gerbebi_Page_6

სწორი ბრძოლა გამარჯვების საფუძველია

საქართველოს “სახალხო პარტიის” პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე
პოლიტიკური პროცესების შესახებ

დღეს, საქართველო თავისი განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმყოფება. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენს ირგვლივ განვითარებულმა პროცესებმა ნათლად დაგვანახა, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, ქვეყანა მოჯადოებულ წრეზე დადის და იმის მაგივრად, რომ ჩვენ მთავრი გამოწვევები იყოს XXI საუკუნის ცივილიზებული მსოფლიოს გამოწვევები, ჩვენ ისევ იმ პრობლემების წინაშე ვდგავართ, რომლის წინაშეც ვიდექით ამ 20 წლის განმავლობაში. მხედველობაში გვაქვს, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება და ხელისუფლების ცვლილების პრობლემები. ვრცლად »

მოგწონს თუ არ მოგწონს აქციის ორგანიზატორი, ყველა ქართველის ადგილი არის იქ, სადაც დღევანდელი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა იწყება! – 2012

  •  გვესაუბრება „სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე
    -ბატონო მამუკა, 27 მაისს „ქართულმა ოცნებამ” მრავალრიცხოვანი აქციის ჩატარება გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავიდან ქუჩის აქციების წინააღმდეგი იყო. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია მათი გეგმების შეცვლა და თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ამ აქციისგან?
    -აქცია იქნება, პრესკონფერენცია თუ სხვა სახის ღონისძიება,  ყველა მათგანი  საშუალებაა იმისათვის, რომ მიღწეული იქნას ძირითადი მიზანი. შესაბამისად, ყველა ქმედება ჩვენ უნდა განვიხილოთ, როგორც მიზნისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული გარკვეული ნაბიჯი. ამიტომ, დღეს კამათი იმასთან დაკავშირებით აქცია უნდა იყოს, თუ არ უნდა იყოს, ჩემთვის ნამდვილად უადგილოა. ვრცლად »
giorgadze_mamuka

მედვედევი სააკაშვილის გადარჩენას ცდილობს – 2012

ინტერვიუ სახალხო პარტიის თავჯდომარე მამუკა გიორგაძესთან
ახალი თაობა №112    12-13.05. 2012
-მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ  აფხაზეთი არასოდეს ყოფილა  საქართველოს შემადგენლობაშიო, ხმაური  გამოიწვია.  როგორია  თქვენი  კომენტარი სააკაშვილის ამ განცხადებაზე?
-სააკაშვილი გეგმაზომიერად ცდილობს საქართველოს ერთ-ერთი ძირძველი კუთხე  მოსწყვიტოს  საქართველოს, ამით აგრძელებს  ედუარდ შევარდნაძის კურსს, უმტკიცებს რუსეთს საკუთარ ერთგულებას  და საჭიროებას, სანაცვლოდ იღებს მაქსიმალურ დახმარებას  საკუთარი  ხელისუფლების გასამყარებლად. ვრცლად »

gerbebi_Page_6

სახალხო პარტია 2008 წლის ომის შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნას ითხოვს

სახალხო პარტია ხელისუფლებას სახელმწიფო საგამოძიებო კომისიის შექმნას სთავაზობს, რომელმაც უნდა შეისწავლოს და პოლიტიკურ შეფასება მისცემს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს.

სახალხო პარტიის თავჯდომარის მამუკა გიორგაძის განცხადებით, მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების დაპირებისა, რომ გამოიძიებდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მისცემდა ყოფილი ხელისუფლების ქმედებას ამ ომში, საკითხი საერთოდ მიჩუმათებულია.

“მხოლოდ სატელევიზიო ტოქშოუებისა და ნაცმოძრაობასთან დებატების დროს ისტერიკამდე მისული ემოცის ფრქვევის თემად რჩება. საკითხის იგნორირება და ერთიანი კონსოლიდირებული პოზიციის ჩამოუყალიბებლობა სახელმწიფოებრივი განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელის შემშლელ უმთავრეს ფაქტორადაა ქცეული – ყველა იტოვებს შესაძლებლობას საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი”, – აცახდებს მამუკა გიორგაძე.

მისივე თქმით, სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება გასცა (რომლის სამართლებრივი უფლება საქართველოს სახელმწიფოს ჰქონდა). გიორგაძის აზრით, აღნიშნული, ნებსით თუ უნებლიედ, დღეს, მხოლოდ, ერთი მხრივ, ნაცმოძრაობას აძლევს საშუალებას ეროვნული ინტერესების დამცველად წარმოაჩინოს თავი და მეორე მხრივ, რუსეთს აძლევს ხელს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო და დიპლომატიურ ომში.

