ilia meore

რატომ ებრძვიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 2010

წინამდებარე წერილი დაწერილია 2010 წელს – აღსანიშნავია, რომ ბრძოლა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ დღესაც მიმდინარეობს
  საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიასთან საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება პირდაპირ არის დაკავშირებული მმართველი ჯგუფების პოლიტიკურ მდგომარეობასთან სახელმწიფოში: არჩევნების დროს და კრიზისულ ვითარებაში   ფარისევლური მორჩილებით, ბოდიშების მოხდით, შემოწირულობებით ძალაუფლების მპყრობელნი წელში მოხრილები ეახლებიან ხოლმე სასულიერო პირებს, ხოლო როცა ჩათვლიან, რომ თავისუფალი აზრი ხერხემალშია გადატეხილი და მობილიზებას ვეღარ შეძლებს ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის საქომაგოდ (ხელისუფლება ფიქრობს, რომ დღეს ასეთი ვითარებაა), მაშინ შეტევის მთავარი ობიექტი საქართველოს სამოციქული ეკლესია  ხდება.
  შეტევის უშუალი მიზანია
_ საქართველოს ეკლესიამ ვერ შეასრულოს თავისი უპირველესი დანიშნულება, ანუ სულიერი წინამძღოლობა ვერ გაუწიოს ქართველ ერს და არ იყოს ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი დღევანდელი განსაცდელის ჟამს.. ვრცლად »

მამუკა გიორგაძე ხელისუფლებას მოუწოდებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითარგმნოს

 ”პრაიმტაიმი” 14.02.14

მამუკა გიორგაძე“სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე  ხელისუფლებას მოუწოდებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ქართულ ენაზე ითარგმნოს. ამის შესახებ გიორგაძემ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღეს ისაუბრა. ვრცლად »

გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო ენის შესახებ კანონი დაარღვია

 მამუკა გიორგაძე – “პრაიმტაიმი” 14.02.14

მამუკა გიორგაძეგიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო ენის შესახებ კანონი დაარღვია. ამის შესახებ განცხდება “სახალხო პარტიის” ლიდერმა მამუკა გიორგაძემ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღეს გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო ენის შესახებ კანონი დაარღვია, როდესაც აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტისას რუსულად ისაუბრა.

“ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას სახელმწიყო ენა. ეს იქნება საერთაშორისო დოკუმენტების თარგმნა, თუ ეს იქნება საერთასორისო ვიზიტების დროს. რამდენიმე დღის წინ გიორგი მარგველაშვილმა რუსულ ენაზე ისაუბრა აზერბაიჯანში, რითაც ერთის მხრივ დაარღვია კანონი საქართველოს სახელმწიფო ენის  შესახებ და მეორე მხრივ საერთაშორისო ეტიკეტი. ოფიციალურ საუბრებში, როდესაც სახელმწიფოს პირველი პირი არ იცავს სახლემწიფო ენის ავტორიტეს, ეს უკვე ცალკე დანაშაულია. მოვუწოდებ ხელისუფლებას ქართულ ენას გაუფრთხილდეს და პატივისცემა გამოუცხადოს ქართველ ხალხს”, – დასძინა გიორგაძემ.

giorgadze-1

როგორ გაყიდა რუსეთმა მილოშევიჩი, რატომ დანაწევრდა ერთი სლავი ერი რამდენიმე სხვადასხვა ეთნოსად და რატომ გაღვივდა თავიდან სვანებისა და მეგრელების „არაქართველობის“ იდეა

2014-02-03 “თბილისელები”
ნინო ხაჩიძე

თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ სერბეთი დაიყო და მისი ნაწილი – კოსოვო – აწ უკვე ევროკავშირის ქვეყნების მიერ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არც თავად ევროკავშირია დაზღვეული სეპარატისტული ვნებათაღელვისგან. ეს პრობლემა თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას აწუხებს, თუმცა, ყველაზე მკაფიოდ ის დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთშია წარმოდგენილი: იქით – შოტლანდია, აქეთ  – ბასკეთი და კატალონია ითხოვენ დამოუკიდებლობას. დაშლის თუ არა სეპარატიზმი ევროკავშირის ქვეყნებს და რა გაკვეთილის მიღება შეუძლია აქედან საქართველოს? – თემას „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავთ. ვრცლად »

