gerbebi_Page_6

საქართველოს მთავარ პროკურორს

  • საქართველოს მთავარ პროკურორს
    ბატონ არჩილ კბილაშვილს

    გიორგი ჭანტურიას და
    სახალხო პარტიის თავმჯდომარის
    მამუკა გიორგაძის

    გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

    ბატონო არჩილ!
    საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1994 წლის 3 დეკემბერს ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურიას მიმართ განხორციელებული იქნა ტერორისტული აქტი, რომლის შედეგადაც იგი და მისი დაცვის წევრი მერაბ ბარამია ტრაგიკულად დაიღუპნენ. ვრცლად »

giorgadze-1

„ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალებს შორის გარიგების ნიშნები არსებობს

ნინო ჟღენტი  2013 05.08 for.ge

„სახალხო პარტიის” თავმჯდომარე, მამუკა გიორგაძე წინა და ახალ ხელისუფლებებს შორის გარიგებებზე საუბრობს და პრემიერ ივანიშვილს მოუწოდებს, ამას ყურადღება მიაქციოს და ასეთი გარიგებები დროულად აღკვეთოს. ამის შესახებ განცხადება მამუკა გიორგაძემ დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა. მისი თქმით, მმართველ გუნდში არა სახელმწიფოს აღმშენებლობაზე ზრუნვა, არამედ ხელისუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და მთელი ქართული ენერგია სახელისუფლებო კლანებს შორის ძალაუფლების მოპოვებაზე იხარჯება. ვრცლად »

SONY DSC

სანაკოევის ადმინისტრაცია უნდა გაუქმდეს

ინტერვიუ “სახალხო პარტიის”   ლიდერ მამუკა გიორგაძესთან         20.07.2009             “ახალი თაობა”–  შორენა კოწოწაშვილი    
  _ ბატონო მამუკა, ამერიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული     მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაფიქსირდება ობამა-მედვედევის შეხვედრის შემდეგ. თუმცა, ფაქტია, რომ ამის პარალელურად სულ უფრო   აქტიურად ისმის რუსეთის მხრიდან არაერთ ქართულ ტერიტორიაზე გავლენის   გააქტიურების თაობაზე…
 - სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სირაქლემას პოზა ყველაზე მიღებულია. ვრცლად »
gerbebi_Page_6

“ნაცმოძრაობის” აქტიურობის სტიმულირების შესახებ

 სახალხო პარტიის განცხადება      01.05.2013

ბოლო პერიოდში ქვეყნის  მიმდინარე პოლიტიკურ ცხოვრებაში  აშკარად იკვეთება  “ნაცმოძრაობის” და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა “პატრიოტულ” და “პროდასავლურ” ღირებულებათა დამცველის ამბიციური ტონით საუბრის გააქტიურების ტენდენცია.
ვრცლად »

giorgadze-1

ნაციონალებს ხალხი ეროვნულ მოძრაობად არასდროს აღიარებს

“რა საქართველოს გადასახდელია ამათი ქმრების, შვილებისა, და საყვარლების ხარჯების გასტუმრება”
შორენა კოწოწაშვილი
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ ნაციონალები `ქართულმა ოცნებამ’’, გაათამამა იმით, რომ მან პოლიტიკაში დატოვა მონოპოლიზებული გარემო. რადგან არის ორსუბიექტიანი მონოპოლიზებული გარემო. ე.ი. ნაციონალებზე ხელის მოკიდება ეს არის ოპზიციაზე ხელის მოკიდება. გიორგაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში ნაციონალებს აუცილებლად გამოუჩნდება დამცველები დასავლეთში.    ვრცლად »
gerbebi_Page_6

დიახ, ერთობა!

მარგველაშვილი ტ.     

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის  ყოველთვიური ორგანო.
რედაკტორი სპ. კედია  წელიწადი  მეორე  # 2 1933 წ პარიზი იანვარი
      თანამეროვე ქრისტიანული კულტურის დასაბამიდან, კაცობრიობას თან სდევს უდიდესი პრობლემა სოციალურ-სახელმწიფოებრივი ორგანიზაციისა, რომლის ფესვები შორს, ისტორიის წინადროებათა ვითარებაშია ჩაქსოვილი. ამ პრობლემის მთავარი გამოხატულება მოქალაქეთა უფლებრივი გათანაბრება და საზოგადოებრივ მდგომარეობათა გათანასწორება უნდა ყოფილიყო _ დამოუკიდებლივ ინდივიდუალურ ერთეულთა, კერძო პირთა თუ კავშირთა ნივთიერი მდგომარეობისა.  ვრცლად »

ნუ გადავაქცევთ გლეხკაცს სხვისი ხელის შემყურედ!

მოსაზრება  (20.04.2013)

პაატა კოღუაშვილი პროფესორი

 სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს ინდივიდუალურ მეწარმეებზე და შპს-ებზე ე.წ. 60 გადამმუშავებელი საწარმოს გადაცემის საკითხი, კომერციული ბანკებისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციების მეშვეობით.

