(ეკონომიური ეტიუდი). ეკონომიურს მეცნიერებაში სახალხო მეურნეობის ვითარების და სინამდვილის გამოსარკვევად, სულ პირველად იხმარებოდა ე.წ. სტატისტიკური მიდგომა მოვლენათა გაცნობიერებისათვის. შემდეგ პერიოდებში კვლევა-ძიების საგნის, ობიექტის, უფრო სრულად დასურათებისათვის იწყეს ანკეტების მოხდენა და ადგილობრივი დაკითხვები; ყველა ეს მოთავდა ცალკე მონოგრაფიების შედგენით, რომლის საშუალებით ხდებოდა უფრო ღრმა შეფასება ეკონომიურ თუ სოციალურ მოვლენათა. დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ამ სამს მეთოდზედ [...]
Archive for April 1st, 2015
გიორგი გვაზავა – სიტყვა პარლამენტში 19.01. 1921
გიორგი გვაზავა (1869-1941) პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, პუბლიცისტი და მთარგმნელი. ერევნულ-დემოკრატიული პარტის ერთ-ერთი დამაარსებელი. საქართველოს ეროვნული საბჭოსა და აღმასკომის, აგრეთვე პარლამენტის წევრი და ერევნულ-დემოკრატიული პარტის საპარლამენტო ფრაქცის თავჯდომარე. 1921 წელს წავიდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია ლევილის ქართველთა პანთეონში. მკითხველს ვთავაზობთ გ.გვაზავას სიტყვას, რომელიც წარმოითქვა 1921 წლის 19 იანვარს დამფუძნებელ კრებაზე, საქართველოს კონსტიტუციის განხილვასთან დაკავშირებით (იხ .გაზეთი [...]
ს პ ი რ ი დ ო ნ კ ე დ ი ა – ჩვენი სინამდვილის ანალიზიდან
საქართველოს ეროვნულ_დემოკრატიული პარტიის პირველი თავმჯდომარე წერილი ამოღებულია გაზეთ “საქართველოდან” (1915 წ. #110) რანაირიც გინდა იყოს საქართველოს აწინდელი ეთნოგრაფიული შინაარსი, ერთი რამ სავალდებულოა: საქართველო უნდა იგულისხმებოდეს ერთ ეროვნულ კომპაქტურ მთელად, რომელიც შექმნილია ერთი მოდგმის ხალხისაგან. მისი საზღვრები უნდა უწევდეს, ვიდრემდე ქართვლის ეთნოგრაფიული ელემენტი მიდის. ამ კანონიერ საზღვრებით შემოსაზღვრულ საქართველოში დღეს უცხო ტომებსაც ჰპოვებთ, ვისაც არც ჩვენ [...]
რატომ ებრძვიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 21.09.2009
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიასთან საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება პირდაპირ არის დაკავშირებული მმართველი ჯგუფების პოლიტიკურ მდგომარეობასთან სახელმწიფოში: არჩევნების დროს და კრიზისულ ვითარებაში ფარისევლური მორჩილებით, ბოდიშების მოხდით, შემოწირულობებით ძალაუფლების მპყრობელნი წელში მოხრილები ეახლებიან ხოლმე სასულიერო პირებს, ხოლო როცა ჩათვლიან, რომ თავისუფალი აზრი ხერხემალშია გადატეხილი და მობილიზებას ვეღარ შეძლებს ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის საქომაგოდ (ხელისუფლება ფიქრობს, რომ დღეს [...]
გიწვევთ ღია დისკუსიაში 8.06.2010
საქართველო ღრმა ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა საქართველო ღრმა ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა. 326 წლიდან ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიაა, ხოლო 465 წლიდან საქართველოს ეკლესია ავტოკეფალურია. საქართველოს ისტორიის თოთხმეტმა საუკუნემ (V-XVIII) ჩაიარა თითქმის უწყვეტ ბრძოლაში სხვა რელიგიათა მატარებელი, საქართველოზე მრავალჯერადად დიდი სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომელნიც, ყველანი უკლებლივ, თავის შემოტევებში საქართველოზე ისეთივე ძალისხმევით ცდილობდნენ ქართველი ერის მიქცევას უცხო რელიგიისაკენ, როგორითაც საქართველოს [...]
რა იწვევს ანტიეკლესიურ კამპანიას საქართველოში? 21.10.2009
ქართველი საზოგადოერიობა გაოგნებულია იმ მიზანმიმართული კამპანიით საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და მისი საჭისმპყრობლის წინააღმდეგ, რომელსაც მედიაში ხედავს. ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია, გავუზიაროთ მას არსებული ვითარების ჩვენეული ანალიზის რამდენიმე ხაზი. საქართველოს იდეოლოგიური ვითარება, რომელიც დღეს ეკრანზე ბატონობს (თუმცა ვერ იბატონებდა, ეკრანზე რომ აზრთა და არგუმენტთა თავისუფალი მეტოქეობა სუფევდეს), ორ მახინჯ მომენტს შეიცავს. პირველია ის, რომ აქ სუფევს ყოვლად [...]