“სახალხო პარტია” აღნიშნავს, რომ ცნობილი გახდა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კატეგორიული მოთხოვანა შშ მთავრობის მიმართ იმ პირთა დასჯაზე, რომელთა ბრძანებითაც ხდებოდა ადამიანების წამება.
-”აღნიშნული განცხადება გამოწვეული იყო აშშ-ს სენატის ანგარიშით, რომელშიც განხილული იყო მსგავსი ფაქტები.
ამ მოხსენებას შეშფოთებით შეხვდნენ დიდ ბრიტანეთშიც. ვრცლად »
ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს!
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი. სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება [...]
“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ – სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!
ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო [...]
ევროპა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ გვთხოვს
მამუკა გიორგაძე: ‘ახალი თაობა” 07.01.2014 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შეფასებისას ისმის კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. ამის წინააღმდეგ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. თქვენი აზრით, არის დღეს საქართველოში ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ეკლესიას უბიძგებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად 2008
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად I გაურკვეველ აწმყოში ვცხოვრობთ და არარსებული ბედნიერ მომავალს ველით ქართველ ერს თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლო- ბა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ–სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკ- რატიასთან, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა. შ., მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, მით უფრო _ თავისუფალს (1991-2008 წლების დამოუკიდებელი საქართველოს [...]
“სახალხო პარტია”-”დროა, თაროზე შემოდებულ საქმეებს მიეცეს მსვლელობა”
“სახალხო პარტია” ფინანსთა სამინისტროსგან ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს
“სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ფინანსთა მინისტრს მიმართავს და მთელ რიგ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. აღნიშნულ განცხადებას “ივერიონი” უცვლელად გთავაზობთ
საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს
სახალხო პარტიის თავჯომარის
მამუკა გიორგაძის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ბატონო ნოდარ,
გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს მთავრობისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე
1. რომელი საერთაშორისო კომპანია იყო/არის შერჩეული ტვირთების მონიტორინგისათვის;
2. რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ სავაჭრო დერფნებში(აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონში 2011 წლის 9 ნოემბრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გადაადგილებული ტვირთების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ნაზარდი ჯამის მიხედვით თანხებში, და თუ შესაძლებელია იგივე ნატურალური ზომის ერთეულებში (ტონა, ცალი, მანქანა)
3. საარბიტრაჟო ტრიბუნალის წევრების პერსონალური შემადგენლობა.
გზატკეცილის “დაღისტანი-კახეთი” აშენება პირდაპირი სახელმწიფო ღალატია
რეზონანსი (03.11.2014)
1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ საქართველოში გაბატონებული ორივე გუნდის პოლიტიკა – შევარდნაძისაც და სააკაშვილისაც – ორი მთავარი ელემენტისაგან შედგებოდა. პირველი იყო საქართველოს ყოველმხრივი მიზანმიმართული ნგრევა რუსეთის დავალებით, მაგრამ “დასავლეთის” სახელით, რასაც “თანმხლებ პროდუქტად” დასავლეთისადმი სიძულვილის პროვოცირება ჰქონდა. მეორე იყო გზადაგზა, როგორც საქმე მოიტანდა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს სიმდიდრიდან და მისი სტრატეგიული პოზიციებიდან მსხვილ-მსხვილი ნაჭრების “მოტეხვა”.
შევარდნაძემ “მოტეხა” ის, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსულ ფირმებს მიასხვისა, რუსები “მემშვიდობეებად” დაგვიკანონა, რუსებსვე აფხაზეთი ჩააბარა, ნიადაგი მოუმზადა მათთვის ცხინვალის ჩაბარებას, საქართველო შეათრია (გაყალბებული პროცედურით) “ესენგეში” და ა.შ. ვრცლად »
ერთ მაგალითს ხომ არ გვეტყოდით, როცა სახელმწიფოებრივმა ინტერესებმა თქვენი ჯიბის ინტერესები გადასძალა?
