მოსაზრება
(15.02.2014)
ნოდარ ნათაძე
სიტყვა “ოკუპაცია” ლათინურად ნიშნავს “დაკავებას”. როგორც პოლიტიკური ტერმინი, იგი დღეს აღნიშნავს ამა თუ იმ შეიარაღებული ძალის დაუფარავად დგომას უცხო ტერიტორიაზე და იქ თავისი ნების განხორციელებას ძალის გამოყენებით.
ოკუპაციის მდგომარეობა იმით განსხვავდება მხოლოდ სხვის ტრიტორიაზე დგომის და მისი შეიარაღებული კონტროლის ფაქტისაგან, რომ ოკუპაცია (როგორც იტყვიან, “სტრიქონებს შორის”, ანუ არა სავსებით ოფიციალურად) იმასაც ნიშნავს, რომ ოკუპანტი უნდა იზღუდებოდეს გარკვეული ნორმებით დაკავებული ტერიტორიის მოსახლეობასთან მიმართებაში: იგი მოსახლეობის მდგომარობაზე პასუხისმგებელია: არ უნდა დაუშვას ყაჩაღობა, ეპიდემიების გავრცელება, ხანძარი და ასე შემდეგ. ვრცლად »
ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს!
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი. სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება [...]
“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ – სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!
ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო [...]
ევროპა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ გვთხოვს
მამუკა გიორგაძე: ‘ახალი თაობა” 07.01.2014 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შეფასებისას ისმის კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. ამის წინააღმდეგ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. თქვენი აზრით, არის დღეს საქართველოში ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ეკლესიას უბიძგებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად 2008
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად I გაურკვეველ აწმყოში ვცხოვრობთ და არარსებული ბედნიერ მომავალს ველით ქართველ ერს თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლო- ბა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ–სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკ- რატიასთან, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა. შ., მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, მით უფრო _ თავისუფალს (1991-2008 წლების დამოუკიდებელი საქართველოს [...]
სიტყვებს მნიშვნელობები აქვთ
საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსისა და საქართველოს ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობისაგან 20.01.2009
1. საქართველოს ხელისუფლება მ. სააკაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ღიად აცხადებს მზაობას, რომ საქართველოს ყველაზე დიდი ჰესი – ენგურჰესი (სიმძლავრით საქართველოს ჰესების 50%-ზე მეტი) _ გადასცეს რუსეთს, რომელიც ამჟამად საქართველოსთან შეტევითი დამპყრობლური ომის მდგომარეობაშია, საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილის წართმევას ცდილობს და, ყველა ნიშნის მიხედვით, გეგმავს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, დაშლას, მისი ეკონომიკის დანგრევას და მის შეძლებისდაგვარად შორსმიმავალ დეპოპულაციას. ვრცლად »
საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსის პოზიცია 2009 წლის 9 აპრილს დაგეგმილ პოლიტიკურ აქციასთან დაკავშირებით
1. მ. სააკაშვილის ხელისუფლება ჩვენ მიგვაჩნია რუსულ ადმინისტრაციად საქართველოში. იგი მართულია რუსეთის მიერ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან სასიცოცხლო ინტერესთა საწინააღმდეგოდ. ეს ადმინისტრაცია არის არალეგიტიმური, რადგან იგი დღეს ძალაუფლებას ფლობს მხოლოდ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად. ამავე დროს მას ახასიათებს ანტიხალხური სისხლიანი და კორუმპირებული ტირანიის ნიშანთა ფართო სპექტრი. მის მიერ საქართველოს მართვის ყოველი დღე ქვეყნისა და სახელმწიფოსათვის ახალი კატასტროფების მომტანია. ამიტომ ამ პოლიტიკური ჯგუფის – მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის _ უვნებელყოფა, როგორც სახელმწიფოს მიზანმიმართული ნგრევის განმახორციელებლებისა უცხო დავალებით, სახელდობრ, მათი მოცილება საქართველოს ხელისუფლებიდან, ჩვენის აზრით, გადაუდებელი ამოცანაა. მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხის სრული და ერთობლივი ძალისხმევით ეს ამოცანა მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს. ვრცლად »
მოხევეთა მიმართვა ქართველი ერისადმი და საქართველოს ხელისუფლებისადმი 2012
