აბულაძე რატი, პროფესორი
კოღუაშვილი პაატა, პროფესორი
ბოლო ათწლეულში, ქართული საზოგადოების ინტერესის საგანი გახდა ელექტრონული მთავრობის სისტემა, რომელიც თითოეული მოქალაქის მოთხოვნილების დაკმაყოფილების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია.
ელექტრონული მთავრობა მართვის თანამედროვე მეთოდია. იგი ყოველ მოქალაქეს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სარგებლით უზრუნველყოფს. ვრცლად »
ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს!
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი. სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება [...]
“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ – სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!
ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო [...]
ევროპა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ გვთხოვს
მამუკა გიორგაძე: ‘ახალი თაობა” 07.01.2014 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შეფასებისას ისმის კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. ამის წინააღმდეგ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. თქვენი აზრით, არის დღეს საქართველოში ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ეკლესიას უბიძგებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად 2008
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად I გაურკვეველ აწმყოში ვცხოვრობთ და არარსებული ბედნიერ მომავალს ველით ქართველ ერს თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლო- ბა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ–სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკ- რატიასთან, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა. შ., მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, მით უფრო _ თავისუფალს (1991-2008 წლების დამოუკიდებელი საქართველოს [...]
რატომ სჭირდება ქვეყანას ელექტრონული მთავრობის სისტემის დანერგვა
მიწის მართვის სისტემა რადიკალურ გაუმჯობესებას მოითხოვს
პაატა კოღუაშვილი, პროფესორი
ანზორ მესხიშვილი, ექსპერტი
უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში
2005 წლამდე საქართველოში ყოველწლიურად ხდებოდა მიწების აღრიცხვა მიწის დანიშნულებისა და კატეგორიების, რაიონების, მხარეების, მიწის მესაკუთ¬რეთა და მოსარ¬გებლეთა მიხედვით. ამ მიზნით, ყოველი წლის 1 იანვრის მდგო¬მარეობით, რაიონის გამგე¬ობა ამტკიცებდა მიწის ბალანსს, რომელსაც შემდეგ იხილავდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და დასა¬მტკიცებლად წარუდგენდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტს. ვრცლად »
ემზარ კვიციანი – ხელისუფლებების განტევების ვაცი
18.11.2014 ფოსტალიონი.com
მამუკა გიორგაძე:
_ ემზარ კვიციანის 12 წლიანმა პატიმრობამ ქართველ საზოგადოებას მოგვცა ვალდებულება იმისა, რომ დავფიქრდეთ, რა ხდება ქვეყანაში. ემზარის ასეთი განაჩენი ნიშნავს იმას, რომ კოდორის ხეობის ჩაბარება არ ყოფილა მხოლოდ ერთ კონკრეტული ჯგუფის ინტერესებში და ეს იყო უფრო შორსმიმავალი გეგმა. ეს ნიშავს კიდევ იმას, რომ დაგვავიწყდეს ეს ტრაგედია და ის მსხვერპლი, რომელიც ქართველებმა გავიღეთ და გადაიფაროს ყველაფერი. შევეგუოთ ყველაფერს და ქართველმა საზოგადოებამ, ბოლოს და ბოლოს თქვას, რა ვქნათ, დაკარგულია და მოდი რაც დაგვრჩა, იმას მივხედოთო. საქმის მასალებში არ ვარ ჩახედული და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ის, რომ ვანო მერაბიშვილს სამი წელი მიუსაჯეს და კვიციანს _ 12, ეს ქვეყნის სამართლებრიობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ყველას ათქმევინებს, რომ ქვეყანაში სამართლოანობა დგას ეჭვქვეშ. როგორც ჩანს, ეს განაჩენი კავშირშია შიდასახელისუფლებო ძალებს შორის გარკვეული დაპირისპირებასთან და ამის „განტევების ვაცი“ გამოვიდა ემზარ კვიციანი.
ვიცავთ კონსტიტუციას გაყალბებისაგან
საქართველოს 1992 წლის მოწვევის პარლამენტის
წევრთა ჯგუფის მიმართვა
საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოს პარლამენტს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს
საქართველოს იუსტიციის მინისტრს
საქართველოს საზოგადოებრიობას
- კონსტიტუცია არის ყველაზე დიდი კანონი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს რაობას
– კონსტიტუციის ხარისხი არის ერთერთი ყველაზე დიდი საზომი, რომელიც განსაზღვრავს ერის ხარისხს
– კონსტიტუციის კეთილსინდისიერი ინტერპრეტაცია არის ერთერთი ყველაზე დიდი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ერისა და სახელმწიფოს აწმყოსა და მომავალს. ვრცლად »
“ევროპის „სახალხო პარტიას“ ჩვენ მივხედავთ” თუ ეს მთავრობის სურვილი იქნება
ნათია ხურცილავა ” ახალი თაობა” 17.11.2014
„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ხელისუფლებას ჰპირდება, რომ ევროპის „სახალხო პარტიასთან“ ურთიერთობას დაარეგულირებს ქვეყნის სასარგებლოდ, თუ ეს მთავრობის სურვილი იქნება.