,,სახალხო პარტია” ხუდონჰესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
როგორც ცნობილია, ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის აზრი არაერთგვაროვანია. საკითხს ამწვავებს ისიც, რომ ამ ჰესის მშენებლობის უფლება ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას - “ტრანსელექტრიკს” ჰქონდა, რომელმაც ვერა და ვერ განუმარტა ქართულ საზოგადოებასა და ადგილობრივ მოსახლეობა, თუ როგორ იქნებოდა გათვალისწინებული ქვეყნისა და მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნები. ვრცლად »
ჯაფარიძის პოზიცია კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს წინა ხელისუფლების რუსეთთან ვალდებულებებზე
“სახალხო პარტიის” ლიდერის მამუკა გიორგაძის განცხადებით ,,სახალხო პარტიას” ჰქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ,,ხუდონჰესის” მშენებლობა იყო წინა ხელისუფლების რუსეთთან გარიგება.
“აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ მივმართეთ საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს და წარვუდგინეთ ამ ეჭვის დამადასტურებელი არგუმენტები. მალევე ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადებები, ჯერ ინდოელი ინვესტორებისადმი მათი ფირმის და დაინტერესებული პირების სრული მონაცემების მოთხოვნაზე და შემდეგ ,,ხუდონჰესის”საკუთარი ძალებით შენების შესახებ. ამ უკანასკნელს მოყვა ,,ნაცმოძრაობის” დეპუტატის ზ.ჯაფარიძის და ყოფილი მინისტრის ა.მირცხულავას უარყოფითი შეფასებები. ზ.ჯაფარიძის ეს პოზიცია კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს წინა ხელისუფლების რუსეთთან ვალდებულებებზე. რაც შეეხება ა. მირცხულავას, ჩვენთვის გაუგებარია ამ სფეროში კორუფციულ გარიგებებზე მსჯავრდებული ადამიანს რა მორალური უფლება აქვს საზოგადოებას შეთავაზოს თავისი პროექტები, მით უმეტეს ღიად ჩანს მისი პირადი ინტერესები. ,,სახალხო პარტია” მოუწოდებს ხელისუფლებას ბოლომდე გაარკვიოს ამ საქმეში სხვა ქვეყნების და აქაური კერძო პირების კერძო ინტერესები, შეისწავლოს რუსეთის ახალი ენერგეტიკული დოქტრინა და მისი თურქეთთან ხელშეკრულება და ისე ჩამოაყალიბოს ენერგეტიკული ის სტრატეგია, რომელიც იქნება ქართველი ხალხის ინტერესებში.” – აცხადებს მამუკა გიორგაძე
სახალხო პარტიის განცხადება ემზარ კვიციანის განაჩენის გამო
ივერიონი 17.11.2014
სახალხო პარტიის პროტესტი
“დღეს, ზუგდიდის სასამართლომ ემზარ კვიციანს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ჩვენი აზრით, ამ მოვლენის განხილვა შეუძლებელია კოდორის ხეობაში და, საერთოდ, ქვეყანაში 2008 წლიდან განვითარებული პროცესებიდან განყენებულად.
საზოგადოებისთვის ბევრის მთქმელია, ის, რომ ვრცლად »
ეს პარლამენტი მიჯირყვნილი დაიბადა
თამარ ნინიძე “ახალი თაობა” 08.12.2014
ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან
_ უკრაინის ხელისუფლების საკადრო საკითხებზე და ნაცმოძრაობის ლიდერების დანიშვნებზე გკითხავთ. თქვენი აზრით რა არის ამ გადაწყვეტილების მიზეზი?
_ ერთადერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს იმით, რომ შიდა კლანურ ბრძოლებში გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ჩათვალეს, მათი შიდა ბრძოლებისთვის უფრო მისაღებია არა გაცვეთილი ადამიანების დანიშვნები პოსტებზე.
_ ხომ არ გაართულებს ეს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობას?
