ლოგო

ოცნებას მისი “თავმოყვარე და თავმომწონე უთავოები” დაღუპავს

2016 წლის 29 მარტს გამართულ ბრიფინგზე,  ქართული ოცნების “წარმატებულმა და გამორჩეულმა სახემ” – ზაქარია ქუცნაშვილმა – დააანონსა 2050 წლამდე საქართველოს ჰარმონიული განვითარების სტრატეგია, რომლის პრეზენტაცია 31 მარტს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგება.

ამ პერსონამ, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ უამრავ სიბრიყვესთან ერთად, საკუთარი შეფასებებიც მოგვართვა კოალიციაში მიმდინარე პროცესებისა თუ საერთო პოლიტიკური პერსპექტივების შესახებ.

რესპუბლიკელთა მოუზომელი ამბიციების შეფასებისას კი მან მაგალითად მოიყვანა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები და განაცხადა: “მაშინ სახალხო პარტიამ იმდენად დიდი ქვოტა მოითხოვა ოპოზიციურ გაერთიანებაში, რომ საბოლოოდ ზერო მიიღოო”. ვრცლად »

SONY DSC

რუსეთს ხელს აძლევს მოჩვენებითად პროდასავლური ძალების მმართველობა საქართველოში

„საზოგადოების ეროვნულ-რელიგიურ ნაწილს ბნელების იარლიყებს აწებებენ“

მარიამ მჭედლიშვილი “ახალი თაობა” 23.03.2016

რუსეთის ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოში ბევრმა აღიქვა რუსეთის ახალ ტონალობად, რომლითაც ის სამხრეთ კავკასიაში გავლენის გაძლიერებას ცდილობს. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გამოთქვამს მოსაზრებას, რომ რუსეთის მოქმედებებსა და მისი წარმომადგენლების განცხადებებში ახალი არაფერია.

მამუკა გიორგაძე:

_ რუსეთის მხრიდან ახალი ნოტები ვერ დავინახე. რუსეთი ჩვენთან ურთიერთობაში ცვლის ფორმებს, თორემ შინაარსი უცვლელია. აბაშიძე-კარასინის ფორმატის თითქმის ყოველი შეხვედრის წინ საქართველოში, საოკუპაციო ხაზზე ხდება ინციდენტები. მუდმივად რუსეთის მხრიდან ხან ტკბილი შემონათვალია, ხან-მკაცრი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვიქეცით. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი და მაღალჩინოსანი ხაზგასმულად არაკორექტული იყო რუსეთის მიმართ, საქმით კი სხვა რამეს ახორციელებდა.

_ კერძოდ? ვრცლად »

1458628014_mamuka-giorgadze-axali

პრეზიდენტის „სექსუალური აცეტება“ პასუხისმგებლობის დაკისრების საგანი უნდა გახდეს!

„ივერიონს“ 22-03-2016, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე ესაუბრა „სახალხო პარტიის“ ლიდერიმამუკა გიორგაძე.

 - ბატონო მამუკა, თქვენი აზრით, ვის აძლევს ხელს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით მანიპულირება და რა შეიძლება მოჰყვეს მის პერმანენტულ გამოქვეყნებას?

 - საქართველოს  პოლიტიკურ  ცხოვრებას თუ გადავხედავთ, პასუხი მარტივია- პოლიტიკური    ვითარება არასტაბილურია, რასაც ფარული ჩანაწერები კიდევ უფრო ძაბავს;  ამ კადრების აფიშირება ხელს აძლევს იმ გუნდს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა ჯანსაღი კონკურენციის გზით მიაღწიონ წარმატებას! ვრცლად »

ლოგო

მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს!

მიწის მართვა სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა

ბატონო პრემიერ-მინისტრო,
გვინდა თქვენი ყურადღება მივაპყროთ ქვეყნისათვის იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემას, რომელიც ეხება საქართველოში მიწის მართვისა და აღრიცხვის საკითხს. მისული ვართ იმ სავალალო შედეგამდე, რომელსაც ჰქვია მიწის რესურსებ¬ზე სახელმწიფოს მიერ ერთიანი კონტროლის დაკარგვა. პრობლემის გადაუწყვეტელობა არარეალურს გახდის ეროვნული ეკონომიკის წინსვლას, გააღრმავებს უნდობლობას ხალხსა და მთავრობას შორის და დიდ დაძაბულობას გამოიწვევს. ვრცლად »

444

საქართველოში „უმცირესობა“ არ იდევნება, ანუ, უარი თავსმოხვეულ გეი-აღლუმებს!

