რა დაგვანახა 13-14 ივნისის სტიქიამ
შორენა კოწოწაშვილი
ვისთან ცდება ბიძინა ივანიშვილი, რატომ არის მართალია ალასანია ივანიშვილთან, რა შეცდომებს უშვებს მთავრობა და რამ გამოკვეთა სახელმწიფოებრიობის პრობლემა? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, 13-14 ივნისის სტიქიამ საზოგადოების კონსოლიდაცია მოახდინა, თუმცა პოლიტიკურ კინკლაობებს ვერ ავცდით. რამდენად ადექვატურია ხელისუფლება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისას და საერთოდ, რას იტყვით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე?
_ პირველ რიგში, მინდა დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო. დიდი ტრაგედია დატრიალდა. ღმერთმა გაანათლოს დაღუპულთა სულები; მეორე – კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ადამიანურად ქართველები კარგი ხალხი ვართ, შეგვიძლია ერთმანეთი გვიყვარდეს, გაჭირვებაში გვერდით დავუდგეთ, გვაქვს დამოუკიდებელი ინიციატივის გამოჩენის შესაძლებლობა. გვაქვს ყოველგვარი პოტენციალი იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესად მოვაწყოთ; და მესამე _ სისტემური თვალსაზრისით სრული სახელმწიფოებრივი კრახი. ფაქტობრივად, მთავრობამა ვერ იმუშავა. ვერ მოხერხდა ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში ჩვენ დაგვენახა, რომ გვყავს მთავრობა, რომელსაც შეუძლია აგვარიდოს ან მინიმუმამდე დაიყვანოს ჩვენ წინაშე წარმოქმნილი პრობლემები, ანუ ის პრობლემები, რომელიც ჩვენ ხალხს ინდივიდუალურად არ შეგვიძლია მოვაგვაროთ. ვრცლად »
ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს!
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი. სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება [...]
“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ – სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!
ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო [...]
ევროპა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ გვთხოვს
მამუკა გიორგაძე: ‘ახალი თაობა” 07.01.2014 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შეფასებისას ისმის კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. ამის წინააღმდეგ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. თქვენი აზრით, არის დღეს საქართველოში ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ეკლესიას უბიძგებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად 2008
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად I გაურკვეველ აწმყოში ვცხოვრობთ და არარსებული ბედნიერ მომავალს ველით ქართველ ერს თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლო- ბა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ–სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკ- რატიასთან, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა. შ., მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, მით უფრო _ თავისუფალს (1991-2008 წლების დამოუკიდებელი საქართველოს [...]
ადამიანურად ქართველები მაგრები ვართ, მაგრამ სახელმწიფოს ვერ ვაშენებთ
,,სახალხო პარტიის“ განცხადება
საქართველოში გრძელდება ძეგლების აღება-აფეთქებების განუკითხავი ეპოქა. ხელისუფლება ძეგლების პოლიტიკური, კორპორატიული თუ პირადი მიზნებით აღებაზე უფრო ფიქრობს, ვიდრე ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემების მოგვარებაზე.
მთელი საქართველო შეძრულია თბილისში დატრიალებულ ტრაგედიით, ხელისუფლებამ მოსალოდნელი წყალდიდობით გამოწვეული მსხვერპლის აცილების პრევენციული ღონისძიებების გატარების ნაცვლად, მოიცალა და გადადგა მორიგი უგნური ნაბიჯი _ პარტიზანული მეთოდით აიღო ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ტერორისტული აქტის დროს ჩაცხრილული გიორგი ჭანტურიას ძეგლი. ვრცლად »
რეფორმა უსამართლო მოსამართლეთა გადასარჩენად
