1-07-2014, 13:19
საყდრისთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებას მიმართავენ. ერთობლივ მიმართვას ხელს აწერენ:“საქართველოს გზა”, “თავისუფალი საქართველო”, ”ქართული დასი”, “პატრიოტთა ალიანსი”,„სახალხო პარტია“, ”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო”, “ლეიბორისტული პარტია”, “ქრისტიანულ დემოკრატიული პარტია”, “მწვანეთა პარტია”, “რესპუბლიკური პარტია”, “ქართული იდეა”, “ახალი მემარჯვენეები” და “ზვიად განმანთავისუფლებლის პარტია”.
-”ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური პარტიები მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს თხოვნით, აღუდგეს კულტურული ძეგლის სტატუსი მსოფლიოში უძველეს საყდრის-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროს. გაგრძელდეს საყდრის-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს არქეოლოგიური სამეცნიერო კვლევა, სამთავრობო დონეზე იქნას შესწავლილი ბოლნისის რაიონის ეკოლოგიური პრობლემები, სათანადო ყურადღება მიექცეს ამ რაიონში მცხოვრებელ და დასაქმებულ პირთა შრომისა და ჯანმრთელობის უფლებებს”-ნათქვამია განცხადებაში.
პარტიათა ლიდერების თქმით პრობლემის მოსაგვარებლად გაგრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე აქციებით და პოლიტიკური პარტიების ჩართულობით. ცნობილი გახდა, რომ პროცესში აქტიურად ჩაერთო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც.



July 18th, 2014
shalva chkhaidze
Posted in