კაცობრიობის დღესდღეობით ყველაზე ავტორიტეტიანი და ოფიციალურად გავლენიანი კორპუსის – გაეროს გადაწყვეტილება, რომ ჰომოსექსუალობა„გადახრა არ არის, არამედ ნორმაა“ _ არის ბუნებისმეტყველური შინაარსის დებულება, მაგრამ იგი კაცობრიობას დღეს მიეწოდება ყოველგვარი ბუნებისმეტყველური დასაბუთების გარეშე.

iverioni.com.ge 11 მარტი 2016

კაცობრიობის ძირითადი ნაწილი, თავისი გონებრივი ელიტის სახით არც დღეს, არც განჭვრეტად მომავალში ასეთი სახით მიწოდებულ დებულებას არ მიიღებს. ანუ: მანამდე, სანამ მეცნიერებას ამ თეზისის საკმარისად დამაჯერებელი არგუმენტაცია არ წარედგინება, იგი ჩათვლის, რომ ეს, შესაძლებელია, გადახრაა, შესაძლებელია, ნორმაა, და, შესაბამისად, ამ მოვლენისადმი ლმობიერი დამოკიდებულება გვმართებს, ან, პირიქით, იგი გარყვნილებაა, და, შესაბამისად, ნეგატიურად უნდა მივუდგეთ!  ვრცლად »

SONY DSC

რესპუბლიკელები ადგილზე დასვეს, თუმცა, მათ ხელს უწყობენ სახის შენარჩუნებაში

„პოლიტიკოსებმა და საზოგადოებამ არ უნდა დავუშვათ, რომ შუა გაიკრიფოს“

მარიამ მჭედლიშვილი “ახალი თაობა” 5-6 მარტი 2016

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრამ რესპუბლიკურ პარტიასთან ვერ დაასრულა პროცესები, რომელიც მრავალპარტიულ „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები  გაურკვევლობაში არიან თუნდაც იმის გამო, რომ არ იციან, მოხვდებიან თუ არა საარჩევნო სიაში ანუ, მომავალ პარლამენტში. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია შედგება ისე, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს.

მამუკა გიორგაძე:

_ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებმა ისევე არ იციან, იქნებიან თუ არა წარმოდგენილი საარჩევნო სიაში, როგორც მათ ეს არ იცოდნენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. ადგილებს და კვოტებს პირადად ბიძინა ივანიშვილი გაანაწილებს. 2012 წლამდე ამ პოლიტიკოსების უმრავლესობა მოშორებული იყო მთავარ პოლიტიკურ პროცესებს. ეს ადამიანები მონაწილეობდნენ ე. წ. რვიანის, შემდეგ კი ექვსიანის ფორმატში და გარკვეული ფორმით თანამშრომლობდნენ სააკაშვილთან. მათი რეპუტაცია შერყეული იყო. ეს ხალხი შეკრიბა ბიძინა ივანიშვილმა და შეიყვანა პარლამენტში. ახლა „ქართული ოცნების“ კოალიციაში შიდა ბრძოლებია. ბევრს უნდა, გარანტირებული გახადოს თავისი ყოფნა ხელისუფლებაში. მიმდინარეობს ბრძოლა უკეთესი სასტარტო პირობებისათვის. ვრცლად »

paata-koruasvili-1

ნუ წაართმევთ მიწას გლეხებს!!!