-ბატონო მამუკა, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს როგორ შეაფასებთ, ფიქრობთ, რომ ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე ემუქრება ?
- სამწუხაროდ, დაპირისპირებული მხარეებიდან ვერ მოვისმინეთ, რა არის ეს ღირებულებები. ვერ მოვისმინეთ, როგორ ხდება ან თუ ხდება ამ ღირებულებების დანერგვა ქვეყანაში. წლების შემდეგ ვერ ვნახეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ გზაზე. დასავლელი პოლიტიკოსები თავზე ხელს რომ გვისვამენ და როგორც პატარა ბავშვებს ისე გვეუბნებიან, პროგრესი სახეზეაო, ეს უფრო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ნებისმიერ მოქმედებაზე დაყვავებას ჰგავს, ვიდრე რეალობის შეფასებას. ვერც თავისუფალმა დემოკრატებმა ვერ გვითხრეს, კონკრეტულად ვინ არის ამაში დამნაშავე. ვრცლად »
ნაციონალების აქციის უკან რუსეთი დგას (სრული ვერსია)
ღარიბაშვილს ჯერ ჯვარი სწერია სააკაშვილამდე
თამარ ნინიძე “ახალი თაობა” 30.10.2014
ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან
_ თქვენი აზრი მაინტერესებს ღარიბაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით, თქვენი აზრით სწორი შეფასებები და აქცენტები იყო დასმული ორწლიანი საქმიანობის შესახებ?
_ პირველ რიგში ფორმასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, ჩვენ ვიხილეთ, `ძველი კეთილი დრო~ რომ იყო პარტიულ-სამეურნეო აქტივის კრება. ახალგაზრდა თაობას არ უნდა სჭირდებოდეს ამ ფორმის გამოყენება, თანამედროვე სამყაროში ვინმემ მაჩვენოს ამ ფორმით ჩატარებული ხელისუფლების ანგარიში, თუ ვინმეს უნახავს კემერონი ან ანგელა მერკელი ამ ფორმით გამოდიოდნენ და აბარებდნენ ანგარიშს. ლიტვა, ესტონეთი, აშშ, ასე არ აკეთებენ. შინაგანად ისევ ბოლშევიკურ სამყაროში ვართ, არ ვზრუნავთ განახლებაზე. ასევე შინაარსია საყურადღებო, ჩვენი პრემიერი ახალგაზრდაა, მაგრამ ალბათ კარგად სხვებს მაინც გვახსოვს ათი-თორმეტი წლის წინ სააკაშვილის მსგავსი შინაარსის გამოსვლები. ისევ იმის ხაზაგასმა ხდება, რა კარგი და ერთადერთი ვარ, აბა, სხვა ვინ არის ჩემნაირი მსოფლიოში, რეფორმების კურსი გრძელდება მხოლოდ ერთი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობით. მსოფლიოში დღეს სულ სხვა პროცესები მიდის დიალოგის, ასევე არის კონკურენტული გარემო, თანამშრომლობაა დაპირისპირებულ მხარეებს შორის. შორს ვართ ცივილიზებული სახელმწიფოებრიობისგან. არასერიოზულია იმის განცხადება, თუ რამდენი ქარხანა გახსნეს და რა გააკეთეს. პოლიტიკური ლიდერი ვერ ვნახეთ, რომელსაც გაცნობიერებული აქვს სახელმწიფოს განვითარებისკენ მიმავალი ძირითადი მიმართულებები. ვრცლად »
დროა გამოვფხიზლდეთ!
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რუსეთის აგენტურა საქართველოს მარიონეტულ ხელისუფლებებში წარმატებით ახერხებს მათი ხელით “ოპოზიციური” აქციების რეპრესირების ორგანიზებას იმგვარი ბარბაროსული ფორმებით, რომლებიც შეუთავსებელია დემოკრატიასთან და, შესაბამისად, საქართველოს მონაწილეობასთან დასავლეთის პოლიტიკურ, სათავდაცვოსა და ეკონომიკურ სტრუქტურებში.