რუსეთის ანუ კრემლის (ეს სახელწოდება შინარსს უკეთ გამოხატავს) იმპერიის გეოპოლიტიკურ არსს და მისიას, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს კავკასიის კონტროლი. ეს უკანასკნელი კი მხოლოდ საქართველოს ფლობითაა შესაძლებელი. ბუნებრივია, ამას ყოველთვის აცნობიერებდნენ კრემლის იდეოლოგები. საქართველოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაიწყო არა მარტო იმპერიის გარე ველის, ე.წ. სოციალისტური ბანაკის რღვევა და საბჭოთა კავშირის დაშლა, არამედ ეს პროცესი გაგრძელდა რუსეთის ფედერაციის სუბიექტების სუვერენიზაციის ტენდენციით. ეს პროცესები დაიწყო და განვითარდა კავკასიაშიც. ამგვარი ტენდენცია კრემლის იმპერიას გაქრობასა და მის ადგილზე მრავალი დამოუკიდებელი ეთნიკური სახელმწიფოს წარმოქმნას უქადდა. ვრცლად »
ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს 2011
კითხვა `საქართველოს ხელისუფლება 1992 წლიდან დღემდე `უცაბედად~ ანგრევს ქვეყნის ეკონომიკას თუ წინასწარი ზრახვით, რომ ქართველი მოსახლეობა ემიგრაციაში გაისტუმროს და მის ნაცვლად სხვა მოსახლეობა შემოიყვანოს?~ ძალიან ბევრი მოაზროვნე და გულდამწვარი ადამიანის წინაშე დგას. წინამდებარე პუბლიკაცია (მოქალაქის საქმიანი წერილი ხელისუფლებისადმი), რომელიც გადაცემულია ყველა საჭირო სარკმელში, ჩვენის აზრით, იძლევა მკაფიო პასუხს ამ კითხვისთვის. (რედ.) ვრცლად »
“ფანდარასტი” საქართველოს ხელისუფლება გამოდგა 2011-01-19
ახალი თაობა 2011-01-19
ვლადიმერ სანაკოევის – ფეესბეს აგენტის აღიარებითმა ჩვენებამ რატომღაც ქართულ პოლიტიკურ წრეებში მშვიდად ჩაიარა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევის თანამებრძოლმა 9 იანვარს ღიად განაცხადა, რომ რუსეთის ჯაშუშია და ფეესბესთან 1989 წლიდან თანამშრომლობს. პროექტ “კოკოითი ფანდარასტის” ხელმძღვანელი და სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული სანაკოევი დღესაც დიმიტრი სანაკოევში ეჭვს არ იწვევს, თუმცა ფაქტია, რუსეთმა სასურველ შედეგს მიაღწია ამ თუ სხვა ჯაშუშების დახმარებით.
ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი მამუკა გიორგაძე აცხადებს, რომ საბოლოოდ ფანდარასტი საქართველოს ხელისუფლება გამოდგა. გიორგაძის თქმით, სააკაშვილს რუსეთი სულ ცოტა ხანში წაიყვანს, მანამდე კი უნდა ველოდოთ რუსეთის სხვა ჯაშუშების აღსარებებსაც.
გთავაზობთ ინტერვიუს მამუკა გიორგაძესთან. ვრცლად »
26 მაისს სააკაშვილმა უპატაკა ყველას, ვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა და ქართველობა სძულს, რომ თბილისის თავზე კვლავ წითელი დროშა ფრიალებს 2012 წ
–ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებთ 26 მაისის საშინელი დარბევის ფაქტს და ზოგადად „სახალხო კრების” რამდენიმე დღიან აქციებს? თქვენ მართალი აღმოჩნდით, როცა წინა ინტერვიუში მითხარით, რომ ბურჯანაძეს არანაირი გეგმა არ ჰქონდა შემუშავებული
–ჩვენ აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ეს ორი მოვლენა ერთმანეთისგან. 26 მაისს მოხდა ისეთი რამ, რაც არანაირად არ არის გამართლებული და არც პირდაპირ კავშირში არ არის მანამდე მიმდინარე მოვლენებთან. ვრცლად »
მამუკა გიორგაძე – „ხელისუფლება ნაცმოძრაობას აძლევს საბაბს, თავი პოლიტიკურ დევნილად გაასაღოს“
news.ge 27.02.2014
„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ გრძელდება დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ირიბი პოლიტიკური რეაბილიტაციისა და პროპაგანდირების ქმედებები, დაპატიმრებების ,,შთამბეჭდავი” სპექტაკლებისა და ბრალეულობების უსუსური არგუმენტაციის წარდგენის მეშვეობით. ვრცლად »
„პრეზიდენტმა აბსურდული გამონათქვამების კორიანტელი დააყენა სოფელ ატოცში
news.ge 27.02.2014
„სახალხო პარტიაში“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქარელის რაიონის სოფელ ატოცში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან და ამ განცხადებებს დანაშაულებრივ „სიბრძნეს“ უწოდებენ.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ დიდია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სურვილი, რაც შეიძლება, მალე შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. თან ისე, რომ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა არ დაასწრონ, მით უმეტეს, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უკვე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. იმდენად დიდია ეს სურვილი, რომ უკვე აბსურდული გამონათქვამების კორიანტელი დააყენა ქარელის რაიონის სოფელ ატოცში სტუმრობისას. ვრცლად »
მამუკა გიორგაძე: აშშ-სთან შეთანხმებული საკითხების რევიზიას, ადეკვატური რეაქცია მოჰყვება
news.ge 26.02.2014
„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე დადებითად აფასებს საქართველოს პრემიერმინისტრისა და აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას.
მისი შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაში, ბარაკ ობამას დაუგეგმავი მონაწილეობა ერთი მხრივ, ხაზს უსვამს ამერიკის დაინტერესებას და კეთილგანწყობას საქართველოსადმი, მეორეს მხრივ კი, ეს ნიშნავს, რომ გაიცა ავანსი ჩვენ მიერ, სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, სერიოზული დახმარებისა და მხარდაჭერისა. ვრცლად »