პაატა კოღუაშვილი, პროფესორი

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმა 1992 წელს, საქართველოს მთავრობის 1992 წლის 18 იანვრის #48, 1992 წლის 6 თებერვლის #128 და 1992 წლის 10 მარტის დადგენილებების საფუძველზე დაიწყო. ყველა სოფელსა და დაბაში იქმნებოდა მიწის რეფორმის კომისიები, რომლებიც ადგენდენ მიწის მიმღებთა სიებს იმ დროს მოქმედი ნორმატიული აქტის საფუძველზე. სიები მტკიცდებოდა რაიონულ კომისიაზე, რის შემდეგ ხდებოდა სახელმწიფო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტების გამოწერა და მიწის მესაკუთრეზე გადაცემა (შესაბამის ანაზღაურებით), რაც რეგისტრირდებოდა რაიონის მიწათმოწყობის სამსახურში. ვრცლად »

SONY DSC

აშშ_ს დაზვერვის სამსახურის შეფის მთავარ გზავნილს ყურადღება არავინ მიაქცია

ქვეყანაში ქაოსი ხელოვნურად იქმნება -
მარიამ მჭედლიშვილი  17.02.1016
სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე  ,,ახალ თაობასთან’’ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში წინასაარჩევნოდ ხდება ნეგატიური პროცესების ინსპირირება და არააქტუალური თემების წამოწევა, რასაც შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს.
_ოპოზიციის ნაწილი აპროტესტებს იმას, რომ ხელისუფლება არ აუმჯობესებს საარჩევნო გარემოს. ამასთან დაკავშირებით გაისმის განცხადებები მოსალოდნელ რევოლუციაზე. _ხელისუფლებას საარჩევნო პროცესი ძალადობისაკენ მიჰყავს, თუმცა, არც ის ოპოზიცია, რომელიც ინტერპარტიულ ჯგუფშია გაერთიანებული, აყენებს აუცილებელ საარჩევნო მოთხოვნებს. ვრცლად »

giorgadze-1

ინტერპარატიული ჯგუფი ქვეყნის დაშლას ცდილობს

“ჩვენ მოვითხოვოთ ერთნაირი სასტარტო პირობები ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის”
საარჩევნო ცვლილებები ისევ აქტუალურია. ამ კუთხით განსაკუთრებით აქტიურობს ინტერპარტიული ჯგუფი. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე აცხადებს, რომ ეს ჯგუფი არ გამოხატავს საზოგადოებისა და მთლიანი პოლიტიკური სპექტრის ინტერესებს. გარდა ამისა, ინტერპარტიული ჯგუფი მოითხოვს, რომ მაჟორიტარულის ნაცვლად დამკვიდრდეს სამხარეო-პროპორციული სისტემა. რაც, მისი შეფასებით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. მამუკა გიორგაძე: ეს ე.წ. ინტერპარტიული ჯგუფი მოითხოვს რეგიონულ-პროპორციული წესის შემოტანას. ეს ძალიან საშიშია და ვრცლად »

ლოგო

პურის ისტორიული მნიშვნელობა და საქართველოს როლი

პაატა კოღუაშვილი, სსმმა აკადემიკოსი
დემურ ბახტაძე, პროფესორი
პურეულ მარცვლეულს მიეკუთვნება – ხორბალი, ჭვავი, შვრია, ქერი და სიმინდი. ეს მარცვლეული კულტურები ბუნებაში ველური სახით არ არსებობს. მიიჩნევენ, რომ ისინი წარმოშობილი უნდა იყვნენ 10-15 სახის სხვადახვა მცენარისაგან, რომელთა უმრავლესობა სადღეისოთ გადაშენებულია. ატლანტოლოგები ვარაუდობენ, რომ ადამიანის მიერ ამ კულტურების გამოყვანა უნდა მომხდარიყო წარღვნამდე დიდი ხნით ადრე მითიურ “ატლანტიდაზე”. ქვემო ქართლში, არუხლოს არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩნდა ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე ათასწლეულში კულტივირებული ხორბლის ნაშთები – კულტურული ხორბლის ინიციალური სახეობები – კილიანები, მახა და ძველკოლხური ასლი, ერთმარცვალა და ორმარცვალა ასლი, სპელტა, შიშველმარცვლიანები: რბილი ხორბალი, ჯუჯა ხორბალი, ქერი, ფეტვი, ღომი, შვრია და კულტურულ მცენარეთა თანმხლები სარეველები და ჭვავი. ვრცლად »

Powered by WordPress