NEWS>GE 01.03.2014
„სახალხო პარტია“ ID ბარათის ალტერნატიული პირადობის მოწმობების მოთხოვნას და ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ მსჯელობას ეხმაუება.
„წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნებაც” პირდებოდა საკუთარ ამომრჩეველს, რომ დააკმაყოფილებდა მათ ინტერესს ამ მიმართებით, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მაშინ საყოველთაო ID -იზაციას პრინციპულად მოითხოვდა “ნაციონალური მოძრაობა”. სამწუხაროდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ”ქართულმა ოცნებამ” კატეგორიულად საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა. კიდევ უფრო მეტი, ID ბარათის ალტერნატიული მოწმობის დაშვების ნაცვლად ხელისუფლებამ მისი უფასოდ დარიგება გაააქტიურა და ბოლშევიკური რიტორიკით, ხალხზე ზრუნვის საბაბით ვეტერანებისთვის, მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და სხვა კატეგორიის მოსახლეობისთვის უფასოდ არიგებეს ID ბარათებს. ვრცლად »



March 1st, 2014
shalva chkhaidze