 ბოლო წლებში განვითარებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გადამმუშავებელ საწარმოებს, რომლებიც ქართულ ეკონომიკურ სივრცეში, ძირითადად, შპს-ების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით არიან წარმოდგენილნი, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე დააკისრა “წამყვანის” როლი აგროსასურსათო სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ ამ საწარმოების მუშაობასთან დაკავშირებულია ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ძირითადი სამეურნეო საქმიანობა და შემოსავლები, გადამმუშავებელ საწარმოთა მესაკუთრენი ამ საწარმოთა მუშაობის გაჩერებისა და, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის ამა თუ იმ დარგის პარალიზების შემთხვევაში პასუხს აგებენ არა ამ დარგებში დასაქმებული ათი ათასობით ადამიანის, არამედ მხოლოდ თავიანთი ბიზნესის წინაშე. სწორედ ესაა სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელ საწარმოთა სფეროების გათიშულობისა და ინტერესთა კონფლიქტის ძირითადი მიზეზი. ვრცლად »

gerbebi_Page_6

მხედრის ფიქრები – გ. კვინიტაძე

1933 წ პარიზი

(აკაკი წერეთლის `თორნიკე ერისთავის~ შესახებ)
როდესაც პირველად თორნიკე ერისთავი წავიკითხე, სიხარულის ჟრუანტელმა დამიარა და ზოგიერთი აზრი დამებადა.
მინდა ეს აზრები დღეს მკითხველს გავუზიარო. არა ერთხელ მიფიქრია იმაზე, თუ როგორ გაუძლო პატარა საქართველომ გარშემორტყმულ, მრავალ რიცხოვან მტერს.
ხოლო ვინ არ იყო ჩვენი მტერი?
ქრისტეს დაბადებამდე სპარსეთი და რომი. ქრისტეს შემდეგ კიდევ სპარსელები, მერე არაბები, ოსმალები, მონღოლები, კიდევ სპარსელები, კიდევ ოსმალები, ლეკები, და სულ ბოლოს რუსები.
ქართველი ერი ყველას გადაურჩა. მან შეინარჩუნა თავისი სახე, ენა, რჯული და ადათი; დაჰკარგა მხოლოდ ნაწილი მიწა-წყლისა, ესე იგი ლაზისტანი, ისპირ, _ ტაო კლარჯეთი და ბევრი ქართველობა იყო გადასახლებული სპარსეთსა და ოსმალეთში. ვრცლად »
gerbebi_Page_6

მივიღოთ მიწათსარგებლობის ახალი რეალისტური კანონი

ორი წლის წინ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართ¬ველოს კანონში არსებული შეზღუდვა მიწის გაყიდვაზე უცხოელებისათვის (არამოქალაქეებისათვის). ეს გადაწყვეტილება იყო და არის თვალში საცემად ყალბი _ სახელდობრ, მიზანმიმართულად (კრიმინალურად და არა უცაბედად) ყალ¬ბი. თავისი ამ ყალბი პოზიციის დამოწმებით ამავე სასაამრთლომ რამდენიმე დღის წინ გააუქმა საქართველოში დღეს არსებული დროებითი ნორმა (მორატო¬რიუ¬მი) მიწის ამ წესით გადაცემის აქტებზე. ზემოხსენებული ყალბი გადაწყვე¬ტი¬ლების მიღება მოხდა, არსებითად, იმ ერთადერთი არგუმენტით, რომ, საქართვე¬ლოს მოქმედი კონსტი¬ტუციის თანახმად, ადამიანები `თანასწორნი~ ვართ. შეზღუდ¬ვებისაგან გათავისუფლდა მიწის მიყიდვა ნებისმიერი სტატუსის არამოქა¬ლა¬ქეთათვის _ როგორც ფიზიკურ პირთათვის, ისე იურიდიულთათვის. ხსენებული არგუმენტი ყალბია ორი რამის გამო:  ვრცლად »

favicon

პუტინი “ასუქებს” (არეკლამებს) სააკაშვილს. რა მიზნით?

” რეზონანსი” მოსაზრება    (23.06.2014)   ნოდარ ნათაძე

2008-2009 წლებში რუსეთის ერთპიროვნულმა მმართველმა პუტინმა არაერთხელ გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტის სააკაშვილის “ორი ადგილით ჩამოკიდების” სურვილი და გეგმა. ამით მან გააჟღერა რუსული იმპერიის ბოდვითი იდეა, რომლის ექსპერიმენტული გამტყუვნება მსოფლიოს საშუალო და საშუალოზე ნაკლები ჰორიზონტის მქონე მაყურებლის თვალში ახლაღა ხდება: რომ რუსეთი, თავისი ძალითა და მნიშვნელობით, ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი პრივილეგირებული ერი და ქვეყანაა, რომელსაც ღვთისაგან დავალებული და ნებადართული აქვს, “სამართალი განაჩინოს” ახლო და შორეულ მეზობელ “რიგით” ერებს შორის. მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ თავისი ამ ამბიციური ზრახვის გაჟღერება პუტინმა დაიწყო რადენიმე დღის თავზე მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა, როგორც საქართველოს “მეთაურმა” და “მთავარსარდალმა”, კეთილსინდისიერად შეასრულა პუტინისვე დავალება საქართველოს მიწაწყლის მისთვის ჩუქების თაობაზე, სახელდობრ ვრცლად »

Powered by WordPress