეს არის საინტერესო, _ აცხადებს მამუკა გიორგაძე. მისი თქმით, დღეს რუსთაველზე ათასობით ადამიანი უნდა იდგეს და ხელისუფლებისგან უკან დახევას უნდა მოითხოვდეს. ვრცლად »
რისთვის იღვრება ქართული სისხლი ავღანეთში
რისთვის და ვისთვის შენდება ლაზიკა – 2012
ახალი თაობა №129 01.06-01. 2012
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან
- ბატონო მამუკა, პრეზიდენტი და დავით ბაქრაძე მუდმივად აფიქსირებენ პარლამენტის ქუთაისში გადატანის კომენტირებისას საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში – ჩვენ როგორც ახლად შექმნილი სახელმწიფო და ა.შ. რა მიზანმიმართული პოლიტიკა ხორციელდება მმართველი პარტიის მხრიდან და საით მიჰყავს სააკაშვილს ამ განცხდაბებით ქვეყანა? ვრცლად »
ლორთქიფანიძე: პარლამენტი აგრძელებს კოჰაბიტაციად მონათლულ „პინგ-პონგს“
NEWS.GE 06.03.2014
სახალხო პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ რეგიონებში, მერობის კანდიდატისთვის საკრებულოს წევრად კენჭისყრის აკრძალვის ნორმის შეტანა საარჩევნო კოდექსში, იურიდიულად კარგად შეფუთული პოლიტიკური უმსგავსობაა, რომელიც მიმართულია კოჰაბიტაციად მონათლული ,,პინგ–პონგის” გასაგრძელებლად.
„მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფისთვის, საკუთარი კანდიდატის მერის პოსტზე წარდგინებაზე უარის თქმით, „ქართულმა ოცნებამ” საბოლოოდ თქვა უარი, ოდნავ მაინც კონკურენტუნარიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს. ვრცლად »
„სახალხო პარტიას“ საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლობითობაში ეჭვი ეპარება
NEWS.GE 04.03.2014
„სახალხო პარტიას“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლობითობაში ეჭვი ეპარება და კომისიის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს განცხადებით მიმართავს.
„თქვენი თავმჯდომარეობით, გაიმართა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა. პრესრელიზში აღნიშნული კომისიის შემადგენლობის საკმაოდ წონიანი ჩამონათვალის მიუხედავად, უფლებას ვიტოვებთ, ეჭვი შევიტანოთ ამ უმნიშვნელოვანესი კომისიის საყოველთაო წარმომადგენლობითობასა და იმაშიც რომ, მის მუშაობაში საზოგადოების ყველა ჯგუფია ჩართული.
ჩვენდა სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება წარმატებით აგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ პრაქტიკას და ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის დროს, მხოლოდ მისთვის სასურველ, ან მისგან მართულ პოლიტიკურ ოპონენტებთან გამართული დებატებით ქმნის ფონს, ნაცვლად იმისა, საკითხის გადაწყვეტაში ყველა მხარე ჩაერთოს. ვრცლად »
გოგი ლორთქიფანიძე-თვითმმართველობის არჩევნები ინტერესთა კონფლიქტის გამო უპრეცედენტო იქნება
NEWS.GE 04.03.2014
სახალხო პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის ანალოგიური პროცესების პროვოცირების მცდელობა საქართველოშიც იქნება.
“მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ისა და ევროპის მიერ მკაფიოდ დაფიქსირდა პოზიცია, იმის თაობაზე, რომ რუსული ვექტორის გააქტიურების შემთხვევაში, ისინი ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი, ჩვენი მთავარი იარაღი ამ ბრძოლაში ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ჯანსაღი და დემოკრატიული მდგრადი განვითარებაა. ვრცლად »



March 9th, 2014
shalva chkhaidze