mamuka

რუსეთს უნდა, საქართველო და უკრაინა თავისი გავლენის ქვეშ იყოლიოს

მამუკა გიორგაძე:  ”ახალი თაობა” 26.01.2014

შორენა კოწოწაშვილი
რა გარიგებაა რუსეთსა და საქართველოს შორის, დღესაც რუსულ ინტერესებს ემსახურება თუ არა სააკაშვილი და რატომ არ აწყობთ კეზერაშვილის საქართველოში გასამართლება?_ ამ საკითხების ირგვლივ გთავაობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. რამდენად იქონიებს ეს პროცესი საქართველოზე გავლენას? რეალური საფრთხეა, რომ მსგავსი მოვლენები საქართველოშიც განმეორდეს? ვრცლად »

giorgadze-1

ევროპა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ გვთხოვს

მამუკა გიორგაძე: ‘ახალი თაობა”  07.01.2014
შორენა კოწოწაშვილი
ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან
_ ბატონო მამუკა, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შეფასებისას ისმის კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. ამის წინააღმდეგ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. თქვენი აზრით, არის დღეს საქართველოში ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ეკლესიას უბიძგებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში? ვრცლად »

ნაცმოძრაობა და “ოცნება” შეხმატკბილებულად ჭუკჭუკობს

მამუკა გიორგაძე:    ”ახალი თაობა” 26.12. 2013

შორენა კოწოწაშვილი
ქვეყნის მთავარი პროკურორის ირგვლივ ატეხილი სკანდალი არ ცხრება. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მათი თანამოაზრეები ფარცხალაძის გადაყენებას მოითხოვენ, ხელისუფლება კი მათვარი პროკურორის გერმანიის ინციდენტში ვერაფერს ხედავს ისეთს, რომელიც მის თანამდებობიდან გადაყენების საფუძვლად ღირდეს. ვრცლად »

ივანიშვილი არ მალავდა, რომ პოლიტიკაზე მაღლა მდგომს სურდა ემართა ქვეყანა

მამუკა გიორგაძე   “ახალი თაობა” 11.15.2013
“არჩილ კბილაშვილი კი არ გადადგა, გაუშვეს!”

თამარ ნინიძე
სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე აცხადებს, რომ მისი პარტია არასოდეს იყო პასიური დამკვირვებლის როლში იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება. ის, რომ მისი პოზიცია ცნობილი არ არის საზოგადოების ფართო ჯგუფებისთვის იმის ბრალია, რომ ტელეეთერი ამ პარტიისთვის დაბლოკილი იყო.  ვრცლად »

gerbebi_Page_6

სახალხო პარტიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე წარდგელილი სამუშაო პრინციპები

1. VII კარი ამოღებული უნდა იქნას კანონპროექტიდან.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.

3. თვითმმართველ ერთეულებს (მუნიციპალიტეტებს) კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით, ამ კოდექსით განსაზღვრული საერთო ინტერესების რეალიზაციისთვის, მოცემული მუნიციპალიტეტების ეკონომიკური, გეოგრაფიული, დემოგრაფიული, ინფრასტრუქტურული, სოციალური და, აგრეთვე, სახელმწიფო მართვის ადმინისტრირების ეფექტურობის დასაბუთებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში კოორდინაციას უწევს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. ვრცლად »

SONY DSC

მოსაზრებები “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” პროექტთან დაკავშირებით

საქართველოს მთავრობამ ა.წ. 30 ოქტომბერს, ბ. ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომაზე, მ. სააკაშვილის თანხმობით, პარლამენტში დასამტკიცებლად შეიტანა ორგანული კანონის _ “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” პროექტი. მისი ავტორია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დ. ნარმანიას ხელმძღვანელობით.
კანონპროექტი ორ მთავარ თემას განიხილავს: საკუთრივ თვითმმართველობის განხორციელებას და თვითმმართველობათა რეგიონულ გაერთიანებებს (კოდექსის VII კარი).
კოდექსის VII კარის მიხედვით შემოდის “მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანების” ცნება, რომელსაც, ავტორთა განმარტებითაც, არაფერი აქვს საერთო თვითმმართველობასთან. ვრცლად »

Powered by WordPress