giorgadze-1

ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად 2008

ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა
შიგა დუღილის პროდუქტად
I
გაურკვეველ აწმყოში ვცხოვრობთ და
არარსებული ბედნიერ მომავალს ველით

ქართველ ერს თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლო- ბა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ–სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკ- რატიასთან, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა. შ., მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, მით უფრო _ თავისუფალს (1991-2008 წლების დამოუკიდებელი საქართველოს მაგა- ლითი ამის ნათელი დასტური გახლავთ). საჭირო იყო გაგვეგრძელებინა წინსვლა, რათა ჩამოყალიბებულიყო თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება, განვითარებული ეკონომიკა, კონსტიტუციური სამართალი, რომელიც ქრისტია- ნულ მორალზეა დამყარებული, ანუ, ყველაფერი ის, რითაც ჩვენ დამოუკი- დებლობისათვის ბრძოლის დასაწყისში ღმერთის და ცივილიზებული სამყაროს წინაშე წარვსდექით. რეალურად კი ჩვენ საბჭოთა კომუნისტური რუდიმენტის, გარეგნულად სახეცვლილი ბოლშევიკურ ტოტალიტარული მმართველობის, ანტიმართლმადიდებლური და ანტიქართული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში აღმოვჩნდით ჩართულნი.

ვრცლად »

გაერომ სააკაშვილს ყური აუწია 2006

ახალი თაობა 16.10.2006

შორენა კოწოწაშვილი

ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან

_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით გაეროს მიერ ორი დღის წინ მიღებულ რეზოლუციას და რაზე მიანიშნებს ეს გადაწყვეტილება?
_ უპირველეს ყოვლისა, იმაზე მიანიშნებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ეჭვის თვალით უყურებს (და ეს ძალიან ლოგიკურიც არის) საქართველოს ხელისუფლების ამ უაზრო სპექტაკლებს, ამ გაუწონასწორებელ, არათანმიმდევრულ ნაბიჯებს. ამ რეზოლუციით, პრაქტიკულად საქართველოს ხელისუფლებას ყური აუწიეს. სამწუხარო ყოველივე ამაში ის არის, რომ ამას ეწირება საქართველო, ქართველი ხალხი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

ვრცლად »

არჩევნებში მონაწილეობა არანაირ შედეგს არ მოიტანს 2006

ახალი თაობა 20.09.2006
გამორიცხულია ვითანამშრომლოთ არჩევნებში მონაწილესთან

შორენა კოკორაშვილი

ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან

_ ბატონო მამუკა, მართალია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ ღებულობთ, მაგრამ ალბათ წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად ადევნებთ თვალს. როგორ აფასებთ პოლიტიკოსების აღებულ რიტმს და რა შედარებას გააკეთებდით იმ პერიოდის არჩევნებთან, როდესაც არჩევნებში უშუალოდ ღებულობდით მონაწილეობას?

ვრცლად »

საქართველოს ხელისუფლებას გაზის ტარიფის გაზრდა აწყობდა 2006

ახალი თაობა 7.11.2006
შორენა კოწოწაშვილი

ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან

_ ბატონო მამუკა, რუსეთის მხრიდან გაზის საფასურის გაზრდაზე რას იტყვით, არის თუ არა 230 დოლარი პოლიტიკური ტარიფი?
_ ეს არის პოლიტიკური ტარიფი. მაგრამ რას ვდებთ ჩვენ ამ სიტყვაში? ეს ისეთი საკითხია, რომელიც ცოტა სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს. არა იმიტომ, რომ დღეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაა დაძაბული, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ასეთი ხელისუფლება გვყავს. ეს ტარიფი პრაქტიკულად ამ ხელისუფლების მოღვაწეობის შედეგია.

ვრცლად »

ილია ჭავჭავაძე: ზოგიერთი რამ

I

რაკი ჩვენს ღარიბს ლიტერატურაზედ და ეხლანდელს მწერლობაზედ დაიწყებ სადმე ლაპარაკსა, მაშინვე რაღაც მოდუნებულის პირის მთქნარებითა და, თითქო რაღაც სიმზაკვრით სავსეს სიხარულითა, მოგახლიან ხოლმე: ეხლანდელს მწერლებს ენა არ უვარგათო.
მეც, ცოტად თუ ბევრად, ამაზედ თანახმა ვარ, მაგრამ ერთი ეს მინდა ვიკითხო: გვაქვს კი ენა, რომ ვიწუნებთ კიდეც?..
ვიცი, ამ ჩემს, პირველ შეხედვით უსაფუძვლო, კითხვაზედ მე ბევრი თქვენგანი, მკითხველო, მასხარად ამიგდებს; მაგრამ აბა, მკითხველო, შენ მე ყური მომიგდე: მე გეტყვი და შენ დალაგებით და აუჩქარებლივ მისმინე. მე წინათვე ვიცი, რომ მასზედ, რასაც მე ვიტყვი, გული დაგეთანაღრება, აიტკიცები და შესწუხდები, მაგრამ შენ კი, მკითხველო, იქნება ის არ იცოდე, რომ თითო სიტყვას, რასაც ეს წერილი ქვევით მოგახსენებს, იქნება თითო კოშტი სისხლიც თან ამოჰყოლოდეს. რაზედ გაიჭირე საქმეო, მეტყვი შენ. იმისთვის, ჩემო ძმა, თუ დაო, რომ “თქმით ჭმუნვა მაინც შემცირდებისა”-ო, ჩვენის პოეტის არ იყოს.

