მამუკა გიორგაძე: “ივანიშვილის და ქვეყნის ინტერესები ერთი და იგივე არ არის”
ახალი თაობა #305 25.12.2014
შორენა კოწოწაშვილი
რატომ შეიყვანეს საკონსტიტუციო კომისიის ჯგუფში ფე-ეს-ბეს აგენტი და რატომ აიგივებენ ივანიშვილის პირად ინტერესებს საქართველოს ინტერესებთან, ამ საკითხებზე გთავაზობთ ინტერვიუს სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, ფაქტია, საკამოდ უარყოფითად ფასდება ხელისუფლების ნაბიჯები საგარეო პოლიტიკის კუთხით. ამის მიუხედავად, რატიფიციურებულია ასოცირების ხელშეკრულება. რა შეგიძლიათ თქვათ, ხელისუფლების დასავლეთთან ურთიერთობაზე და საერთოდ, პოლიტიკურ პროცესზე? ვრცლად »
ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს!
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი. სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება [...]
“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ – სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!
ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო [...]
ევროპა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ გვთხოვს
მამუკა გიორგაძე: ‘ახალი თაობა” 07.01.2014 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შეფასებისას ისმის კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. ამის წინააღმდეგ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. თქვენი აზრით, არის დღეს საქართველოში ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ეკლესიას უბიძგებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად 2008
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად I გაურკვეველ აწმყოში ვცხოვრობთ და არარსებული ბედნიერ მომავალს ველით ქართველ ერს თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლო- ბა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ–სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკ- რატიასთან, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა. შ., მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, მით უფრო _ თავისუფალს (1991-2008 წლების დამოუკიდებელი საქართველოს [...]
ივანიშვილის და ქვეყნის ინტერესები ერთი და იგივე არ არის
სახალხო პარტია:-”ხელისუფლებას გავუფანტოთ იმის ილუზია, რომ დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩება!”
“სახალხო პარტია” განცხადებას ავრცელებს: 22-12-2014 “ივერიონი”
-”როგორც ცნობილი გახდა ქარელის რაიონში გზის მშენებლობისას ხელისუფლებამ ჩაიდინა მორიგი ვანდალური აქტი – ძირფესვიანად მოთხარა 6 ათასი წლის წინანდელი შუმერულ კულტურაზე ადრინდელი ყორღანები და გაანადგურა იქ ჩამარხული არქეოლოგიური ნაშთები.
ხელისუფლებამ, რომელიც საყდრისის შემთხვევაში აპელირებდა იქ დასაქმებულთა ბედზე, საავტომობილი გზის მშენებლობისთვის საჭირო ინერტული მასალების კარიერის ტერიტორიის სამშენებლო კომპანიისთვის კანონიერად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვით გადასაცემად არც შეიწუხა თავი და ამ ქმედებით კიდევ ერთხელ ჩააფურთხა ჩვენ ხალხს სულში. ვრცლად »
ვანდალიზმი დასჯას საჭიროებს
გიორგაძე მამუკა, კოღუაშვილი პაატა, ნათაძე ნოდარ, ჯიბუტი მიხეილ
საყდრისის ოქროს საწარმოს აფეთქება, რომელიც (ფაქტობრივად უალტერნატივო აზრით) თარიღდება მეოთხე ათასწლეულით ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ჩვენის ხედვით, მოიცავს რამდენიმე დანაშაულის შემადგენლობას.
