SONY DSC

გაზპრომთან ურთიერთობა კითხვებს აჩენს

“ჩვენი პრობლემაა ბელადებზე აწყობილი საბჭოთა სისტემა”
მარიამ მჭედლიშვილი  - ახალი თაობა  #8  12.01.2016

საზოგადოებაში გამოითქმის პროტესტი იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსულ სახელმწიფო კომპანია გაზპრომთან.
სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე აცხადებს, რომ ისეთ სახელმწიფოებთან ნებისმიერი კონტაქტი, როგორიც რუსეთია, ნებისმიერ შემთხვევაში მიბმულია პოლიტიკასთან, რაც საშიშია.
მამუკა გიორგაძე: ვრცლად »

giorgadze-1

ბელადებზე მორგებული კლანური სისტემა უნდა დაინგრეს!

„ივერიონს“ საარჩევნო სისტემაში შეტანილ ცვლილებებზე, „სახალხო პარტიის“ ლიდერი,მამუკა გიორგაძე ესაუბრა.

 -ბატონო მამუკა, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც მაჟორიტარული ოლქების გამსხვილებას ეხება, ანუ იცვლება ადრე არსებული ტერიტორიალური პრინციპი და საარჩევნო ოლქები იქმნება არა რაიონების, არამედ ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, რაც სრული აბსურდია…

-უკვე მერამდენედ, საარჩევნო სისტემა გამოიყენება იმ პოლიტიკური ძალის გემოვნების მიხედვით, რომელიც წარმართავს ვითარებას. ხელისუფლება თავის თავზე ირგებს საარჩევნო კანონს, რათა უზრუნველყოს საკუთარი გამარჯვება! ვრცლად »

mamuka-giorgadze

პუტინმა გაახმიანა საქართველოს კონფედერაციის ძველი იდეა

“რუსეთს არ უნდა სამხრეთით ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს არსებობა”
მარიამ მჭედლიშვილი  ”ახალი თაობა” 19.12.2015
საქართველოში ხმაური მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს მიმართ.
პუტინის თქმით, კონფლიქტები საქართველომ თვითონ უნდა მოაგვაროს თბილისსა და სოხუმს, ასევე თბილისსა და ცხინვალს შორის მოლაპარაკებების გზით. მოსკოვი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გასაუქმებლადაც. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე რუსეთის ამ გზავნილებში განსაკუთრებულს და ახალს ვერაფერს ხედავს. _ რუსეთმა სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი დაიწყო იმ დროს, როცა საქართველოს მოქალაქეებს კარს უხსნის ევროპა. ევროკავშირის სახელმწიფოებთან ვიზალიბერალიზაცია არათუ აზრს უკარგავს სავიზო რეჟიმის რუსეთსა და საქართველოს შორის, არამედ, ეს საზიანო ხდება რუსეთისთვის, _ აღნიშნა ,,ახალ თაობასთან,, ინტერვიუში მამუკა გიორგაძემ. მისივე თქმით, ესაა არა რუსეთის კეთილი ნება, არამედ იძულება. _ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების ხსენება და ვრცლად »

SONY DSC

ჩვენ დასავლეთს და ამერიკას ვუყურებთ არა როგორც პარტნიორს, არამედ, პატრონს!

არავინ არ მიიყვანს თინა ხიდაშელის განცხდებების გამო საომარ მოქმედებებამდე საქმეს“- აღნიშნული განცხადება, ივერიონის“პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე, ქვეყნის საშინაო აქტუალური პრობლემების განხილვისას,სახალხო პარტიის“ ლიდერმა მამუკა გიორგაძემ გააკეთა. 11-12-2015

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ იცავს ქვეყნის ინტერესებს:

არავინ არ მიიყვანს თინა ხიდაშელის განცხდებების გამო საომარ მოქმედებებამდე საქმეს. ეს უბრალოდ სჭირდებათ პიარისთვის და  დაძაბული სივრცის შესაქმნელად. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, თუ როდის და რა უნდა გამოიყენოს. ბუნებრივია, როცა მას დაჭირდება თავისი ინტერესების რეალიზაციისათვის, მაშინ გაახსენდება თუნდაც 20 წლის წინ ნათქვამი მოვლენა და ფაქტი.  ვრცლად »

ლოგო

ზაქარეიშვილის მორიგი სიცრუე და იდეოლოგიური დივერსია

თავს ვალდებულად ვთვლით გამოვხატოთ საკუთარი აზრი დღეს მოფუნქციე ერთ-ერთი მინისტრის _ პაატა ზაქარეიშვილის _ ანტისაელმწიფოებრივი გამოსვლის გამო „მაესტროს“ ეთერში.

1. მინისტრი ცრუობს, როცა აცხდებს, რომ ქართველ და აფსუა („აფხაზ“) ხალხს არასოდეს უცხოვრია ერთ საზოგადოებად, გარდა საბჭოთა წლებისა. 

