მოსაზრება (09.06.2014) რეზონანსი
ნოდარ ნათაძე მამუკა გიორგაძე პაატა კოღუაშვილი
ორიოდე კვირის წინ ევროპის ყველაზე პოპულარულმა არხმა – “ევრონიუსმა” – აფხაზეთში დაწყებული პოლიტიკური აქტივობის კონტექსტში გააჟღერა ცნობა, რომ აფხაზეთი, რომელიც “1925 წლამდე საბჭოთა კავშირში შედიოდა, როგორც ცალკე რესპუბლიკა”, 1925 წელს საქართველოში შევიდა ავტონომიის სახით. მაყურებელს არ მიეწოდა პარალელურად ის ინფორმაცია, რომ აფხაზეთი, როგორც ტერიტორია, ყოველთვის იყო საქართველოს ნაწილი კოლხეთის სამეფოს ეპოქიდან დღემდე, ხოლო 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობიდან 1925 წლამდე, მას რუსეთი ისე განკარგავდა, რომ არაფერს ეკითხებოდა არც აფხაზებს (აფსუებს), მოსახლეობის 17%-ს, არც ქართველებს (მოსახლეობის 40%-ს), და არც ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ რომელსამე სხვა მოდგმასა და ჯილაგს, რომლებიც ჯერ თურქებმა შემოიყვანეს საქართველოს პირველი რუსული ანექსიიდან 1850-იან წლებამდე, ხოლო შემდეგ რუსებმა. ამგვარად, მსოფლიო მაყურებელი დღეს მომზადებულია, რომ ამ უახლოეს დღეებსა და თვეებში მოსალოდნელი მცდელობები: ვრცლად »