„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე, კახა კალაძის ინიციატივას ნარკოტესტის გავლასთან დაკავშირებით ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ შარდის ანალიზის გარდა, წინასაარჩევნოდ, კიდევ სხვა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი აქვს გადასაწყვეტი, რაც მისცემს ამომრჩეველს იმის საშუალებას, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს.
მამუკა გიორგაძე:
„მივესალმებით და მხარს ვუჭერთ კახა კალაძის ინიციატივას და ვთვლით, რომ ნარკოტესტის გავლა თითოეული კანდიდატის ვალდებულებაა. იმედი გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ შარდის ანალიზიდან ცოტა მაღალ პოლიტიკურ სიმაღლეზე ავა და მოუწოდებს საკუთარ კანდიდატებს და პოლიტიკურ ოპონენტებს, გაიარონ ლუსტრაციის, ასევე ქონებრივი დეკლარაციის და განათლების დოკუმენტის ექსპერტიზა.
„სახალხო პარტია“, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას და მიმართავს შესაბამის უწყებებს, რომ ჩაატაროს პირადად ჩემზეც აღნიშნული შემოწმება“