ვრცლად »

უნდა ვაწარმოოთ და ვიკვებოთ “ბუნებური” საკვები პროდუქტებით!

მოსაზრება (23.08.2013) რეზონანსი

პაატა კოღუაშვილი პროფესორი
დავით კეზელი მედიცინის დოქტორი

სხვადასხვა იარაღით, წესებითა და მეთოდებით მიწის დამუშავება, მცენარეთა და ცხოველთა ჯიშების გამოყვანა, მათი მოშენება და მოვლა-პატრონობა ადამიანთა უძველესი კულტურის ერთი არსებითი ელემენტია. ამასთან, ეს არის არა მხოლოდ ბუნების საგნების მოპოვება და დამუშავება, არამედ ადამიანის მიზანმიმართული ზემოქმედებაც საკუთარ სულიერ უნარზე (სულის გამოზრდა). მოძღვრებას სულის მართვისა და აღზრდის შესახებ უწოდებენ “სულის გეორგიკას” – სულის მიწათმოქმედებას – სულის გარდაქმნას, მიწის დამუშავების მსგავსად. ადამიანის სხეულში გრძნობით, სუნთქვითა და კვებით შეღწეული ოთხი სტიქიის (წყალი, ჰაერი, მიწა და ცეცხლი) ელემენტები და სამყაროს ენერგეტიკული ძალები ერთობლიობაში ქმნიან სასიცოცხლო სუბსტანციას. ადამიანი სასიცოცხლო კავშირშია ნატურასთან (მიწა-წყალთან და კოსმოსთან).

ვრცლად »

ხელისუფლებამ ეკონომიკური ბერკეტები რუსეთს ჩააბარა 2006

ახალი თაობა 20.12.2006.

ნათია ხურცილავა

ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან

_ ბატონო მამუკა, როგორ ფიქრობთ, რაში სჭირდება ხელისუფლებას ის საკონსტიტუციო ცვლილება, რომელზეც ოპოზიციამ ძალიან მკვეთრი შეფასებები გააკეთა. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთად ჩატარებას ვგულისხმობ…

ვრცლად »

საქართველოს თემაზე მედვედევის ორი ინტერვიუს გამო

რეზონანსი 10.08.2013
ღია წერილი
|. მედვედევი ამბობს, რომ:
ა). 2008 წლის ომი “სამხრეთ ოსეთის” წინააღმდეგ დაიწყო საქართველომ.
ბ). რომ ქართველმა მემშვიდობეებმა დაცხრილეს რუსი მემშვიდობეები.
გ). რომ ქართველმა შეიარაღებულმა ძალებმა დახოცეს რუსეთის მოქალაქე ოსები. ამით იგი ქართულ მხარეს მიაწერს დანაშაულებს (სისხლის სამართლისას და სპეციფიკურად სამხედროს).
საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, რუსულ მხარეს ამ ცრუ ბრალდებათა იურიდიული უსაფუძვლობის არგუმენტაციით უპასუხოს.

ვრცლად »

სააკაშვილი და ივანიშვილი ვადამდელ არჩევნებს არ დაუშვებენ

ახალი თაობა#195  19.08.2013

შორენა კოწოწაშვილი
რისთვის `ეშპილკავებიან~ ივანიშვილი და სააკაშვილი ერთმანეთს, მიიღო თუ არა ქართულმა კოაბიტაციამ დამნაშავე ხელისუფლებასთან გარიგების სახე, წავა თუ არა ივანიშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე და არის თუ არა იმედგაცრუება საზოგადოებაში? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.

ვრცლად »

პრეზიდენტის და პრემიერის ქმედებები ამაზრზენია

12.08.2013 “პრეზიდენტის და პრემიერის ქმედებები ამაზრზენია” 17:00

pirweli.com   12.08.2013

“სახალხო პარტიის” ლიდერის მამუკა გიორგაძის შეფასებით, პრეზიდენტის და პრემიერის ქმედებები ამაზრზენია.
ამის შესახებ გიორგაძემ ჟურნალისტებს ამერიკულ სამხედრო ხომალდზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გასაუბრების კომენტირებისას განუცხადა.

ვრცლად »

Powered by WordPress