1.დანაშაული ცივილიცაზიის წინააღმდეგ. განადგურებულია (ოფიციალური მოტივაციის თანახმად – ეკონომიკური მოგების მიზნით) ერთ-ერთი ყველაზე ადრეული (ან – ყველაზე ადრეული) საწარმო ამ დანიშნულებისა მსოფლიოში. ძეგლის დათარიღებაში და მისი დანიშნულების იდენტიფიკაციაში ძალიან დიდი როლი ეკუთვნით გერმანელ არქეოლოგებს, რომელნიც რამდენიმე წლის მანძილზე მონაწილეობენ სამუშაოს შესრულებაშიც და დაფინანსებაშიც. ჩაატარეს ექსპერიმენტი: სავარაუდო ტექნოლოგიით მოცემული მასალით (ქანით) მიიღეს ოქრო. საყდრისის ოქროს საბადო არსებობდა ა.წ. 12 დეკემბრამდე. შაბათ დილით, 13 დეკემბერს დანხორციელდა ორი აფეთქება. დღეს ამ ადგილზე ექსკავატორები და ბულდოზერები მუშაობენ. ვრცლად »
პროლეტარიატის დიქტატურა – 1917 წ.
დავით კასრაძე
“საქართველო”, #60, 16 მარტი, 1917 წ.
რუსეთის დღევანდელს რევოლიუციას, ძველი მთავრობის დამხობას, ქართველი ერი აღტაცებით შეეგება.
ტანჯვა გულისა შეუმსუბუქა წოდებრიობის გაუქმებამ. ტაში დაუკრა სამართლიანობის აღდგენას. ყველას ერთგვარი ნათელი მოგვფინა მით უფრო, რომ ეს რევოლიუცია არ იყო მხოლოდ პროლეტარული, იგი არ წარმოადგენდა რომელსამე კლასის, წოდებისა, ჯგუფის ანუ კასტის რევოლიუციას.
სხვა რევოლიუციებთან შედარებით, დღევანდელი რევოლიუცია უაღრესად ეროვნულია, ამ სიტყვის ღრმა, ფართე მნიშვნელობით, ეროვნულია იმიტომ, რომ მასში იღებენ მონაწილეობას საზოგადოების ყველა წევრნი, პროლეტარიატიც, ბურჟუაც, ჯარიც, თავად–აზნაურობაც, თვით სასახლის დაწინაურებულნი წევრნიც კი.
თუ ეს ასეა, მაშასადამე, არავისა აქვს უფლება მოითხოვოს განსაკუთრებულის პრივილეგიებით აღჭურვა, რაიმე უპირატესობა მეორეზე. ვრცლად »
პოლემიკა პოლიტიკური ცენზურის შემოღების მცდელობის შესახებ 1917 წლის საქართველოში
შენიშვნა: გაზეთი „საქართველო“ საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის, ხოლო „ერთობა“ - რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კავკასიის ბიუროს ქართულენოვანი ბეჭდვითი ორგანო იყო.
„საქართველო“, #73, კვირა, 2 აპრილი, 1917 წ.
გონიერებასა და სინდისში ჩავარდით !
ჩვენებური სოციალ–დემოკრატია თავის კანში ვერ ეტევა. ამგვარსავე მდგომარეობაში იმყოფებიან მუშათა დეპუტატებიც, რომელნიც ნამდვილ სოციალ–დემოკრატიულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, ვერ ინელებენ სხვების არსებობას, სხვა პარტიათა მოქმედებას; ყველა საშუალებით იბრძვიან მათ წინააღმდეგ; არ ერიდებიან ძალმომრეობას, არ ერიდებიან ცილის წამებას. ორივე იარაღი ნაცადი აქვსთ ჯერ კიდევ ცხრაას ხუთსა და ექვსში. ფედერალისტების გაზეთი ერთი შეჩერება ხომ მათ შეაჩერეს. ეს იყო პირველი ცენზურა ამ თავისუფლების და რევოლიუციის პარტიისა! ჩვეულებრივი მოვლენა იყო ტრიბუნიდან მოწინააღმდეგე ორატორების ჩამოგდება. ხშირი იყო მათ წინააღმდეგ ხანჯლისა და რევოლვერის ძრობა. გაიხსენეთ სოხუმი, წალენჯიხა და სხვა. ვრცლად »
საქართველოს თავად–აზნაურობის დეპეშა. 1917 წ.
