“კიდევ ერთხელ დადასტურდა, ნაც-ქოცური მართვის იდენტურობა, მათი პოლიტიკურად სულიერი კავშირი” – “სახალხო პარტია”

mamuka- ალია

„სახალხო პარტია“ სასულიერო პირების, ფარული მიყურადების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

პარტიის თავმჯდომარე, მამუკა გიორგაძე, განცხადებას ავრცელებს:

„დღეს, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოში, კვლავ მახინჯი, საბჭოთა მმართველობაა.

სანამ ეს ვერტიკალი არ დაინგრევა, მანამ თვითკმარი და თვითმმართვადი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფები არ იქნება პროცესების წარმმართველი, მუდამ ამ მძიმე ვითარებაში ვიქნებით. მუდამ იქნება საფრთხე თითოეული ჩვენგანისთვის, გვისმენდნენ, გვიღებდნენ, აკონტროლებდნენ ჩვენს პირად ცხოვრებასა და კომპრომატებით ცდილობდნენ საკუთარი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას.

დღეს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, ნაც-ქოცური მართვის იდენტურობა, მათი პოლიტიკურად სულიერი ნათესაური კავშირი და მათი საქმიანობის დანაშაულებრივი ბუნება. რისი დადასტურებაც არის დღეს გავრცელებული ფაილების სკანდალი.

„სახალხო პარტია“ მუდმივად ამახვილებს ყურადღებას, რომ სახელისუფლებო წრეები და სპეცსამსახურები, არა მარტო უხეშად ერევიან დამოუკიდებელი ინსტიტუციის – ეკლესიის შიდა საქმეებში, არამედ, პროვოკაციებისა და კომპრომეტირების გზით ცდილობენ მასში პროცესების წარმართვას.

„სახალხო პარტია“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შევცვალოთ ეს მახინჯი სისტემა სახალხო მმართველობით, რაც სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე პირველი დიდი ნაბიჯი იქნება.”

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress