ხელისუფლება რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირებას ახდენს

მამუკა გიორგაძე: “ხელისუფლება რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირებას ახდენს”

“ახალი თაობა” 04.12.2013 შორენა კოწოწაშვილი
რა საფრთხეებს შეიცავს ხელისუფლების მიერ ინიცირებული თითმმართველობის კანონი, აწყობს კი ოკუპირებულ საქართველოს რეგიონალიზმის გააქტიურება, არის თუ არა ეს სეპარატიზმის გაღვივების ხელშეწყობა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის თავისუფლად მოქმედების არეალი? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, ხელისუფლების კრიტიკის ფონზე გაჩნდა შეფასებები, რომ ქვეყანაში კლანური მმართველობა გრძელდება. რეალობასთან ახლოსაა ეს მოსაზრება და მართლაც ერთპარტიული მმართველობისკენ აიღო კურსი ,,ქართულმა ოცნებამ”? ვრცლად »

gerbebi_Page_6

რეგიონალიზმი ესპანეთში

რეგიონალიზმსა და ფედერალიზმს შორის:
ხელისუფლების ტერიტორიული სტრუქტურა ესპანეთში
ხოაკინ გარსია მორილიო
მოხსენება ედი-ს კონფერეციაზე რეგიონალიზმისა და
თვითმართველობის საკითხებზე (27-28.IV.1996)

შესავალი

1.ძირითადი ცნებები
ხელისუფლების სტრუქტურა რომ შევისწავლოთ, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ ძირითადი ცნებები, რადგან სპეციალურ ლიტერატურაში ხშირად ტერმინების აღრევა ხდება.
მაგალითად, ტერმინი “ავტონომია” რამდენიმე მნიშვნელობით შეიძლება იყოს ნახმარი. ჯერ ერთი, შეიძლება გულისხმობდეს ადმინისტრაციულ ავტონომიას, რომლის პრინციპებში ტერიტორიულ ერთეულს ადმინისტრაციული მართვის უფლებები აქვს, მაგრამ არ გააჩნია პოლიტიკური ძალაუფლება, ანუ არ შეუძლია განსაზღვროს თავისი პოლიტიკური ორიენტაცია. ადმინისტრაციული ავტონომია არის კანონქვებდებარე ავტონომია, რომლის უფლებებიც შეზღუდულია ხელისუფლების უფრო მაღალ საფეხურზე მიღებული კანონის ადგილზე გატარებით. ესაა კლასიკური ავტონომია, რომელიც ეკუთვნის ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგალითად, მუნიციპალიტეტებს. ვრცლად »

gerbebi_Page_6

ყველას! ყველას! ყველას!

რეზონანსი
(02.12.2013)
მამუკა გიორგაძე სახალხო პარტია

ვისაც ჩვენი გაყოფა და გათიშვა სწყურია,

ან ჭკვიანი მტერი არის, ან უგნური მოყვარე

მურმან ლებანიძე

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში დასამტკიცებლად შეიტანა ორგანული კანონის – “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” – პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ არის მომზადებული. კანონპროექტი, ჩვენი აზრით, არა მარტო ვერ ასახავს თვითმმართველობის განვითარების სახელმწიფოებრივ და ადამიანთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის საჭიროებებს, არამედ, პრაქტიკულად, გაუგებარსა და შეუძლებელს ხდის საქართველოში რეალური თვითმმართველობის დამკვიდრებას. ვრცლად »

პირობები იცვლება, ბრძოლა გრძელდება – სამშობლო #11 04 1932 პარიზი

ალ. ასათიანი

საქართველოს ბრძოლა გრძელდება. წელი-წელს მისდევს და მსხვერპლი _ მსხვერპლს ემატება. ამ ახალი ბრძოლის ათის წლის თავი უკვე გავიარეთ და ამ ბრძოლაში გაწეულ მსხვერპლის რაოდენობა კვლავ აღვრიცხეთ და გადავითვალეთ. ის ფრიად დიდია. ხოლო ბრძოლა კვლავ გრძელდება და მისი დასასრულის მიჯნა კვლავ არ სჩანს. ადამიანის ცხოვრების მანძილი მოკლეა, და ბუნებრივია, რომ ათეულ წლის გამუდმებულ და მკაცრი ბრძოლის შემდეგ გადავხედოთ განვლილ ბრძოლის გზას და შევაფასოთ მისი მიმართულება, მიზანი და მიღწეული შედეგები. მაგრამ არა ნაკლებ ბუნებრივია, რომ ასეთი გადასინჯვის შემდეგ საქართველოს ბრძოლა კვლავ გრძელდება ძველი სიმტკიცითა და ახალი გადაწყეტილებით.
გახანგრძლივებული ბრძოლა ხშირად იწვევს უკან დახევას და დათმობას. მაგრამ მებრძოლ საქართველოს უკვე განვლილი აქვს ეს გზები. ვრცლად »

ბაიდენის ვიზიტის შეფასება 2009 წ.

ახალი თაობა  1.08. 2009

ოპოზიცია ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს

სააკაშვილი პარლამენტს არავის დაუთმობს

შორენა კოწოწაშვილი
მამუკა გიორგაძე სააკაშვილის გადადგომის მომხრეა. ამის მიუხედავად ის ვერაფრით ვერ დაუდგა ოპოზიციას გვერდით. აქციის ოპგანიზატორებს ის უაზრო ერთობას უწოდებს. და მიაჩნია, რომ ისინი ხელისუფლების საქმეს აკეთებენ.

ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან
_ ბატონო მამუკა, რა გამოიკვეთა უკრაინასა და საქართველოში გამართული შეხვედრებიდან, მისაღებია ბაიდენისთვის ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკური კურსი? ვრცლად »

მამუკა გიორგაძე: სააკაშვილი არც ერთი კლანის გაძლიერებას არ დაუშვებს 2008 წ.

რას შეეწირა ირაკლი ოქრუაშვილი

შორენა კოწოწაშვილი – ახალი თაობა  4.08.2008
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან

_ ბატონო მამუკა, ბოლო პერიოდში სულ აქტიურად ისმის ოპოზიციური პარტიების მხრიდან ოპოზიციონერთა მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბარი. რამდენად იკვეთება ასეთი ფაქტი, თუნდაც ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასთან მიმართებაში?
_ ამ შეკითხვაზე პასუხი შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დევნა. ორი აზრი არ შეიძლება იყოს, რომ მიმდინარეობს ანგარიშსწორება და მიმდინარეობს, სამხედრო ენით რომ ვთქვათ, მოწინააღმდეგე არმიების დაშლილი ნაწილების დევნა-განადგურება ბრძოლის მთელ ვრცლად »

ახალ პარლამენტში გუდურასავით მიიტანეს ადამიანები და დასვეს 2008 წ.

ყველა სიახლე       3-9..07.2008

`სახალხო პარტიის~ ლიდერი მამუკა გიორგაძე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ერთ-ერთი პირველი სტიქაროსანი იყო. ბატონი მამუკა მიიჩნევს, რომ სწორედ იმ წლებში გაკეთებულმა არჩევანმა განსაზღვრა მთელი მისი შემდგომი ცხოვრება: ვრცლად »

ოპოზიციაში ფარული გარიგებები მიმდინარეობს 2008 წ.

ახალი თაობა   29.01.2008

შორენა კოწოწაშვილი

`სახალხო პარტიის~ ლიდერი მამუკა გიორგაძე საერთო სახალხო მოძრაობას ხელისუფლებასთან საეჭვო გარიგებებში ამხელს და აინტერესებს, თუ არა გარიგება, რას უნდა მივაწეროთ ის პროცესი, რომელსაც ახლა ოპოზიცია წარმართავს.
`სახალხო პარტიის~ ლიდერი პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძეს ღია მიმართვით მიმართავს და ელის, რა პოზიციას დაიკავებს ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
`სახალხო პარტიის~ ლიდერმა მამუკა გიორგაძემ გუშინ პრესკონფერენცია გამართა და იმ ეჭვებზე ისაუბრა, რომელიც მას და მის პარტიას ეროვნული საბჭოს მიმართ გააჩნია. ვრცლად »

ნაცმოძრაობაში გაზრდილ ადამიანს ჯიგარი არ ექნება 2010 წ.

ახალი თაობა  13.08.2010

ნათია ხურცილავა
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან

_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებთ შიდაპოლიტიკურ პროცესებს?
_ სამწუხაროდ, საქართველოში დამოუკიდებელი შიდაპროცესები არ მიმდინარეობს, დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება არ არის. უფრო მეტად ეს არის გარე პროცესების ასახვა. სამწუხაროდ, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალები ნაკლებად არის წარმოდგენილი პოლიტიკურ სპექტრში. ის დუღილი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არ არის შიდა დუღილის პროცესი. ეს არის გარედან თავსმოხვეული პოლიტიკური თამაში, რომელსაც ჰყავს პოლიტიკური შემსრულებლები ქვეყნის შიგნით. მათ უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ეს შიდა დუღილის პროცესია. სააკაშვილი ხელისუფლებაში დამოუკიდებლად არ მოსულა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ის რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკების შედეგად მოვიდა. ის ძირითადად რუსული სპეცსამსახურების მუშაობის შედეგად მოვიდა. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, შიდა პროცესები გარე პროცესების გარეშე განვიხილოთ. ამიტომ ოპოზიციური სპექტრიც და ხელისუფლებაც, პრაქტიკულად, გარე ძალებიდან იმართება. ვრცლად »

მამუკა გიორგაძე: სააკაშვილმა სვეტიცხოვლობაზე მთელ ქართველობას შეაფურთხა! 2010 წ.

ასავალ–დასავალი   #42  18-24.  10    2010

გთავაზობთ ინტერვიუს სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან. ჩვენი საუბარი სააკაშვილის მიერ სვეტიცხოვლობა-დღეს მცხეთის სალობიეს საპატიო დიპლომით დაჯილდოებაზე მსჯელობით დაიწყო.

_ ბატონო მამუკა, თქვენი აზრით, სააკაშვილმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მცხეთის სალობიე რატომ დააჯილდოვა საპატიო სიგელით?
_ სააკაშვილმა ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას წარმოდგენა არა აქვს, რას ნიშნავს ქართველობისთვის ფესვები, სარწმუნოება, რელიგიური სიწმინდეები და საერთოდ, ქართული სახელმწიფოებრიობა! ისე, სხვას რას უნდა ველოდოთ ისეთი ანტიქართული, ანტიმართლმადიდებლური ძალისგან, როგორიცაა `ნაცმოძრაობა~ და მისი ბელადი! ვრცლად »

Powered by WordPress