კიდევ ერთი იმედი და მოლოდინი გაუცრუა ხელისუფლებამ ხალხს, რომელსაც სამართლებრივი სახელმწიფოსა და ღია სამოქალაქო სივრცის მშენებლობას დაჰპირდა. საჯაროდ მიმდინარეობს წინა რეჟიმის მხილება და ლანძღვა, კულუარებში მათ წარმომადგენლებთან გარიგება. საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ გამოაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა ახალი ხელისუფლების ღირსების საქმედ. შემდეგი “ღირსების საქმე” დამნაშავე პროკურორთა გადარჩენის საქმე იყო, მიუხედავად მათ წინააღმდეგ შეტანილი ათიათასობით შეტანილი სარჩელისა. კიდევ ერთხელ და, ღმერთმა იცის მერამდენედ, სახელმწიფოს მმართველობის სადავეებთან მყოფმა პერსონებმა წამოიწყეს და შუა გზიდან დაიხიეს უკან ქვეყნის აღმშენებლობისთვის უცილობლად საჭირო რეფორმების გზაზე. ამჯერად სასამართლოს რეფორმა დადგა გაბითურების საფრთხის წინაშე. დიახ, გაბითურების, რადგან, სხვა მრავალ შეფასებათა შორის, ეს სიტყვა ყველაზე ზუსტად ასახავს პროცესს, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო და უზენაესი სასამართლო წარმართავს. ვრცლად »
არა საქართველოს რეგიონალიზაციის კიდევ ერთ მცდელობას
ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად ერთ-ერთი აქტუალური თემაა ჯანსაღი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება. როგორც წესი, მმართველი ძალა საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობის გარეშე, მხოლოდ მისთვის სასურველი სუბიექტების მონაწილეობით, ყოველი ახალი არჩევნების წინ ახდენდა ამ საკითხის ტრანსფორმაციას ძირითადად ორი მიმართულებით: ერთი მხრივ, როგორ მოერგო საარჩევნო სისტემა საკუთარი გამარჯვების უზრუნველსაყოფად და, მეორე მხრივ, საარჩევნო პროცესში შემოეცურებინა თავისი ფარული პოლიტიკური ინტერესი. სხვა თემების განხილვა ხდებოდა “დემოკრატიისთვის” ბრძოლის ფონის შესაქმნელად, რათა ძირითადი ამოცანა გადაფარულიყო. ვრცლად »
ივანიშვილს უნდა, რომ ალტერნატივა არ ჰყავდეს
შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 01.06,2015
რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები იბრძვიან საქართველოში პროდასავლური ძალების სახელით და რატომ არ აქვს მნიშვნელობა ივანიშვილისთვის, მიიღებს თუ არა ის თავის რიგებში ნაციონალებს? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, ნაციონალური მოძრაობის ოთხი დეპუტატის გასვლას როგორ შეაფასებდით? ნაცმოძრაობის დაშლა აქტიურ ფაზაშია თუ სააკაშვილის პარტია გაიშალა და მოქკავშირის მსგავსად მოქმედებას გეგმავს?
_ საქართველოს პოლიტიკური სისტემა ეს არის საბჭოურ ბოლშევიკური, როდესაც ყავს ბელადი და შემდგომ ახალი ბელადის მოსვლასთან დაკავშირებით, მომსახურე პერსონალი გადაეწყობა ახალ ბელადზე. ეს საბჭოური მართვის სტილია. სამი წელი გაატანინა ნაციონალურმა მოძრაობამ `ოცნებას~ თავი, ამოწურა თავის თავი და ახლა, ბუნებრივია, ყველა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ახალ მატარებელზე შეხტომას ცდილობს. მათ დაინახეს, რომ უკვე `ოცნებისთვისაც~ აღარ არიან საჭირონი. სამი წელი `ოცნება~ იმით იმართლებდა თავს, რომ ნაცმოძრაობაზე უკეთესები არიან. დამთავრდა ეს პერიოდი. ხალხს ეს არგუმენტი მობეზრდა. ამიტომ ნაცმოძრაობა აღარ სჭირდება. ახლა შეეცდებიან სივცეში სხვა ჯგუფები ჩაანაცვლონ.
_ დამოუკიდებელ თამაშზე წავლენ სააკაშვილის მომხრეები თუ შეეცდებიან `ოცნებაში~ გაწევრიანდნენ, როგორც მარიკა ვერულაშვილი და სხვა ნაციონალი დეპუტატები? ვრცლად »
ივანიშვილი დაემსგავსა იმ რაკეტას, რომელმაც რეიტინგდაკარგული პარტიები დააბრუნა ორბიტაზე
პრაიმ-ტაიმი 31.07.2013 მამუკა გიორგაძე
ბიძინა ივანიშვილი დაემსგავსა იმ რაკეტას, რომელმაც რეიტინგდაკარგული პარტიები დააბრუნა ორბიტაზე – ამის შესახებ განცხადება “სახალხო პარტიის” ლიდერმა მამუკა გიორგაძემ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე თქმით, პარტიების დაფინანსების წესებთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკა გრძელდება და სხვადასხვა ჯგუფები საკუთარ პარტიებზე ირგებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ვრცლად »
,,სახალხო პარტიის“ მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას – ოკუპაციის ზონაში მოქალაქეთა გატაცების შესახებ
მუდმივ პრაქტიკად იქცა და პერმანენტულად ხდება ცნობილი, საოკუპაციო ხაზის რუსული მხარის კონტროლირებული ტერიტორიიდან რუსი ,,მეკობრე-ყაჩაღების“ მიერ ქართველთა გატაცება. მორიგი ასეთი ფაქტი ახლახან მოხდა. ეს შემთხვევა უკვე მეოთხეა ბოლო დღეების განმავლობაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენი თანამემამულეები ცხინვალის იზოლატორში ხვდებიან. ჩვენი ინფორმაციით აგვისტოს ომის შემდეგ ასეთი სამი ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული.
