SONY DSC

რუსეთი არის სახელმწიფო, რომელმაც არ იცის, რა არის პარტნიორობა, რა არის არგუმენტი და საღი აზრი

შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” მარტი 2014

რატომ ალაპარაკდნენ პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის უფლებების გაზრდაზე, მართლა არ უწევს ანგარიშსს პრეზიდენტს პრემიერი ღარიბაშვილი და სახეზეა თუ არა კლანებს შორის ბრძოლა? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის და რუსეთთან შერბილებული ტონის მოუხედავად, მავთულხლართების გადმოწევა საოკუპაციო ზოლზე გრძელდება. რაზე მეტყველებს ეს, არ მიიღო ივანიშვილ-ღარიბაშვილის რბილი ტონი რუსეთმა? ვრცლად »

giorgadze_mamuka

ხელისუფლებაში სისხლიანი დაპირისპირება დაიწყო –2007

შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 14.07.2007

ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან
_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით კუდ-ის და სოდ-ის სპეცოპერაციებს, რომელიც საზოგადოებაში ტელედაპატიმრებების სერიალის სახელით არის ცნობილი და კონკრეტულად ქუთაისის მერიის თანამშრომელთა დაპატიმრებაზე რას იტყვით?

_ ქუთაისში კუდ-ის მიერ რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციით კიდევ ერთხელ გამოვლინდა ხელისუფლების რეალური არსი. გახსოვთ, ასეთი გადაცემა იყო `ტელეღიპუცები~. ახლა კი თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, მიმდინარეობს სერიალი `ტელეპოლიტიკოსები~. სხვათა შორის, მაყვალა გონაშვილს აქვს ამაზე ძალიან საინტერესო ლექსი. ესენი ტელეპოლიტიკოსები არიან. რეალური პოლიტიკური ცხოვრება არ მიმდინარეობს. ჩვენ არ გვაქვს შეხება რეალურ ცხოვრებასთან. უბრალოდ ხდება იმის ასახვა ტელევიზიაში, ვითომ რეალური ცხოვრება მიმდინარეობს. არის მცდელობა იმისა, რომ დაიფაროს ის ფაქტი, რომ საქართველოს ჰყავს არაქმედითუნარიანი მარიონეტული, დასმული ხელისუფლება, რომელიც ვერც ერთ პოლიტიკურ საკითხს ვერ გადაწყვეტს იმ უწყებების გარეშე, რომლებიც რეალურად წარმართავენ საქართველოს ხელისუფლების მუშაობას. მეორეს მხრივ, ვრცლად »

giorgadze-1

ოპოზიციის გაერთიანების მითი და საზოგადოების თამონაწილეობა პროცესებში. 2010

ობიექტივი #37 27.11.2010
წამყვანი: _ ლალი აფციაური.
სტუმარი: _ მამუკა გიორგაძე.
თემა: _ სახალხო კრება და ქართული პოლიტიკური სპექტრი.
მომზადებულია რადიოეთერის მიხედვით.

ლალი აფციაური: _ რა მოხდა 25 და26 ნოემბერს? ძალიან მაინტერესებს თქვენი ანალიზი. როდესაც მეუბნებიან, რომ რომელიმე პარტია ემზადებოდა აქციისათვის, ან თუნდაც სახალხო კრება ემზადებოდა ამ მოძრაობის დასაწყებად, და მამუკა გიორგაძე კონსულტანტის სტატუსით არ იყო მიწვეული, უკვე ვიცი, რომ იქ არაფერი არ გაკეთდება. მე ბატონ მამუკას 89 წლიდან ძალიან კარგად ვიცნობ და ამიტომ ეს შემიძლია განვაცხადო.
მამუკა გიორგაძე: _ სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკაში არ არის ღირებულებათა, იდეათა ბრძოლა. დღეს არის ინტერესთა ჭიდილი და ეს უკვე ბიზნესია. შესაბამისად, დღეს საქართველოში პოლიტიკა არ კეთდება, იმიტომ, რომ ღირებულებათა სისტემის დამკვიდრება არ ხდება. ვრცლად »

mamuka

ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს!

საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი.

სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება გასცა (რომლის სამართლებრივი უფლება საქართველოს სახელმწიფოს ჰქონდა), რაც, ნებსით თუ უნებლიეთ, დღეს, ერთი მხრივ, ,,ნაცმოძრაობას” აძლევს საშუალებას, ეროვნული ინტერესების დამცველად წარმოაჩინოს თავი და, მეორე მხრივ, რუსეთს აძლევს ხელს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო და დიპლომატიურ ომში.
არ მახვილდება ყურადღება სააკაშვილის ძირითად დანაშაულზე _ როდის, სად და რა ვითარებაში დაუშვა მან ტყვიის გავარდნა, რომელზეც არა საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი, არამედ, სააკაშვილისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები პერსონალურად უნდა აგებდნენ პასუხს. ვრცლად »

gerbebi_Page_6

“სახალხო პარტია” მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას ეხმიანება

  • 24 მარტი 17:07

“სახალხო პარტია” ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე  დაბარებას ეხმიანება და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც News.ge გთავაზობთ უცვლელად:

“ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ერთდროულად მრავალი გამოძიების დაწყება, თანაც მაშინ, როცა ის საქართველოში არ იმყოფება და არც არის სამართლებრივი საშუალება მის ჩამოსაყვანად, ერთადერთი გზაა, ერთი მხრივ, ააცილო სააკაშვილს რეალური პასუხისმგებლობა და, მეორე მხრივ ქართული საზოგადოების ემოციური განწყობა სააკაშვილის რეჟიმის მიმართ დაუპირისპირო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს განვითარების ხელშეწყობის პრაგმატულ მიდგომებს. ვრცლად »

gerbebi_Page_6

“სახალხო პარტია” ხელისუფლებას მოუწოდებს მაქსიმალურად გააქტიურდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით

  • 21 მარტი 16:04 NEWS.GE

,,სახალხო პარტიის” განცხადებით, ევროკომისიის ხელმძღვანელის ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადება საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების ხელშეკრულების ივნისში გაფორმებაზე, ახალი რეალობის წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას.

“სახალხო პარტია” მიესალმება აღნიშნული პროცესის დაჩქარებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მაქსიმალურად გაააქტიუროს თავისი ქმედებები ამ მიმართულებით. ვრცლად »

“სახალხო პარტიის” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი საზოგადოებას მიმართავს

  • 24 მარტი 17:43 NEWS.GE

“სახალხო პარტიის” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე საზოგადოებას მომავალი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მიმართავს.

“მინდა მივმართო, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოებაში ავტორიტეტით და რომელთა სიტყვასაც ენდობა საზოგადოება; იმათაც, ვინც ჯერჯერობით უცნობნი არიან ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ თავის თავს სწორედ მიიჩნევენ სოციალურად აქტიურ და ჯანსაღი ამბიციით სავსე ადამიანებად.

მომავალი თვითმმართველო ვრცლად »

გოგი ლორთქიფანიძე შიშობს, რომ ,,პანორამა თბილისის” პროექტი საყდრისის ბედს გაიზიარებს

  • 26 მარტი 16:48 NEWS.GE

“სახალხო პარტიის” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე ეხმაურება გუშინ გასაჯაროებულ ,,პანორამა თბილისის” პროექტის, გაჟღერებული სახით რეალიზაციის მიზანშეწონილებას.

გოგი ლორთქიფანიძის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს პროექტი და მისი დაწყების გამოცხადებული ვადები არის თავნებობის ის მაგალითი, რითაც გამოირჩეოდა წინა ხელისუფლება.

“ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ თბილისი და მთლიანად საქართველო კონკრეტული პიროვნებების სურვილების რეალიზაციის ადგილი არ არის. ვრცლად »

“სახალხო პარტია” გურამ დოჩანაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

26 მარტი 16:35 NEWS.GE

“დღეს ცოცხალი ქართველი კლასიკოსი მწერალის, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედის ბ-ნი გურამ დოჩანაშვილს 75 წელი შეუსრულდა.

ბ-ნი გურამის შემოქმედების მთავარი წარმართველი თემები ქრისტიანული ღირებულებები, სამშობლო, სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვაა. პირადი ცხოვრებით ჩვენი თაობისთვის სამშობლოსთვის ბრძოლის, თავდადების, მეგობართა ერთგულების და ტკივილის ღირსეულად ატანის სიმბოლოა. ვრცლად »

მერაბი მამუკა

ტანჯვათა ტიტანი – დოსტოევსკი

  მერაბ კოსტავა
ლურჯად ლივლივებს ზეცა უზადო,
ირკალებიან სტეპნი დონისა,
გაშიშვლებულა დიდი რუსეთი
როგორც მეძავი ბაბილონისა.
    ნუთუ ფორტუნას ჰყავს ატანილი
    და თავს საკუთარს ვეღარ იპოვის…
    როდემდე გასტანს აუტანელი
    უსულგულობა ჩინოვნიკობის. ვრცლად »
Powered by WordPress