“არ მახვილდება ყურადღება სააკაშვილის ძირითად დანაშაულზე _ როდის, სად და რა ვითარებაში დაუშვა მან ტყვიის გავარდნა, რომელზეც არა საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი, არამედ სააკაშვილისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები პერსონალურად უნდა აგებდნენ პასუხს. ვრცლად »

გოგი ლორთქიფანიძე – საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ “შეშფოთების” გამოხატვით კმაყოფილდება

NEWS.GE  08.03.2014

   სახალხო პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გოგი ლორთქიფანიძე რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს ეხმიანება. მისი განცხადებით, ბოლო დღეებში გახშირდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განლაგებული რუსული სამხედრო ბაზებიდან რუსული სამხედრო ვერტმფრენებისა და რუსული უპილოტო საფრენი აპარატების საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შემოჭრა, რომლებმაც მისი თქმით, გადაუფრინეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებსა და პოლიციის შენობებს. ვრცლად »

მამუკა გიორგაძე – დეპუტატები უმწიფარები და უპასუხისმგებლოები არიან

NEWS.GE  07.03.2014

„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე დეპუტატების პოლიტიკურ უმწიფარობაზე და პასუხისმგებლობის დეფიციტზე საუბრობს. გიორგაძისთვის, აღნიშნული შეფასების საფუძველი, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე, უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატების შეუთანხმებლობა გახდა.

„უკრაინის შესახებ რეზოლუციის განხილვამ, კიდევ ერთხელ გვაჩვენა საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების წევრთა პოლიტიკური უმწიფარობა და პასუხისმგებლობის სრული დეფიციტი. ამასთანავე, კიდევ ერთხელ ცხადად დაანახვა საზოგადოებას ამ ორგანოს სრული უუნარობა, მიიღოს გადაწვვეტილება და დაიცვას საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები. ამის ნაცვლად, ისინი მხოლოდ პოლიტიკური ცხოვრების დრამატიზების ილუზიის შექმნით არიან დაკავებულები. ვრცლად »

იქნებ ახლა მაინც გამოუჩნდეს მიწას პატრონი

საქართველოს მთავრობის წევრიებს: თ. წულუკიანს, გ. კვირიკაშვილს, შ. ფიფიას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილი არაერთი წე¬რი¬ლის, ჩვენი არაერთი პუბლიკაციისა და სატელევიზიო გამოსვლის მიუხედავად, სამწუხაროდ, მიწის აღრიცხვისა და მიწის კოდექსთან ჩვენს მიერ დაყენებულ მწვავე საკითხებს შესაბამისი ორგანოების მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.
აღნიშნული პრობლემით დაინტერესებულ მკითხველს გვინდა შევახსენოთ, რომ 2005 წლამდე ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად ხდებოდა მიწების აღრიცხვა მიწის დანიშნულებისა და კატეგორიების, რაიონების, მხარეების, მიწის მესაკუთ¬რეთა და მოსარგებლეთა მიხედვით. ამ მიზნით, ყოველი წლის 1 იანვრის მდგო¬მარეობით, რაიონის გამგეობა ამტკიცებდა მიწის ბალანსს, რომელსაც შემდეგ იხილავდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და დასა¬მტკიცებლად წარუდგენდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტს. ვრცლად »

ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მილიონები დაიხარჯა

ახალი თაობა #55   7  03   2011   თეა მარხვაიძე
ჩვენთან უკვე დიდიხანია საუბრობენ იმის შეახებ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან სერიოზული ბრჯოლა მიმდინარეობს. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე ღიად აკეთებს ეკლესიისა და კონკრეტულად პატრიარქის საწინააღმდეგო განცხადებებს.  მმართველი ელიტის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე შეიცხადეს, რატომ ერევა პტრიარქი პოლიტიკაში.  ცოტა ხნის წინ ის რუსეთთან გამჭვირვალე დიალოგის ინიციატივით გამოვიდა. ამაზე ნაციონალების ნაწილი სულ გადაირია.
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე პატრიარქის გადაწყვეტილებით კმაყოფილია და მიაჩნია, რომ პატრიარქი ისე იქცევა, როგორც ერის მამა. ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიით გიორგაძე შეშფოთებულია, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ისინი მართლმადიდე3ბლობას ვერაფერს დააკლებენ. ვინ და რატომ ებრძვის ქართულ ეკლესიას, რატომ ტეხს ხელისუფლება ისტერიკას, როცა პატრიარქი რუსეთზე საუბრობს, როდის ჩაეყარა მართმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლას საფუძველი, ამ თემებზე მამუკა გიორგაძე “ახალ თაობას ” ესაუბრა.
თეა მარხვაიძე ვრცლად »