ასეთი იყო, მრავალთა შორის, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ მხუთავი (და არა ცრემლმდენი) გაზის გამოყენება 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ქ. თბილისში, რომლის მიზანი იყო საკუთარი “არადემოკრატიულობის” დემონსტრირების საშუალებით დაბლოკვა, რამდენიმე თვის შემდეგ ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის “მაპ”-ის სტატუსის მინიჭების აქტისა. ვრცლად »
ძლიერი, უკომპრომისო, სამართლიანი ქალის უჩვეულო ცხოვრება
(გზა #45 7.11.2013)
“ჩვენს ვაჟებს განსაკუთრებით, დედა ეამაყებათ”
მათი სიყვარულის ამბავი 1979 წლის 14 აპრილს დაიწყო და დღემდე გრძელდება. დანახვისთანავე შეგიყვარდათ? _ ვეკითხები ბატონ ავთო ანთიძეს, რომელიც კითხვაზე ასე მპასუხობს: _ `არა, იმ დღეს თბილისში სიყვარულზე ფიქრის დრო არ იყო, რადგან საოცრად უჩვეულო ამბები ხდებოდა. ერთი რამ კი ფაქტია, მარიკა პირველად იმ დღეს ვნახე და დანახვისთანავე, ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. მას შემდეგ ჩვენ არასდროს დავშორებივართ ერთმანეთს~.
ცნობილი დისიდენტი, ქალბატონი მარიკა ბაღდავაძე ახლა 5 მამაკაცის _ მეუღლისა და ოთხი ვაჟიშვილის მზრუნველობის ობიექტია. მედნიერი ქალია-მეთქი, _ ვფიქრობ, მაგრამ ამ ბედნიერებას დიდი სევდაც ახლავს _ ქალბატონი მარიკა ათი წელიწადია, საწოლს არის მიჯაჭვული. ვრცლად »
ქართველი ხალხი ევროპასთან ერთად ითხოვს, რომ დამნაშავე გასამართლდე
თამარ ნინიძე ”ახალი თაობა” 13.10.2014
ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან
_ ნატოს საწვრთნელი ბაზის საქართველოში განთავსებას უკვე გამოხმაურა რუსეთი და გააპროტესტა, ხომ არ გამოიწვევს ამ ბაზის განთავსება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთიდან ახალ პროვოკაციებს?
_ ქართული საზოგადოება ღიზიანდება იმით, რომ დასავლეთიდან მას ვინმე ჭკუას ასწავლის და ისეთ რეკომენდაციებს აძლევს, რომელიც ქართული სახელმწიფოს მშენებლობას ნამდვილად გამოადგება. იგივე განწყობა რატომღაც არ არის, როცა რუსეთიდან თითის დაქნევას ან მუქარას ვისმენთ, რატომღაც მიჩნეულია რომ რუსეთს აქვს ამის უფლება, ჭკუა გვასწავლოს, დაგვემუქროს თუ საჭიროა თავში წამოგვარტყას, ტანკებითაც გადაგვიაროს. ეს სამუდამოდ უნდა დამთავრდეს არანაირი უფლება რუსეთს არ უნდა მივცეთ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის. ვრცლად »
ძლიერი, უკომპრომისო, სამართლიანი ქალის უჩვეულო ცხოვრება
(გზა #45 7.11.2013)
`ჩვენს ვაჟებს განსაკუთრებით, დედა ეამაყებათ~
მათი სიყვარულის ამბავი 1979 წლის 14 აპრილს დაიწყო და დღემდე გრძელდება. დანახვისთანავე შეგიყვარდათ? _ ვეკითხები ბატონ ავთო ანთიძეს, რომელიც კითხვაზე ასე მპასუხობს: _ `არა, იმ დღეს თბილისში სიყვარულზე ფიქრის დრო არ იყო, რადგან საოცრად უჩვეულო ამბები ხდებოდა. ერთი რამ კი ფაქტია, მარიკა პირველად იმ დღეს ვნახე და დანახვისთანავე, ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. მას შემდეგ ჩვენ არასდროს დავშორებივართ ერთმანეთს~.
ცნობილი დისიდენტი, ქალბატონი მარიკა ბაღდავაძე ახლა 5 მამაკაცის _ მეუღლისა და ოთხი ვაჟიშვილის მზრუნველობის ობიექტია. მედნიერი ქალია-მეთქი, _ ვფიქრობ, მაგრამ ამ ბედნიერებას დიდი სევდაც ახლავს _ ქალბატონი მარიკა ათი წელიწადია, საწოლს არის მიჯაჭვული. ვრცლად »



December 1st, 2014
shalva chkhaidze