ახლახან საქართველოს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეწვია და, მე თუ მკითხავთ, რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, ბ-ნი ოსტინის ვიზიტი დაგვიანებულიც კი იყო, ვინაიდან სამხრეთ კავკასიაში გავლენები სხვანაირად ნაწილდება (პროცესი ჯერ არც დასრულებულა), ხოლო, თუ ამას ავღანეთის ფაქტორსაც დავამატებთ, ვითარება კიდევ უფრო რთული და აბურდულია. ვინაიდან საქართველო რეგიონში დასავლეთის ერთადერთ დასაყრდენად მოიაზრება, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, უპირველესად, აშშ-ის [...]