mamuka

ხელისუფლებამ პატრიარქზე ზეწოლისთვის გარეგინ II გამოიყენა

საქართველო  ,,პრახადნოი დვორი” არ უნდა გახდეს
ინრერვიუ მამუკა გიორგაძესთან – შორენა კოწოწაშვილი
რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით მიღებული კანონით საჯაროდ გამოხატული აღშფოთების ტალღა შედარებით მინელდა, თუმცა, როგორც საკითხში კარგად გაცნობიერებული პირები მიანიშნებენ, ამ კანონს თავისი დამანგრეველი შედეგების მოტანა მომავალში შეუძლია, ანუ, როგორც ჩანს, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი კანონი მიიღო და რელიგიური კონფესიების, მათ შორის სომხური ეკლესიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირებამ შესაძლოა საქართველოს შემდგომში ტერიტორიული პრობლემაც კი შეუქმნას.
საზოგადოებისთვის ცნობილმა პირებმა ხელისუფლების გაკრიტიკების პარალელურად ეკლესიის წარმომადგენლებიც გააკრიტიკეს და ასეთი  შედარებებიც დააფიქსირეს: სასულიერო პირებმა ჯიპებზე გაცვალეს სახელმწიფოს ინტერესებიო.
_ რა შუაშია ჯიპები და საჩუქრები. თუ ამის მთქმელს, თამაზ წივწივაძე იქნება თუ სხვა ვინმე, აქვს იმის არგუმენტი და ფაქტი, რომ რომელიმე ეპისკოპოსმა ან სასულიერო პირმა ჩაიდინა ანტიეკლესიური ან ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, ამაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ. ჯიპების მიცემა-არმიცემა, ეს თავისთავად არ არის დანაშაული. თუ იცი რამე, თქვი და დაადე კონკრეტულ პიროვნებას ხელი. თუ გვინდა ნორმალური საზოგადოება, უდანაშულობის პრეზუმფცია უნდა არსებობდეს. ჩაიდინა კონკრეტულმა მღვდელმა რაიმე დანაშაული, კი ბატონო, მოვთხოვოთ პასუხი, _ აცხადებს მამუკა გიორგაძე და უწუნებს იმ პოლიტიკოსებს საქციელს, რომლებმაც ბოლო დღეებში გააკეთეს განცხადება მღვდლებს აღსარების საიდუმლოებები შსს-ში მიაქვთო. გიორგაძე ურჩევს კოლეგა პოლიტიკოსებს, თუ ერთი მსგავსი ფაქტი მაინც იციან, იმ კონკრეტულ მღვდელს მოვთხოვოთ პასუხი. ვრცლად »

ყველაფერი კეთდება, რომ ქართულ ეკლესიას პრობლემები შეექმნას – 2011

მამუკა გიორგაძე: “ყველაფერი კეთდება, რომ ქართულ ეკლესიას პრობლემები შეექმნას”
სახალხო პარტიის ლიდერის მამუკა გიორგაძის განცხადებით, ხელისუფლების სურვილია, დაყოს ერთიანი მართმადიდებლური სივრცე და ამ გზით მოახდინოს ეკლესიის დისკრედიტება-რღვევა და დასუსტება.
_სააკაშვილი სწორედ იმიტომ მოიყვანეს ხელისუფლებაში, რომ მან ყოველივე ქართული უნდა დაშალოს და გაანადგუროს. მათ შორის, საქართველოს ეკლესია, როგორც სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომელიც არის შემკვრელი ქართლი საზოგადოებისა და სწორი ორიენტირების მიმცემი. ამიტომაც ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართულ ეკლესიას შეექმნას პრობლემები, _ აცხადებს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი და ეკლესიის საკითხებში კარგად გაცნობიერებული მამუკა გიორგაძე.
გიორგაძე ეკლესიის წიაღში ხელისუფლების ხელის ფათურს და ამ ეტაპისთვის არსებულ ვითარებას ძალიან მძიმედ აფასებს, თუმცა ფიქრობს, რომ ჯერ საგანგაშო ვითარება არ არის.
გთავაზობთ ინტერვიუს მამუკა გიორგაძესთან. ვრცლად »

Powered by WordPress