საქართველოს თავად–აზნაურობის დეპეშა
სტატიები
სახელმწიფო სათათბიროს და მის აღმასრულებელ კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ ვლადიმერის ძეს როძიანკოს
კოპიოები: მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს თავადს გიორგი ევგენის ძე ლვოვს; სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს ნიკოლოზ ჩხეიძეს; სახელმწიფო საბჭოს წევრს (არჩევით) თბ. თავ.–აზნ. საგუბერნიო მარშალს კონსტანტინე ნიკოლოზისძე აფხაზს.
ამ დიდებულ დღეს, ოდეს რუსეთის სახელმწიფოს თავისუფლების ცაზე განთიადი გამობრწყინდა, ქართველი თავად–აზნაურობა, მთელის ქართველ ერის სურვილ–მისწრაფებათა გამომხატველი, უსაზღვროდ ბედნიერია მხურვალედ მიესალმოს ახალ მთავრობას და მებრძოლთ, რომელთა თავგამოდებული მეცადინეობით განხორციელებულია განახლება რუსეთის სახელმწიფო ცხოვრებისა. გადაწყვეტილება ახალის მთავრობისა – მანამ იბრძოლონ, სანამ არ გაიმარჯვებენ – აღაფრთოვანებს ქართველ ხალხს, რომელიც წინაპართა ანდერძის თანახმად, მზათ არის ზვარაკად მიიტანოს თავისი თავი საერთო სამშობლოს სამსხვერპლოზე. ვრცლად »
“სააკაშვილმა მოუხსნა სტატუსი, ივანიშვილმა გასცა ბრძანება და აფეთქებულ იქნა, მაგრამ მთავარია, რომ უცვლელია რუსი მეპატრონე”
“სახალხო პარტიის” თავმჯდომარემ მამუკა გიორგაძემ და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა ასოციაციის თავმჯდომარემ მიხეილ ჯიბუტმა საყდრისის თემასთან დაკავშირებით “ივერიონის” პრესკლუბში ბრიფინგი გამართეს.
მათ მომხდარი მთავრობის მხრიდან ვანდალურ აქტად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ამ ყველაფერს საზოგადოების მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება.
-”ჩვენ გავერთიანდით საყდრისის დასაცავად. ამ საქმეში ჩართულები ვართ იმ დღიდან, როცა გამოცხადდა საყდრისისათვის სტატუსის უძრავი ძეგლის მოხსნის შესახებ და მისი სხვა კატეგორიაში გადაყვანის შესახებ. ოდიშარიას გადაწყვეტილების შემდეგ პერმანენტულად გრძელდება საოარი მოქმედებების ქრონიკა. აქ კარგად გამოჩნდა როგორ ებრძვის ჩვენი ხელისუფლება ქართულ სახელმწიფოებრიობას”-განაცხადა მიხეილ ჯიბუტმა.
საკაცობრიო კულტურილი მემკვიდრეობის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ვანდალურ ქმედებად შეაფასა კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება “სახალხო პარტიის” ლიდერმა მამუკა გიორგაძემ.
-”განხორციელდა ვანდალური აქტი და აფეთქებული იქნა საყდრისის 6000 წლოვანი ოქროს საბადო. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებაში დღეს იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც თანმიმდევრულად ანხორციელებენ წინა ხელისუფლებების მიზანმიმართულ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას და ეს აფეთქება გახლავთ მიზანმიმართული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. სააკაშვილმა მოუხსნა სტატუსი, ივანიშვილმა გასცა ბრძანება და აფეთქებულ იქნა, მაგრამ მთავარია, რომ უცვლელია რუსი მეპატრონე.
საყდრისს შუშის სახლიდან ესროლეს, ანუ როგორ ანგრევს საქართველოს ბიზნესმენის ფსიქოლოგია!!!
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე რატომღაც გაკვირვებით კითხულობს: საზოგადოების ერთ ნაწილში ხელისუფლების მიმართ რაღაც უკმაყოფილების მიზეზი რომ გაჩნდება, ეგრევე ბიძინა ივანიშვილს რატომ მიახტებიან ხოლმეო!
საგანელიძის ეს განცხადება საყდრისის ვანდალური აფეთქებით გამოწვეულ საზოგადოების ვნებათაღელვას მოჰყვა, რომელმაც თითი სავსებით კანონიერად სწორედ ივანიშვილისკენ გაიშვირა!
ღრმადპატივცემულ უმრავლესობის ლიდერს ეტყობა ავიწყდება (ალბათ უფრო ივიწყებს), რომ საყდრისის საბადოს უძრავი ძეგლის (კულტურული მემკვიდრეობის) სტატუსი სწორედ ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში, ივანიშვილისვე ხელდასხმით მოეხსნა და მეორეც, მერე რა, თუ ბატონი ბიძინა დღეს ხელისუფლებაში არ არის – წასვლისას ხომ დაგვიბარა: მე კი მივდივარ, მაგრამ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს მიერ შერჩეული და დატოვებული მთავრობის ქმედებაზეო. მერე რა, თუ ბატონი გიორგაძე – ახალგამოჩეკილი კულტურის მინისტრია, რომელმაც საკუთარი ბრძანებით კომპანიას ამ ვანდალური აქტის ჩატარების უფლება დაუკანონა, ივანიშვილის დანიშნული არ არის?! ღარიბაშვილი ხომ მისი ფავორიტია, რომელმაც მინისტრად სწორედ გიორგაძე შეარჩია! ვრცლად »
“სახალხო პარტია”-”კიდევ როგორ ვენდოთ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ ხელისუფლებას! როგორ შევძლოთ მასთან თანამშრომლობა და თანაცხოვრებაც კი!”
საყდრისის ოქროს საბადოს აფეთქების გამო “სახალხო პარტია” განცხადებას ავრცელებს
-”უძველესი ქართული მატერიალური კულტურის ფასდაუდებელი ძეგლის _ საყდრისის ოქროს საბადოს _ ბარბაროსული ნგრევა, ქართული და საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია.
წინა და დღევანდელი ხელისუფლებების გააზრებული, თანმიმდევრული და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, რუსი მფლობელებისა და ქართველი ჩინოვნიკების პირად ინტერესებს შეეწირა ჩვენი ისტორიული სიმდიდრე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მრავალათასწლოვანი სახელმწიფოებრიობისა და მაღალი მატერიალური კულტურის გამომხატველი უნიკალური ძეგლია. ვრცლად »
სახალხო პარტია – ხაჯინბას განცხადებასთან დაკავშირებით
ყოვლად მიუღებელია ექსპლუატაციის ხარჯებს და რუსეთში გატანილი დენის ფულს 20 წლის განმავლობაში იხდიდეს ჩვენი მოქალაქეები!
ისტორია ცალსახად მეტყველებს, რომ ოკუპანტებთან და მათგან მხარდაჭერილ სეპარატისტებთან გაუაზრებელ დათმობებზე წასვლა და წინასწარვე კაპიტულანტურ პოზიციაზე ყოფნა, თუ მის სამსახურში არ დგახარ, თავიდანვე წამგებიანია.
,,სახალხო პარტია“ ამ მარტივ ჭეშმარიტებას შეახსენებდა მაშინდელ ხელისუფლებას და ჯერ კიდევ 1994 წლიდან მოუწოდებდა არ წასულიყო რუსეთთან და სეპარატისტებთან უარგუმენტო დათმობაზე და ,, ენგურჰესის“ გამომუშავებული ელექტრო ენერგია არ ექცია სეპარატისტული რეგიონისათვის და რუსეთისთვისაც, ეგზომ საჭირო და თან მუქთა შემოსავლის წყაროდ. თან ისე, რომ ამ მოვლენას არანაირი დადებითი ზეგავლენა გამოეწვიოს ოკუპირებულ რეგიონში მძევლად დარჩენილი ჩვენი მოქალაქეებისათვის. ვრცლად »



December 26th, 2014
shalva chkhaidze