_ იმდენად წვრილმანებია, რომ არ უნდა იმოქმედოს, მეორე საკითხია უკრაინას ეს რაში გამოადგება, უკრაინის წარუმატებლობა ნამდვილად არ იქნება სასიხარულო არც ქართველი ხალხისთვის, არც ქართული სახელმწიფოსთვის, არადა, ამ ადამიანებით რას უნდა მიაღწიონ, ჩემთვის ეჭვქვეშ დგება, მაგრამ ამან არ უნდა იმოქმედოს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაზე, უფრო ფართო, უფრო ღრმა სტრატეგიული კავშირებია და პიროვნებების მომენტებზე არ უნდა იქნეს გამახვილებული ყურადღება. ვრცლად »
“ყველაფერი კარგად არის და პანიკას არ ავყვეთ” -მოსახლეობის შეურაცხყოფად აღიქმება”
სახალხო პარტიის განცხადება
ეკონომიკური ცხოვრების სტაბილურობა და მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლების ნდობა სახელმწიფოს მდგრადი განვითარების უმნიშვნელოვანესი პარამეტრებია. ვითარებას ამძაფრებს ისიც, რომ დღევანდელი ხელისუფლება “წარმატებით” იყენებს, მისგანვე დანაშაულებრივ რეჟიმად სამართლიანად შერაცხულ წინა ხელისუფლების მიერ შექმნილ სქემებსა და მეთოდებს. რაც, საზოგადოების ბუნებრივ აღშფოთებას იწვევს. მთავრობის წევრთა უკიდეგანოდ გაზრდილი პრემიებისა თუ დანამატების ფონზე, მათი ცინიკური და არაპროფესიონალური განმარტებები და მოწოდება _”ყველაფერი კარგად არის და პანიკას არ ავყვეთ” _ მოსახლეობის შეურაცხყოფად აღიქმება. ვრცლად »
გიორგი ჭანტურიას მკვლელობის 20 წლისთავის გამო
20 წელი გავიდა ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, გიორგი ჭანტურიას მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტიდან, რომლის შედეგადაც იგი და მერაბ ბარამია ტრაგიკულად დაიღუპნენ. ეს იყო არა მარტო პარტიისა და ეროვნული მოძრაობის ტრგედია, არამედ ქვეყნისათვის მიყენებული უმძიმესი დარტყმა.
იგი მე-20 სუკუნის 70-იანი წლებიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ერთ–ერთი პირველი ქართველი სტიქაროსანი, იყო პოლიტიკური პატიმარი. თანამოაზრეებთან ერთად 1979 წლიდან დაიწყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აღდგენა და 90-იანი წლებისთვის ქვეყნის მომავალი ლიდერის უალტერნატივო კანდიდატად მოიაზრებოდა. გახდა აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიანულ–დემოკრატიული კავშირის გენერალური მდივანი, ქრისტიანულ დემოკრატიული ინტერნაციონალის პოლიტიკური საბჭოს წევრი. საქართველოში არ კავებია რაიმე პოლიტიკური თანამდებობა. ვრცლად »
გამოხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაზე რუსეთის აგრესიის გამო
მამუკა გიორგაძე
თენგიზ დიხამინჯია
პაატა კოღუაშვილი
ნოდარ ნათაძე
01.12.2014 ”რეზონანსი”
ბატონო პრეზიდენტო,
1. რუსეთის მიერ ლეგიტიმური ტერიტორიული ბაზის მოპოვება კავკასიონის ქედის სამხრეთით, ანუ მისი იურიდიულად დასაბუთებული (ან დასაბუთებადი) ტერიტორიული მფლობელობის გაჩენა ამიერკავკასიაში, რაც მას ერთ-ერთ ამიერკავკასიურ ქვეყნად აქცევს, იმას ნიშნავს, რომ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და, მით უმეტეს, ამიერკავკასიის სტრატეგიულად ცენტრალურ სახელმწიფოს, შემდგომი არსებობის პერსპექტივა აღარ აქვს.
2. რუსეთის რეალური სტრატეგიული და გეოპოლიტიკური ინტერესია საქართველოს, როგორც ქმედითი ნებით აღჭურვილი გეოპოლიტიკური ერთეულის, მოსპობა (თუნდაც დროებით), რაც ტოლძალია რუსეთის გაბატონებისა სამხრეთ კავკასიაში, როგორც მონოპოლიური ძალისა. საქართველოს პარალიზაციის შემთხვევაში ამიერკავკასია იქცევა გაუვალ ზღუდედ დასავლეთსა და შუა აზიას შორის, რაც რუსეთისათვის არის მიზანი #1 მის გეოსტრატეგიულ ბროლაში დასავლეთთან. ვრცლად »



December 12th, 2014
shalva chkhaidze