ეს ერთობლივი ცხოვრება უფრო ინტენსიური იყო დამოუკიდებელი საქართველოს წლებშიც (1918-1921) და მანამდისაც მრავალი საუკუნის განმავლობაში. ქართველი ერი აფხაზეთის დღევანდელი ტერიტორიის ავტოხთონური მოსახლეობაა, ანუ ის მოსახლეობა, რომელმაც ეს ტერიტორია ხელუხლებელი ბუნების მდგომარეობიდან მიიყვანა განვითარებული ფეოდალური ცივილიზაციის მდგომარეობამდე. რუსეთის მიერ საქართველოს მეორე ანექსიის მომენტისთვის ეს ტერიტორია იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არშედავებადი და არავისგან არშედავებული ნაწილი (რუსეთისგანაც აღიარებული).  ვრცლად »

ლოგო

სავიზო ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით სახალხო პარტია ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების ელჩებს წერილით მიმართავს

ევროკავშირის ელჩს საქართველოში

ბ-ნ იანოშ ჰერმანს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს

საქართველოში ქ-ნ ბეტინა კადენბახს

საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს

საქართველოში ბ-ნ რენო სალენს

ნიდერლანდების სამეფოს ელჩს

საქართველოში ბ-ნ ჰანს ჰორბახს

 

საქართველოს სახალხო პარტია გამოხატავს თავის ღრმა პატივისცემას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისადმი და აქვს პატივი მიმართოს შემდეგი განცხადებით. ვრცლად »

mamuka-giorgadze

ეკლესიას უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი როლი პატიმრების შეწყალების საქმეში მაგრამ, ეს არ ნიშნავს პატრიარქმა პოლიტიკური თანამდებობა შეითავსოს!

„ივერიონს“ პატრიარქის განცხადებაზე პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებთ და საზოგადოებაში გავრცელებულ აზრთასხვადასხვაობაზე,  „სახალხო პარტიის“ლიდერი მამუკა გიორგაძე ესაუბრა.

-ბატონო მამუკა, ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაკეთებულ პატრიარქის განცხადებას, რომ მას პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს. 

როგორც გუშინ, საპატრიარქომ განაცხადა, მისმა უწმინდესობამ ეს განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა. ეს იყო პატიმრებისადმი სოლიდარობის გამოხატვა და არა მოთხოვნა – საკანონმდებლო დონეზე დაწყებულიყო ამ წინადადების განხილვა… ვრცლად »

mamuka-giorgadze

სახელმწიფო ფსიქოლოგიურად არ არის მზად ანტიტერორისტული ღონისძიებების განსახორციელებლად!

„ივერიონს“ პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე და შესაძლო გართულებებზე, „სახალხო პარტიის“ ლიდერი, მამუკა გიორგაძე ესაუბრა. 18-11-2015

-ბატონო მამუკა, მსოფლიო შეძრულია საფრანგეთში მომხდარი ტერაქტებით. სპეციალისტები უკვე საუბრობენ, რომ ეს ერთჯერადი აქტი არ არის და სავსებით შესაძლებელია  სხვა სახელმწიფოებსაც მოედოს.

 საინტერესოა თქვენი აზრი, საიდან მოდის ტერორიზმის ფესვები და როგორ შეიძლება მისი შეჩერება?

 -ერთი ადამიანის ძალადობა მეორეზე – ეს სამყაროს წარმოშობიდან მოდის და ბუნებრივია, მისი ფესვები სწორედ საუკუნეთა სიღრმეებში უნდა ვეძებოთ! ვრცლად »

giorgadze-1

ივანიშვილმა მარგელაშვილი პრეზიდენტად „პლასტელინისგან“ გამოძერწა და ახლა თავს ყველაფრის უფლებას აძლევს!

„ივერიონს“ აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე„სახალხო პარტიის“ ლიდერი, მამუკა გიორგაძე ესაუბრა.

-ბატონო მამუკა, ბიძინა ივანიშვილის ბოლო გამოსვლაში ისევ ამოტივტივდა პრეზიდენტის რეზიდენციის თემა. კატეგორიული იყო ივანიშვილის სიტყვები, „მას სურს თუ არ სურს, ეს ასე უნდა მოხდეს“, ანუ საუბარია მარგველაშვილის ათონელის რეზიდენციაში გადასვლის აუცილებლობაზე.

 სხვათაშორის, საზოგადოება კიდევ ერთხელ გააღიზიანა ამ თემის ხელახლა წამოწევამ. ვინაიდან საქმე ეხება პრეზიდენტს და სახელმწიფოს უმაღლეს მთავარსარდალს. როგორია თქვენი კომენტარი? ვრცლად »

ლოგო

პრიმაკოვისეული გეგმის გაცოცხლების მცდელობა

I. ფედერალური სახელმწიფო მოწყობა, ანუ სახელმწიფოს იურიდიულად და პოლიტიკურად დაყოფილობა ორ ან მეტ ტერიტორიულ ერთეულად, რომელთაც საკუთარი პოლიტიკური ნება და შესაბამისი უფლებამოსილებები აქვთ, არის სახელმწიფოს ერთიანობის პარალიზაცია, რომლის ხარისხი პროპორციულია ხსენებულ ფედერალურ ერთეულთა უფლებამოსილებების მოცულობისა. ჯამური ეფექტი ასეთი დაყოფილობის შემთხვევაში შედგება ორი ელემენტისაგან. პირველი: ფედერალური ერთეულის დამოუკიდებელი ნება აფერხებს სახელმწიფოს, როგორც მთელის (`ცენტრის~), ნების ქმედითს რეალიზაციას. მეორე: ვრცლად »

Powered by WordPress