“რეზონანსი” 25.03.2013
გვარწმუნებენ, თითქოს დასავლეთი და, კერძოდ, ევროპა გვაშანტაჟებს, “თუ თქვენი ქვეყნის საშინაო კურსში არ გაატარებთ სახელმწიფოებრიობისათვის დამანგრეველ რეფორმებს, დასავლეთში ინტეგრაციას თქვენი ქვეყანა ვერ ეღირსებაო”. ეს სიცრუეა: დასავლეთის მიერ საქართველოს დაცვა რუსული აგრესიის (დღეს _ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციის) წინააღმდეგ ემყარება არა საქართველოს შინაგანი ნგრევის სურვილს (თუმცა მსოფლიოში არსებობს არაერთი სახელმწიფოც და ლობიც, რომელთათვისაც ეს სასურველია), არამედ ჩვენი ქვეყნისა და დასავლეთის ფუნდამენტური გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესების თანხვედრას, ერთის მხრივ, და საქართველოს, როგორც ტიპოლოგიურად დასავლური ქვეყნის, ისტორიულმასშტაბიან საიმედოობას, როგორც დასავლური ცივილიზაციის (ამ სიტყვის ფართო აზრით) წევრისას, მეორეს მხრივ. ამავე დროს ჩვენი ქვეყნის ნაკლებ ინფორმირებულ მოქალაქეებს ვრცლად »



April 2nd, 2014
shalva chkhaidze