„ახალი სახეების ამ ფორმით შემოყვანით მეორდება საბჭოური პრაქტიკა“ „სააკაშვილიზმი უნდა დამთავრდეს!“ მარიამ მჭედლიშვილი წინსაარჩევნო სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა „სახალხო პარტიის“ ლიდერს, ყოფილ დეპუტატს მამუკა გიორგაძეს როგორ აფასებთ ვითარებას ქვეყანაში არჩევნებამდე თვენახევრით ადრე? არის რაიმე სიახლე? ხდება ის, რაც ჩვეული და ტრადიციულია საქართველოს პრაქტიკაში. ისევ არ არის ნამდვილი პოლიტიკური ჭიდილი, პროგრამების, იდეების წარმოჩენა და პოლიტიკური დისკუსიები. [...]
Archive for October 2nd, 2020
„ორი-სამი ჯანსაღი, დამოუკიდებელი და გამოცდილი პოლიტიკოსი ქართულ პოლიტიკურ თეატრს დაასრულებდა“
“აი, ამიტომ მოვდივართ და ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებში”
საქართველო ლიდერია პოლიტიკური პარტიების რაოდენობის მხრივ და მათი რიცხვი 238-ია! რამდენად ნაყოფიერია მათი არსებობა ქვეყნისთვის, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ამჯერად თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ ,,სახალხო პარტიაზე“, რომლის ლიდერი მამუკა გიორგაძეა, რომელიც 2020-ის არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობის მიღებას. „ალიასთან“ ინტერვიუში მამუკა გიორგაძემ ბევრი საგულისხმო და საინტერესო რამ თქვა: -დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში არათუ უმოქმედო პარტიების სიმრავლეა, არამედ რეალური, [...]
მე მაინტერესებს რა ღირს პანდემია, რამდენად გამჭირვალეა მასზე დახარჯული ფინანსები და სად არის ხელისუფლების ანგარიში რაზე, როგორ და რამდენი იხარჯება
კოვიდთან ბრძოლაში რომ საქართველოს, დღემდის დადებითი შედეგები აქვს ძალიან კარგია და ბუნებრივად მისასალმებელი ფაქტია. არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ პანდემია ქართული ოცნების მმართველობის ხანას დაემთხვა და აქაც ბუნებრივია, ამ დროს ცუდიც და კარგიც ხელისუფლების კისერზეა. არ ვაპირებ არანაირ კრიტიკას ( არც კომპეტენცია მაქვს და არც განათლება ამ მხრივ) პანდემიის მმართვის ნიუანსებზე. ამ მხრივ ბევრი დადებითი [...]
ოცნება და ნაცმოძრაობა მოსახლეობის ხარჯზე მილიონებს ინაწილებენ!
საქართველოს პარლამენტმა 3 სექტემბერს ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კოდექსში (https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4984938…). საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს შორის პლენარულ სხდომასა თუ მედიაში დაპირისპირების საგნად იქცა კანონპროექტის მხოლოდ ერთი პუნქტი: „ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის პასუხისმგებლობის შესახებ“. ოცნება დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ ჩანაწერს და ხაზს უსვამდა თავის კეთილ ნებას არჩევნების სამართლიანად ჩატარების სურვილის შესახებ, ნაცები გააფრთრებით ამტკიცებდნენ, რომ საარჩევნო კოდექსში ისედაც იყო [...]
“გაუმარჯოს“ და ,,წადი“ დღევანდელი ქართული ოპოზიციის იდეოლოგიაა
მოახლოებულ არჩევნებზე, 2020 წლის საარჩევნო გარემოზე, ოპოზიციის ტაქტიკაზე, ხელისუფლების არგუმენტებზე ,,კვირა“ მამუკა გიორგაძეს ესაუბრა: – ოპოზიციის საარჩევნო ბლოკებში ძალზე ჭრელი პარტიული სპექტრია, აქ გაერთიანებულ პოლიტიკოსებს არც წარსულში ჰქონდათ საერთო ინტერესები, სავარაუდოდ, არც მომავალში ექნებათ. როგორ წარმოგიდგენიათ მათი თანამშრომლობა პარლამენტში? – მოდით, შევთანხმდეთ, ვინ არის ოპოზიციაში. სამწუხაროდ, ამომრჩეველი მათ განცხადებებში ვერანაირ სიღრმისეულ აზრს და ქმედებას ვერ [...]