ვრცელდება ინფორმაციები გატაცებების შესახებ და ერთხელაც არ ყოფილა აღნიშნული გატაცებულთა შემდგომი ბედის შესახებ. რამდენი ხანი იყვნენ საოკუპაციო საზღვრის იქით, რა პირობებში უწევდათ ყოფნა, რის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ და თუ ფული იქნა გადახდილი, ვინ იხდიდა ყაჩაღურ გამოსასყიდს. ვრცლად »
თუ ვერ ვარსებობთ, მაშასადამე ვერც დამოუკიდებლობას ვინარჩუნებთ და ვერც სახელმწიფოს.
ქართულ მედიასა და საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია NDI-ის ბოლო კვლევების შედეგების გამოცხადებამ. NDI-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მოსახლეობამ, ბოლო წლების განმავლობაში პირველად, პრობლემათა რიგში მეოთხე ადგილზე გადაანაცვლა. პირველი სამი კი ასე გამოიყურება:
1. სამუშაო ადგილები 66%
2. ფასების ზრდა და ინფლაცია 43%
3. სიღარიბე 39% ვრცლად »
“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ.
სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!
ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება.
დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო ყველა იძულებული ხდება ანგარიში გაუწიოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, არის საქართველოს სამოციქულო ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი.
საქართველოს სამოციქულო ეკლესია მუდამ იყო და არის არა მარტო რელიგიურ_აღმსარებლობითი ინსტიტუტი, არამედ, ეროვნულ-საკაცობრიო და მაღალზნეობრივი ქმედებების მასტიმულირებელი, ხელშემწყობი და, ხშირად, საკუთარი თვითშეწირვით მაგალითის მიმცემიც. ეს ფუნქცია მას თვით მებრძოლი ათეიზმის პირობებშიც კი ვერ წაართვეს.
გარკვეულ ძალებს საქართველოში და მის გარეთ მიაჩნიათ, რომ მათი სისტემური იდეოლოგიური და ინსტიტუციური უმთავრესი მოწინააღმდეგე დღეს არის საქართველოს სამოციქული ეკლესია. სწორედ ამიტომ, ასეთი ინსტიტუტის არსებობა და გამართული ფუნქციონირება, ამ ინსტიტუტის მიმართ მოსახლეობის ნდობა, ხელს უშლით თავისი ზრახვების განხორციელებაში _ ერთიანი ეროვნული ცნობიერების მიზანმიმართულ ნგრევაში; ქვეყნის ინტელექტუალური და მორალური პარალიზაციისა და სულიერი დაკნინების პოლიტიკის გატარებაში; ერის გენოციდში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მონოპოლიზებაში; ქართულ სივრცეში რეალური დემოკრატიის ნაცვლად ფსევდოდემოკრატიის დანერგვაში. ვრცლად »
ივანიშვილის სურვილია ხელისუფლების წყარო იყოს თვითონ და არა ქართველი ხალხი.
23.05.2015
ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარება, ჩვენ უნდა განვიხილოთ ორი რაკურსით: ერთი _ რა ჭირდება საქართველოს სახელმწიფოს და, მეორე _ რა პროცესები მიდის ხელისუფლებაში.
ხელისუფლებაში ერთი ადამიანის უსიტყვო მორჩილების პოლიტიკა გრძელდება. ერთი ადამიანი წარმართავს სიტუაციას. მივედით იმ ვითარებამდე, რომ ფაქტობრივად, შეიძლება მთელი ხელისუფლების სახალხო ნდობა და ლეგიტიმაციაც კი დადგეს ეჭვსქვეშ, გამომდინარე იქედან, რომ არც პარლამენტია იმ ადამიანების ავტორიტეტით არჩეული, ვინც დღეს დეპუტატად იწოდება, არც პრეზიდენტია ასეთი, არც _ მთავრობა. ის, ვისაც საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა და ხმა მისცა, ის გასულია ლეგალური პოლიტიკური სივრციდან და გარედან მართავს სიტუაციას. ვრცლად »



June 22nd, 2015
shalva chkhaidze